სამშაბათი, თებერვალი 25, 2025

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მარტში უკრაინა ევროკავშირისგან 3,5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს

მარტში უკრაინა ევროკავშირისგან 3,5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ომის დაწყების მესამე წლისთავთან დაკავშირებით კიევში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის უკრაინის მხარდაჭერის საერთაშორისო სამიტს ესწრება.

„ევროპა აქ არის, რათა ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინა გააძლიეროს. შემიძლია გამოვაცხადო, რომ უკრაინა 3,5 მილიარდი ევროს ოდენობის ახალ ტრანშს უკვე მარტში მიიღებს. როგორც პრეზიდენტმა კოშტამ განაცხადა, იმართება ევროპული საბჭოს სპეციალური სხდომა, სადაც მე წარვადგენ ყოვლისმომცველ გეგმავს, თუ როგორ გავაფართოოთ ევროპული იარაღის წარმოება და თავდაცვითი შესაძლებლობები. ამით უკრაინაც მიიღებს სარგებელს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სასწორზე არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის ბედია. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა ამ დრომდე უკრაინას აღმოუჩინეს 134 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერა, რაც ყველაზე დიდი დახმარებაა.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკომისია გეგმავს ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამბიციური პაკეტის წარდგენას, რომლის მიზანია უკრაინისთვის მდგრადი, დაცული და კონკურენტუნარიანი ენერგოსისტემის შექმნა.

„ჩვენ მოვახდენთ უკრაინის და მოლდოვის ელექტროენერგიის ბაზრის სრულ ინტეგრირებას ჩვენს ბაზაში მომავლის წლის ბოლომდე. ჩვენ გამოვიყენებთ უკრაინის გაზის საცავების სრულ პოტენციალს, რომელთა 80% ევროკავშირის წევრი ქვეყნების სიახლოვესაა განლაგებული. ეს მოუტანს შემოსავალს უკრაინას. ჩვენ დავაჩქარებთ უკრაინის განახლებადი ენერგიის სფეროში ინვესტიციებს. ყველა ეს ძალისხმევა შედეგად გამოიღებს უფრო მეტ ენერგოუსაფრთხოებას როგორც უკრაინისთვის, ისე ევროკავშირისთვის“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მან ასევე უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„არავის სურს მშვიდობა უკრაინელ ხალხზე მეტად. თუმცა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ სიძლიერით. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაძლიერებთ თქვენს ეკონომიკას; სწორედ ამიტომ ჩვენ ვზრდით ენერგომომარაგების მედეგობას; სწორედ ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი სამხედროების წვრთნასა და აღჭურვას. და დღეს ჩვენ ვიღებთ სანქციების მე-16 პაკეტს. ჩვენ გავაძლიერებთ სადამსჯელო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე ის არ აჩვენებს ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის ნამდვილს სურვილს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

VIDEO: „დღევანდელ ოპოზიციას, ვეღარ ვეძახი ოპოზიციას, ვერც რადიკალურს, ეს უფრო ჰგავს შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ…“ – გიორგი ვოლსკი

„დღევანდელ ოპოზიციას, ვეღარ ვეძახი ოპოზიციას, ვერც რადიკალურს, ეს უფრო ჰგავს შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ...“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

დონალდ ტრამპი მოსკოვში შესაძლო ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვაზე – ვფიქრობ, 9 მაისი ძალიან ახლოა, მაგრამ შესაფერის დროს მე ჩავალ მოსკოვში

ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, დაახასიათებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, როგორც „დიქტატორს“. „ამ სიტყვებს ასე ჰაერზე არ ვისვრი, ვნახოთ, როგორ გამოვა ყველაფერი“, – განაცხადა ტრამპმა. მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით კითხვაზე, ტრამპმა უპასუხა, რომ 9 მაისს და უახლოეს მომავალში არ გეგმავს ვიზიტს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაფერის დროს მოსკოვში ჩავიდეს და ასევე იმას, რომ პუტინიც ჩავიდეს აშშ-ში. „ვფიქრობ, 9 მაისი ძალიან ახლოა, მაგრამ შესაფერის დროს მე ჩავალ მოსკოვში“, – განაცხადა ტრამპმა.

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ იმიტომაც შეგვიძლია, ახლა თვალი გავუსწოროთ მოსახლეობას, რომ ამოვდიოდით მთავარი საკითხიდან, რა არის ეროვნული ინტერესი, ამით იზომება ჩვენი ყველა გადაწყვეტილება

ჩვენ იმიტომაც შეგვიძლია, ახლა თვალი გავუსწოროთ მოსახლეობას, რომ ამოვდიოდით მთავარი საკითხიდან, რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესი არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობის ზრდა, ამით იზომება ჩვენი ყველა გადაწყვეტილება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, სხვადასხვა უცხოელი აქტორისგან შეიძლება ბევრი დაპირება იყოს, მაგრამ პირველ რიგში ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს. „დაპირებები ბევრი გვსმენია წარსულშიც და აწმყოშიც, მაგრამ მთავარია, რომ ყველა ქვეყანამ თავად იზრუნოს, საკუთარი ინტერესები გაატაროს. ახლა როგორც გვესმის განცხადებები უკრაინის NATO-ში წევრობაზე, თურმე არც არავინ აპირებდა ამ ღია კარის პირობებში უკრაინის მიღებას NATO-ში, ღიად ამბობენ, რომ ეს არარეალისტურია. მათ შორის ახლახან ევროპარლამენტში სიტყვით გამოდიოდა ჯეფრი საქსი, რომელმაც გაიხსენა 2021 წლის 15 დეკემბრის საუბარი ჯეიკ სალივანთან, ომამდე ორი თვით ადრე. საქსი საუბრობდა იმაზე, რომ სალივანს უთხრა, თუ NATO არის ის საკითხი, რომლის გამოც დგება დიდი შეჯახების პირისპირ, თქვით, რომ NATO-ში არ იღებთ უკრაინას, ამაზე უპასუხია სალივანს, რომ არც არავინ აპირებს უკრაინის მიღებას NATO-ში. ამაზე პასუხი ჯეფრი საქსისგან კი ყოფილა, რომ მაშინ ეთქვათ ეს ღიად, თუმცა პასუხი იყო, ამას ღიად ვერ ვიტყვითო და ომიც დაიწყო. ამიტომ, ასეთი დაპირებები ბევრს სმენია, მაგრამ ქვეყანა თუ არა ამოვა თავისი ეროვნული ინტერესებიდან, ეს დაპირებები ვის გაახსენდება და ვის დაავიწყდება, მეორე საკითხია. ცალკე ისტორია იქნება, რა მოხდება 2030 წელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

VIDEO: ზელენსკის ადგილას ასეთ რიტორიკაზე არ წავიდოდი, გამოდის, რომ რაღაც თითქოს მის თანამდებობაზე და პერსონაზეა დამოკიდებული NATO-ში შესვლა – არ შესვლა უკრაინის… – ამირან...

„მე, ზელენსკის ადგილას ასეთ რიტორიკაზე არ წავიდოდი, გამოდის, რომ რაღაც თითქოს მის თანამდებობაზე და პერსონაზეა დამოკიდებული NATO-ში შესვლა - არ შესვლა უკრაინის, საკითხის ასე სასწორზე დაყენება არ შეიძლება, არასწორია ჩემი აზრით“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

ცნობილი მომღერალი გარდაიცვალა

ცნობილი ჰიტის, Killing Me Softly-ის შემსრულებელი რობერტა ფლეკსი, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მომღერალმა, 2022 წელს გამოაცხადა, რომ მას აქვს მოტორული ნეირონების დაავადება და აღარ შეეძლო სიმღერა.

ბოლო სიახლეები