პარასკევი, მაისი 2, 2025

უკრაინულ-ამერიკული საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმება 57 მინერალს ეხება, დოკუმენტში ასევე საუბარია აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე

აშშ-ისა და უკრაინის მთავრობებს შორის უკრაინულ-ამერიკული საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმება 57 მინერალს ეხება. დოკუმენტში ასევე საუბარია აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს, რომელიც დოკუმენტს გაეცნო.

გამოცემის ცნობით, ვაშინგტონში ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმება ადგენს ორი ქვეყნის მთავრობებს თანამშრომლობის პოლიტიკურ პარამეტრებს საბადოების დამუშავებაზე, წიაღისეულის გაყიდვაზე და ამერიკულ დახმარებაზე, მათ შორის სამხედრო დახმარებაზე, რომელსაც უკრაინა მომავალში მიიღებს.

ამასთან, როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, შეთანხმების ბევრი დეტალი განსაზღვრული იქნება ტექნიკურ შეთანხმებაში, რომელიც ამჟამად ჯერ არ არის მზად ხელმოსაწერად.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ 30 აპრილს გაფორმებული დოკუმენტი სულ 12 გვერდისგან შედგება მაშინ, როდესაც წინა პროექტი, რომელიც აშშ-მა უკრაინას მარტში გადასცა, 90-გვერდიანი იყო.

„ევროპეისკაია პრავდა“ ასევე წერს, რომ ხელმოწერილი შეთანხმების პარამეტრები შეესაბამება იმ ძირითად პუნქტებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა წინა დღეს გაასაჯაროვა. შეთანხმება ნამდვილად დეტალურად აღწერს გარანტიებს, რომ ის არ ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირთან გაფორმებულ შეთანხმებებს და უკრაინის მისწრაფებებს ევროკავშირის  წევრობისკენ. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შეთანხმებასთან წინააღმდეგობის შემთხვევაში, შეერთებულ შტატებთან შეთანხმების დებულებები უნდა გადაიხედოს.

მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი უკრაინას არ უქვემდებარებს ამერიკულ სამართლებრივ სისტემას – დავები წყდება კონსულტაციების საფუძველზე. ასევე, დოკუმენტი არ ითვალისწინებს უპირატესობის უფლებას ამერიკული კომპანიებისთვის უკრაინაში მინერალური რესურსების მოპოვების ლიცენზიის მისაღებად. ამავე დროს, ამერიკულ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ წვდომა წიაღისეულის შესაძენად აუქციონებზე ან მოლაპარაკებებზე სხვა მყიდველებზე არანაკლები პირობებით.

დოკუმენტში შესულია იმ წიაღისეულის ჩამონათვალი, რომლის მოპოვებასაც ეხება შეთანხმება. სიაში 57 წიაღისეულია: ალუმინი, სტიბიუმი, დარიშხანი, ბარიტი, ბერილიუმი, ბისმუთი, ცერიუმი, ცეზიუმი, ქრომი, კობალტი, სპილენძი, დისპროზიუმი, ერბიუმი, ევროპიუმი, ფტორი, ფლუორიტი, გადოლინიუმი, გალიუმი, გერმანიუმი, ოქრო, გრაფიტი, ჰაფნიუმი, ჰოლიუმი, ინდიუმი, ირიდიუმი, ლანთანი, ლითიუმი, ლუტეციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, ნეოდიმი, ნიკელი, ნიობიუმი, პალადიუმი, პლატინა, კალიუმი, პრაზეოდიმი, როდიუმი, რუბიდიუმი, რუთენიუმი, სამარიუმი, სკანდიუმი, ტანტალი, ტელური, ტერბიუმი, თულიუმი, კალა, ტიტანი, ვოლფრამი, ურანი, ვანადიუმი, იტერბიუმი, იტრიუმი, ცინკი, ცრკონიუმი, ნავთობი, ბუნებრივი გაზი.

ამასთან, საუბარია მხოლოდ ახალ საბადოებზე, რომელთა დამუშავების ლიცენზიებს უკრაინა შეთანხმების ამოქმედების შემდეგ გასცემს. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია წიაღისეულის ჩამონათვალის გაფართოება.

შეთანხმება არ მოიცავს უკრაინული ინფრასტრუქტურიდან შემოსავლებს, როგორც ეს თავდაპირველად ამერიკული მხარის შემოთავაზებაში იყო. უკრაინა საერთო ფონდში ჩადებს ლიცენზიების გაყიდვიდან და წიაღისეულის მოპოვებიდან მიღებული გადასახადებისგან შემოსავლებს.

უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ღირებულება ჩაითვლება კაპიტალის შენატანად, მათ შორის დახმარება შეიარაღების სისტემებით, საბრძოლო მასალებით, ტექნოლოგიებით ან წვრთნით.

ამასთან, როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცხადებული ზოგიერთი პუნქტი შეთანხმებაში გაწერილი არ არის. მაგალითად, მასში არ არის ნახსენები ფონდის მართვის პრინციპი, ასევე აშშ-ის ვალდებულება, არ გაიტანოს ფონდიდან შემოსავლები ათი წლის განმავლობაში, არამედ სახსრების 100 პროცენტი უკრაინის აღდგენაში დააბანდოს. აღნიშნული პუნქტები მომდევნო შეთანხმებაში უნდა გაიწეროს, რომლის ტექსტზეც მუშაობა მიმდინარეობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირლანდიიდან საქართველოში დეპორტირებულ 39 პირს შორის ქალები და ბავშვებიც არიან

ირლანდიის იუსტიციის მინისტრის, ჯიმ ო'კალაჰანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დეპორტირების შესახებ ბრძანება არ შეასრულეს, წუხელ ჩარტერული რეისით საქართველოში 40-მდე ადამიანი დააბრუნეს, რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. დუბლინის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით 39 დეპორტირებული ადამიანი გაფრინდა, რომლებიც დღეს დილით საქართველოს დედაქალაქში ჩავიდნენ. ირლანდიის პოლიციის ეროვნული საიმიგრაციო ბიუროს ცნობით, ყველა ბავშვი თავისი ოჯახის უფროს წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ეს არის უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ წლის დასაწყისში განახლებული ჩარტერული რეისები უკანონო მიგრანტთა დეპორტირებისთვის გამოიყენეს.ირლანდიის პოლიცია, იმიგრაციის პოლიტიკის განსახორციელებლად, იუსტიციის დეპარტამენტთან ერთობლივ მუშაობას გააგრძელებსმიმდინარე წლის თებერვალში, 32 ადამიანი, მათ შორის სამი ქალი და ერთი ბავშვი, რომლებიც დეპორტირების შესახებ ბრძანებას ექვემდებარებოდნენ, საქართველოში დააბრუნეს. მინისტრი ო'კალაჰანი ამბობს, რომ ვინაიდან საზღვრების დაცვა მისი უწყების ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა, ის კანონის აღსრულებაზე კონტროლს ამკაცრებს. „იმ ადამიანების სწრაფი და სამართლიანი დაბრუნება, ვისი განაცხადებიც არ დაკმაყოფილდა, თანამედროვე წესებზე დაფუძნებული იმიგრაციული პროცესის საფუძველის წარმოადგენს“. მისივე თქმით, თუ ადამიანებს ირლანდიაში ყოფნა სურთ, მათ ეს შესაბამისი სამართლებრივი გზებით უნდა გააკეთონ. „გაძევების ოპერაცია წარმოადგენს მკაფიო შეტყობინებას, რომ ჩვენი კანონები დაცული უნდა იყოს და ხაზს უსვამს მთავრობის განზრახვას, დაიცვას ჩვენი იმიგრაციული სისტემის მთლიანობა“, - აღნიშნა მინისტრმა ო'კალაჰანმა. მან ხაზგასმით თქვა, რომ ირლანდიის ეროვნული პოლიცია და იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური პირები მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ თუ ამა თუ იმ პირს ქვეყნის დატოვება უბრძანეს, მან ეს ბრძანება აუცილებლად შეასრულოს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, განხორციელდება დამატებითი ჩარტერული რეისები იმისთვის, რომ „დეპორტირების სისტემამ უფრო სწრაფად და ეფექტურად იმუშაოს“. „წუხელ დუბლინიდან კიდევ ერთი სადეპორტაციო რეისი გაფრინდა, რომელიც დღეს დილით უსაფრთხოდ დაეშვა საქართველოში. ბორტზე იმყოფებოდა 39 ადამიანი, რომლებსაც დეპორტირების ბრძანება მიღებული ჰქონდათ, მაგრამ ამ ბრძანებას არ დაემორჩილნენ“.- Jim O'Callaghan TD (@OCallaghanJim) May 1, 2025 მანვე დასძინა, რომ ქართული თემის ბევრი წევრი ირლანდიაში კანონიერად იმყოფება და მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში, აგრეთვე კულტურულ და სოციალურ წინსვლაში. კომერციულ რეისებთან ერთად, უკანონო მიგრანტების დეპორტირებისთვის, ჩარტერული რეისებიც გამოიყენება. მთავრობის განმარტებით, ეს იმ შემთხვევებში ხდება, როდესაც ადამიანთა ჯგუფი ერთსა და იმავე დანიშნულების ადგილას იგზავნება. იძულებითი გაძევება ხორციელდება როგორც უკანასკნელი ზომა, როდესაც შესაბამისმა პირმა სახელმწიფო არ დატოვა ან ნებაყოფლობითი დაბრუნების შემთხვევებისთვის გათვალისწინებული დახმარების ზომებით არ ისარგებლა. „დეპორტირების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, პირს სთავაზობენ დახმარებას ნებაყოფლობით დაბრუნებისთვის და ეს უპირატესი, სასურველი ვარიანტია“, - ამბობს ო'კალაჰანი. „იძულებით გაძევების გარდა, ჩემი დეპარტამენტი მნიშვნელოვნად ზრდის ნებაყოფლობით წამსვლელთა რაოდენობას და მე ვთხოვ მათ, ვისაც ამის შესაძლებლობა ეძლევა, ამით ისარგებლონ“, - დაამატა მან. ირლანდიის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ წელს დეპორტირების შესახებ 2 403 ბრძანებას მოეწერა ხელი, რაც 180%-ით მეტია, 2023 წელთან შედარებით. 2024 წელს ირლანდია, სხვადასხვა, მათ შორის იძულებითი დეპორტირებისა და ნებაყოფლობითი დაბრუნები მექანიზმების გამოყენებით, 1 116 ადამიანმა დატოვა. მიმდინარე წელს დეპორტირების შესახებ 1,386 ბრძანებას მოეწერა ხელი და სახელმწიფო 647-მა ადამიანმა დატოვა. ნებაყოფლობითი დაბრუნება არის შესაძლებლობა იმ პირებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ირლანდიაში ყოფნის ლეგალური სტატუსი, მათ შორის მათთვის, ვისაც საერთაშორისო დაცვაზე უარი ეთქვა. ასეთი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, ამ პირის მიმართ დეპორტირების ბრძანება არ გაიცემა. 2023 წელს ნებაყოფლობითი დაბრუნების მსურველთა რიცხვმა 213 შეადგინა, 2024 წელს კი მათი რაოდენობა 934-მდე გაიზარდა. ირლანდიის მთავრობის განცხადებით, ნებაყოფლობითი დაბრუნება ქვეყანაში უკანონოდ მყოფი ადამიანების გაყვანის უპირატეს მეთოდს წარმოადგენს. წყარო:rte.ie/news

მექსიკის პრეზიდენტი – ძალიან კარგი დიალოგი მქონდა დონალდ ტრამპთან, აშშ-ის მთავრობას და ჩვენ გვსურს უკეთესი შეთანხმებების მიღწევა სავაჭრო საკითხებში

მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შაინბაუმმა განაცხადა, რომ ჰქონდა „ძალიან კარგი“ დიალოგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით .„ეს იყო ძალიან კარგი საუბარი. აშშ-ის მთავრობას და ჩვენ გვსურს უკეთესი შეთანხმებების მიღწევა სავაჭრო საკითხებში. აშშ-ის მთავრობა ძალიან დაინტერესებულია მექსიკასთან დეფიციტის შემცირებით. უკვე დიდი ხანია, ვთავაზობთ გზებს, რომლითაც გვექნება კიდევ უფრო მეტი ვაჭრობა, ვიდრე ამჟამად გვაქვს“, – აღნიშნა შაინბაუმმა.მექსიკის პრეზიდენტის თქმით, საუბრისას მათ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ განაგრძობენ მუშაობას სავაჭრო ბალანსის გასაუმჯობესებლად.

ივანიშვილმა პირველ რიგში საკუთარ მომხრეებს აყარა ღირსება-დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ “ქვეყნის ტრაგედია ზუსტად იმაშია, რომ მოქალაქეები ხელისუფლებებმა, სხვადასხვა დროს და ახლა კი ივანიშვილის ხელისუფლებამ, ღირსებააყრილ ადამიანებად აქცია“.დღეს ზუსტად ის გვაქვს, რასაც ივანიშვილი საკუთარ გამოსვლებში ებრძოდა, ხოლო არაფერი გვაქვს იქიდან, რასაც ის ხალხს ჰპირდებოდა. მან პირველ რიგში საკუთარ მომხრეებს აყარა ღირსება, რადგან მისი მომხრეები ახლა ყველაზე უფრო მეტად უღირს მდგომარეობაში არიან, რადგან ხედავენ ამ კადრებს და ერთმა ვერ ამოიღო ხმა. ერთმა ვერ გაბედა, ეთქვა, რა ნახა აქციაზე ძალადობის კადრებში. მთელი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, ბოლო ათწლეულების, ზუსტად იმაშია, რომ მოქალაქეები ხელისუფლებებმა, სხვადასხვა დროს და ახლა კი ივანიშვილის ხელისუფლებამ, ღირსებააყრილ ადამიანებად აქცია, ანუ ადამიანებად, რომლებსაც ამ ყველაფერზე ხმის ამოღების სურვილი არ უჩნდებათ და თვლიან, რომ ეს ასე უნდა იყოს. ხელისუფლებას ხომ ყველაფერი ეპატიება, ის ძალაა და ვინც საცემია, იმას სცემს, თუ მოსაკლავია, მოკლავს კიდევაც-აი, ამ ტიპის ზნეობრივ სტანდარტებამდე რომ დაიყვანა ადამიანი, ესაა საშინელება,- განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით კაჭარავა – პროგრამა მინიმუმი მსოფლიოს თასზე ჯგუფიდან გასვლა იქნება

საქართველოს რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტი დავით კაჭარავა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ სტუმრობდა.სხვა საკითხებთან ერთად მან საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა:„სპორტსმენები მაქსიმალისტები ვართ. ყველა თამაშში გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქართული რაგბი განვითარების იმ ეტაპზეა, რომ ჩვენი პროგრამა მინიმუმი მსოფლიოს თასზე ჯგუფიდან გასვლა იქნება, ეს ისტორიული შედეგი უნდა იყოს. პლეი ოფში იმ დონის გუნდები გადიან, თუ პლეი ოფის პირველ ეტაპსაც წარმატებით გაივლი, მაშინ ბოლომდე შეგიძლია გახვიდე.თან ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, თან რეალისტები – მომავალ მსოფლიოს თასზე ჩვენი მთავარი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა იქნება. დავით კაჭარავამ ახალ პროექტ შავ ლომზეც ისაუბრა:„შავი ლომი“ ქართული რაგბის გარდამტეხი პროექტია. მოგეხსენებათ, არ გვაქვს ფუფუნება, რომ ყოველწლიურად დიდ გუნდებთან გვქონდეს ხშირი მატჩები. „შავ ლომში“ თამაშობენ საქართველოს ნაკრების მორეგბეები, რომლებსაც აქვთ მაღალ დონეზე თამაშის შესაძლებლობა და ეს ეროვნული ნაკრების შედეგებზეც ისახება.„შავი ლომი“ კიდევ სამი წლის განმავლობაში ითამაშებს ჩელენჯ თასზე. გარდა ამისა, ლაპარაკია URC-ზე რომელიც კიდევ უფრო მაღალი დონის ტურნირია“, – დასძენს დავით კაჭარავა.

ჩემთვის ერთადერთი პარტია არის საქართველო და მხოლოდ მის გარშემო უნდა გავერთიანდეთ – ლევან ხაბეიშვილი

ჩემთვის ერთადერთი პარტია არის საქართველო და მხოლოდ მის გარშემო უნდა გავერთიანდეთ - ლევან ხაბეიშვილი

ბოლო სიახლეები