![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2023/01/Screenshot_1-11.png)
უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მცხოვრებმა უკრაინელებმა აქცია გამართეს
უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მცხოვრებმა უკრაინელებმა აქცია გამართეს.
მშვიდობის ხიდზე შეკრებილმა აქტივისტებმა როგორც უკრაინის მხარდასაჭერად, ისე რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული ცივილიზებული სამყაროს ერთობის ნიშნად ჯაჭვი შეკრეს.
აქციაზე შეკრებილებს ორი მოთხოვნაც ჰქონდათ: მსოფლიომ უკრაინის მხარდაჭერა და იარაღის მიწოდება განაგრძოს, მათ შორის გერმანიამ გადასცეს ტანკები, მეორე მოთხოვნა კი რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარებაა.
აქციის მონაწილეებს, სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
უკრაინის ერთობის დღე მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში აღინიშნება, მათ შორის წელს თბილისიც არის.
„დღეს უკრაინის ერთობის დღეა და ამ დღისთვის ჩვენ დავგეგმეთ დემონსტრაცია, რათა ვაჩვენოთ ჩვენი ერთობა მსოფლიოს, რადგანაც დღეს ვხედვათ, რომ ბევრი ქვეყანა უჭერს მხარს უკრაინას. ისინი გვაწვდიან იარაღს, აღჭურვილობას და გვინდა, მათ ამ აქციით მადლობა ვუთხრათ, ვაჩვენოთ, რომ უკრიანა და მთელი მსოფლიო ერთიანია. ამ აქციის დროს ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა სხვადასხვა ქვეყანასთან, უპირველესად, გვინდა, მოვუწოდოთ მათ, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა. მოგვეცით ის იარაღი, რომელიც სამხედროებს სჭირდებათ. ომი გრძელდება და ეს იარაღი გვჭირდება. ეს ჩვენი სურვილი არაა, ეს არის გადარჩენის საკითხი. ასევე, მოვითხოვთ გერმანიის მთავრობისგან ტანკებს. ჩვენ რაც შეიძლება მალე გვჭირდება ეს „ლეოპარდები“ და სხვა იარაღი. ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორები იარაღის გადმოცემას აჭიანურებენ, ეს კი ნიშნავს, რომ ამ დროს მეტი უკრიანელი კვდება. მეორე მოთხოვნაა, რომ რუსეთი აღიარონ ტერორისტ სახელმწიფოდ“, – განაცხადა აქცია-პერფორნანსის მონაწილემ, იულიანინ მიხაილომ.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: სპეციალური საწოლი ლაშა ტალახაძისთვის – ვრცელდება სახალისო ვიდეო
პარიზის ოლიმპიადა დღეს ოფიციალურად იხსნება. ქართველი სპორტსმენები უკვე საფრანგეთში არიან. 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადას პარიზი მასპინძლობს, შეჯიბრებებში 28 ქართველი სპორტსმენი...
დავით თორდია-ჩვენ ქართველები არ ვაპირებთ აფხაზი ძმების, მათი ოჯახების, შვილების დახოცვას, ჩვენ გვინდა მშვიდობა და შერიგება- აფხაზეთი საქართველოა
,,ამერიკა გვეუბნება არ ელაპარაკო რუსეთს, არ ელაპარაკო აფხაზებს და აგერ ასე ვართ ჭაობში 30 წელია ამ გაბუტვის და რუსების გინების...
„ვიპოვეთ, ჯანმრთელად და კარგად არიან“ – სვანეთში გაუჩინარებული ბიჭების ნათესავი მიმართვას ავრცელებს
სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები ცოცხლები არიან. სასიხარულო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. "თავისი ფეხით ჩავიდნენ ზემო სვანეთიდან ქვემოში!.. ჯანმრთელად და კარგად არიან,...
როგორი იქნება თბილისის ცენტრალური სადგურის განახლებული ბაქნები (ფოტოები)
თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგურის N2 და N3 ბაქნები განახლდება. ამასთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზამ“ სახელმწიფო შესყიდვა 21 ივლისს გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების...
85 წლისამ ფარიკაობა ისწავლა, 100 წლისამ კი ველოსიპედის ტარება – რა იყო ფრანგი ქალის ბედნიერების საიდუმლო
ჟანა კალმანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი ქალი გახდა, რომელმაც პრესისა და ფოტოგრაფების ყურადღება საკუთარი ხანგრძლივი ცხოვრებით არაერთხელ მიიპყრო. ქალმა...
“ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის” – თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
საერთაშორისო კონფერენცია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს დღეს – 25 ივლისს გაიხსნა. მისი მიზანია უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება...