პარასკევი, ივნისი 6, 2025

უკრაინის დელეგაციაში აცხადებენ, რომ სტამბოლში მკაფიო დღის წესრიგით ჩავიდნენ და მზად არიან, მშვიდობისკენ დიდი ნაბიჯები გადადგან

უკრაინის დელეგაცია სტამბოლში მკაფიო დღის წესრიგით ჩავიდა და მზადაა, მშვიდობისკენ დიდი ნაბიჯები გადადგას, – ამის შესახებ AFP-ს უკრაინის დელეგაციის წყარომ განუცხადა.

წყაროს ცნობით, უკრაინა იმედოვნებს, რომ რუსული მხარე „უბრალოდ არ გაიმეორებს იმავე ულტიმატუმებს, რასაც ადრე აკეთებდა“.

ამავდროულად, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, ის არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი მზად არის პროდუქტიული მოლაპარაკებებისთვის.

„ჩვენი გუნდი სტამბოლშია. დღეს დილით თავდაცვის მინისტრს ვესაუბრე, ისინი შეხვედრისთვის ემზადებიან. დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთი პროდუქტიული შეხვედრებისთვის მზად იქნება. თუმცა ჩვენ ყოველთვის უნდა გვჯეროდეს გარკვეული გადაწყვეტილებების“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვილნიუსში ჩასვლისთანავე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გთხოვთ გაავრცელოთ-ანდრია რაზმაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ანდრია რაზმაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში ტრანსპორტირება და მკურნალობა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი წერს. დახმარების სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე: საქართველო ბანკი; GE50BG0000000541428496; მიმღები: სალომე ზაუტაშვილი;თი ბი სი ბანკი; GE89TB7504945061100032; მიმღები: სალომე ზაუტაშვილი;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჰეგელის ფილოსოფიისადმი მიძღვნილი ბლოკსემინარების ციკლი მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჰეგელის ფილოსოფიისადმი მიძღვნილი ბლოკსემინარების ციკლი მიმდინარეობს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ბლოკსემინარების ციკლი ეძღვნება თემას: „ზნეობრიობა, როგორც თავისუფლების ინსტიტუციონალიზაცია ჰეგელის ფილოსოფიაში” (Sittlichkeit als Institutionalisierung der Freiheit bei Hegel), ჰეგელის სამართლის ფილოსოფიისა და ლოგიკის მეცნიერების მიხედვით.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ინტერდისციპლინური კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, საქართველოს ხუთი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ინტენსიური ბლოკსემინარების ციკლი მიმდინარეობს, რომელსაც ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის (გერმანია) ემერიტუს-პროფესორი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი, სტუ-ის საპატიო დოქტორი ანდრეას არნდტი და სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სამეცნიერო კლასტერის - „სახელმწიფო - სამართალი - კულტურა“ ხელმძღვანელი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი მამუკა ბერიაშვილი უძღვებიან.ბლოკსემინარების ციკლი ეძღვნება თემას: “ზნეობრიობა როგორც თავისუფლების ინსტიტუციონალიზაცია ჰეგელის ფილოსოფიაში” (Sittlichkeit als Institutionalisierung der Freiheit bei Hegel), ჰეგელის სამართლის ფილოსოფიისა და ლოგიკის მეცნიერების მიხედვით. სამეცნიერო ინტერდისციპლინური კოლაბორაციული პროექტის ავტორია სტუ-ის სამეცნიერო კლასტერის - „სახელმწიფო - სამართალი - კულტურა“ ხელმძღვანელი, პროფესორი მამუკა ბერიაშვილი.პროექტის ფარგლებში, პირველ ორნაწილიან ბლოკსემინარზე, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა, პროფესორმა ანდრეას არნდტმა სტუ-ის დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის წაიკითხა მოხსენება თემაზე - “სახელმწიფო და ეკონომიკა ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის მიხედვით; პროფესორი მამუკა ბერიაშვილი კი წარსდგა თემით - “ზნეობრიობა როგორც ინსტიტუციონალიზებული თავისუფლება ჰეგელთან” (ჰეგელის სამართლის ფილოსოფიების 1817-1831 წლების ლექციების მიხედვით).დისკუსიაში, რომელიც მოხსენებების მოსმენის შემდეგ გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს დოქტორებმა: ქეთევან რჩეულიშვილმა, ირაკლი თაბორიძემ, ირაკლი დეკანოზიშვილმს, მარიამ ხაზარაძემ და დოქტორანტებმა: მარია ჯგუშიამ, გიორგი ბერიაშვილმს, რუსა მახათაძემ, გიორგი კაშიბაძემ.დისკუსიის შემდეგ, პროფესორებმა ანდრეას არნდტმა და მამუკა ბერიაშვილმა ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის 1821 და 1824 წლების შესავლების წინასწარ დამუშავებული ტექსტების შესახებ, 2-საათიანი სემინარი ჩაატარეს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.როგორც სტუ-ის პროფესორი, სამეცნიერო კლასტერის - „სახელმწიფო - სამართალი - კულტურა“ ხელმძღვანელი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი, მამუკა ბერიაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტის ეგიდით მიმდინარე და მთავარი თემით გაერთიანებული ბლოკსემინარების საფუძვლიანი სისტემური და ისტორიული გააზრება ახალგაზრდა მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს, სიღრმისეულად გაანალიზონ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოთა კრიზისი, რომელიც დემოკრატიის ფორმალური, მინიმალისტური გაგებიდან წარმოიშობა.„ბლოკსემინარების მნიშვნელობა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გაზიარებაში არ გამოიხატება. მათი მიზანია კრიტიკული აზროვნების განვითარება ახალგაზრდა მკვლევრებში. ჰეგელის ფილოსოფია, განსაკუთრებით მისი ზნეობის - როგორც ინსტიტუციონალიზებული თავისუფლების - ცნება, წარმოადგენს უნიკალურ ჩარჩოს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების ეთიკური და სამართლებრივი საფუძვლების გასააზრებლად. იმ დროს, როდესაც დემოკრატია ხშირად ფორმალურ მექანიზმებსა და საარჩევნო პროცედურებზეა დაყვანილი, ჰეგელი გვახსენებს თავისუფლების უფრო ღრმა, ინსტიტუციურ და ეთიკურ საყრდენს, რომელსაც ინდივიდისა და სახელმწიფოს რიციონალური გაერთიანება შეუძლია. ეს ბლოკსემინარები, როგორც ინტერდისციპლინური და კოლაბორაციული ფორმატი, ქმნის სივრცეს თაობათა შორის გრძელვადიანი დიალოგისთვის, რაც უზრუნველყოფს ისეთი სამეცნიერო საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც თანამედროვე სოციალური, პოლიტიკური და კულტურული კრიზისების წინაშე ფილოსოფიური სიღრმითა და ისტორიული ცნობიერებით წარსდგება. პროფესორ ანდრეას არნდტის მონაწილეობა, მისი ლექციები, მასთან დისკუსიები გვაძლევს საშუალებას, ჩვენმა სტუდენტებმა გაიზიარონ საერთაშორისო აკადემიური დისკურსის უმაღლესი სტანდარტები და ამავე დროს, ადგილობრივი ინტელექტუალური ტრადიცია გლობალურ კონტექსტში განიხილონ. გარდა ამისა, ეს ღონისძიება მოიაზრებს უფრო ფართო მცდელობას - ისეთი ფილოსოფიური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს კლასიკური ფილოსოფიის კრიტიკულ გააზრებასა და მის კავშირს თანამედროვე გამოწვევებთან. ჩვენ ვსწავლობთ ჰეგელს და მის ფილოსოფიას ვიყენებთ იმისათვის, რომ გავიაზროთ თანამედროვე კრიზისი და ჩამოვაყალიბოთ მოაზროვნეთა ახალი თაობა, რომლებიც თავისუფლებას არა როგორც აბსტრაქტულ იდეალად, არამედ როგორც ცოცხალ, ინსტიტუციურ რეალობად აღიქვამენ - ისეთ რეალობად, რომელიც მუდმივ გააზრებასა და განახლებას საჭიროებს“, - აღნიშნავს მამუკა ბერიაშვილი.უნივერსიტეტის განმარტებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ინტერდისციპლინური კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, მორიგი ბლოკსემინარები გაიმართება ილიას, ქუთაისის აკაკი წერეთლის, ზუგდიდის შოთა მესხიას და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, შემდეგი პროგრამის მიხედვით:„6 ივნისი, 18:30 - თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორი ანდრეას არნდტი წაიკითხავს ლექციას თემაზე: “ცნების იდეა ჰეგელთან” (მრგვალი მაგიდა/დისკუსია); ლექციას მოჰყვება ანდრეას არნდტის 2-საათიანი სემინარი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ინტერაქციული მუშაობა სტუდენტებთან ჰეგელის ლოგიკის მეცნიერებიდან წინასწარ დამუშავებულ ტექსტებზე. პროფესორი მამუკა ბერიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - “თავისუფლების იდეა ჰეგელის სამართლის ფილოსოფიისა და რელიგიის ფილოსოფიის მიხედვით” (მრგვალი მაგიდა/დისკუსია);7 ივნისი, 13:00 - ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროფესორ ანდრეას არნდტის ლექცია - “ეკონომიკა და სახელმწიფო ჰეგელთან” (მრგვალი მაგიდა/დისკუსია);9 ივნისი, 13:00 - ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორი მამუკა ბერიაშვილი წაიკითხავს ლექციას - “თავისუფლების იდეის განვითარება ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის სხვადასხვა კონტექსტში” (მრგვალი მაგიდა/დისკუსია);10 ივნისი, 13:00 - ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება პროფესორ ანდრეას არნდტის ლექცია - “თავისუფლების განვითარება მსოფლიო ისტორიაში ჰეგელთან” (მრგვალი მაგიდა/დისკუსია);11 ივნისი, 13:00 - ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორი მამუკა ბერიაშვილი წაიკითხავს ლექციას - “თავისუფლების იდეის განვითარება რელიგიის ფილოსოფიაში” (მრგვალი მაგიდა/დისკუსია);12 ივნისი, 12:00 - ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მამუკა ბერიაშვილი გააკეთებს მოხსენებად თემაზე - “ადამიანის თავისუფლების დასაწყისი ჰეგელის რელიგიის ფილოსოფიაში” (სემინარები წინასწარ დამუშავებულ შესაბამის ტექსტებზე დაყრდნობით);13 ივნისი, 13:00 - ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორი ანდრეას არნდტი ჩაატარებს ლექციას დისკუსიით, თემაზე - “ჰეგელი - უფლების მოვალეობისა და ნების შესახებ, (სემინარები წინასწარ დამუშავებულ ტექსტებზე დაყრდნობით).სტუ-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბლოკსემინარები ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და პირისპირ დასწრებასთან ერთად, დაინტერესებული სტუდენტებისთვის მონაწილეობა, zoom პლატფორმის მეშვეობით, დისტანციურადაც იქნება უზრუნველყოფილი”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ვოლსკი – ნაჩო სანჩეს ამორის განცხადება სულელურია, თავისი მოკლე ჭკუით გადაწყვიტა, გარკვეული შეურაცხყოფა მიაყენოს „ქართულ ოცნებას“

ნაჩო სანჩეს ამორის განცხადება სულელურია. თავისი მოკლე ჭკუით მან გადაწყვიტა, გარკვეული შეურაცხყოფა მიაყენოს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის წევრის, ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „საქართველოდან რეკავენ ევროკავშირში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და კითხულობენ, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან ამოშლა“.„სანჩესს კარგად ვიცნობ და განცხადება როგორი გულუბრყვილოცაა, ისეთი გულუბრყვილო, მსუბუქი და ზედაპირული ადამიანია. ვერ ვიტყოდი, რომ სერიოზული პიროვნებაა, ვინც პოლიტიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ის ჩვეულებრივი კონიუქტურული ადამიანია, „სოციალ-დემოკრატია“, ვისაც თავისი მოსაზრებები მაშინ აქვს, როცა „სახალხო პარტიასა“ და „სოციალისტებს“ შორის თანამდებობის გადანაწილებაზეა საუბარი. ყოველ შემთხვევაში, მას ასეთად ვიცნობდი და, რასაკვირველია, მისი განცხადება სულელურია, სხვა შეფასებას ვერ მივცემ. ისეთი გულუბრყვილო ადამიანი არ არსებობს, ვინც მათ მიმართავდა სანქციების სიიდან ამოღების თაობაზე. ასეთი ადამიანები არ არსებობენ არც „ქართულ ოცნებაში“ და არ მგონია, თუნდაც ოპოზიციაში იყოს ადამიანი, ვინც ასეთ ნაბიჯს გადადგამს. ვფიქრობ, სანჩესმა თავისი მოკლე ჭკუით გადაწყვიტა, გარკვეული შეურაცხყოფა მიაყენოს „ქართულ ოცნებას““, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

აშშ-ში ზედიზედ 7 მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში, ნევადის შტატში, 7 მიწისძვრა დააფიქსირეს, რომელთაგან ყველაზე ძლიერის სიმძლავრემ 4.8 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას dailymail-ი აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით წერს.მიწისძვრების სერიაში 4,8 ბალიანი მიწისძვრა ყველაზე ბოლო იყო. ბიძგები იგრძნობოდა ლას-ვეგასშიც. სხვა ბიძგების სიმძლავრე შედარებით სუსტი იყო და 1,1-დან 3,3 მაგნიტუდამდე მერყეობდა.ექსპერტების განმარტებით, ბიძგები სავარაუდოდ გამოწვეული იყო ტექტონიკური აქტივობით ერთ-ერთი მრავალი რღვევის სისტემის გასწვრივ, აუზისა და ქედის პროვინციაში, რეგიონში, სადაც დედამიწის ქერქი თანდათან იშლება, რაც ხშირ მიწისძვრებს იწვევს.

დღეს გავიგე, რომ პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში, ისევ არსებობს ნუცა მახვილაძის სტიპენდია, რომელსაც წარმატებულ ქართველ სტუდენტებს აძლევენ, მთელი დღე მეტირება, ოღონდ მგონი სიხარულის ცრემლებია ეს…“...

პა­რი­ზის ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც 18 წლის ნუცა მახ­ვი­ლა­ძე სწავ­ლობ­და, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი მისი სა­ხე­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბას მი­ი­ღე­ბენ - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე წერს."ისე­თი სტუ­დენ­ტე­ბი, რო­გო­რიც ნუცა იყო (მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბით), უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მი­ი­ღე­ბენ მისი სა­ხე­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბას. ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კი (რომ­ლე­ბიც იმ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლო­ბენ), ეზო­ში და­იდ­გმე­ბა მისი სა­ხე­ლო­ბის ნატ­ვრის ხე.ალ­ბათ ყვე­ლამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ რო­გო­რი გოგო იყო ნუცა, როცა თა­ო­ბე­ბი მისი სა­ხე­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბით გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ პა­რი­ზის ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში", - წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე.

ბოლო სიახლეები