ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი 1990 წლის 16 ივლისს მოაწერა, თუმცა დოკუმენტი სწორედ 1991 წლის აგვისტოში გამოვიდა და რეფერენდუმით იმავე წლის 1 დეკემბერს დადასტურდა.
წელს უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქვეყანაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე უწევს.
გუშინ ქართველმა და უკრაინელმა აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 32-მეტრიანი უკრაინის სახელმწიფო დროშა თბილისში, „მშვიდობის ხიდზე“ გადმოფინეს. როგორც ფლეშმობის მონაწილეები აცხადებდნენ, 32 სიმბოლური ციფრია და უკრაინის დამოუკიდებლობის წლებს ნიშნავს.