უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი ნარმანია დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი ნარმანია დაიღუპა
ლაშა ფარულავა – ლევან ხაბეიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას რეჟიმი იღებს და მოსამართლე აცხადებს – გუშინდელ პროცესზე მოსამართლეს ფერი ჰქონდა დაკარგული, რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, სიგიჟეა,...
ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ უპრეცედენტო პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს, - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის საქმეს, რომელზეც დღეს განაჩენი გამოცხადდება.როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ქვეყანაში არც სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და არც კანონის უზენაესობა.„ლევან ხაბეიშვილის საქმე არის პოლიტიკური ანგარიშსწორების უპრეცედენტო მაგალითი. სასამართლო ახლა მსჯელობს პოლიტიკოსის საჯარო დაპირების შეფასება როგორ მოახდინოს. ეს ერთგვარი ტესტია, როგორც პოლიტიკური სისტემისთვის, ისე იმ სასამართლოსთვისაც კი, რომელიც რეჟიმის მიერ გამოტანილ განაჩენებს აცხადებს. სამართლიანი სასამართლო არ გვაქვს და კანონის უზენაესობა. რეჟიმი იღებს გადაწყვეტილებას და მოსამართლე აცხადებს. მოსამართლე ხუსკივაძე თავად ამბობდა, რომ 20 მაისს, როდესაც ლევან ხაბეიშვილის საბოლოო სიტყვას მოისმენდა, გადაწყვეტილებას გაგვაცნობდა, თუმცა სხდომა გადადო. ამ ადამიანს ფერი ჰქონდა გუშინდელ პროცესზე დაკარგული“, - განაცხადა ფარულავამ.მისი განმარტებით, რამდენიმე გარემოება ადასტურებს იმას, რომ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ლაშა ფარულავას თქმით, 9 თვის განმავლობაში ლევან ხაბეიშვილი სამარტოო საკანში იმყოფებოდა და ბრალდების მხარემ ამ დროის განმავლობაში ვერ წარმოადგინა კონკრეტული მტკიცებულებები ან საიდუმლო ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა იმას, რომ კონკრეტული საჯარო მოხელის მოსყიდვა ხდებოდა.„საქმეში არ არსებობს ფული, არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ჩემთან ვინმე მოვიდა და ფარული ინფორმაციის სანაცვლოდ რაიმე შემომთავაზაო. 3 მოწმიდან მხოლოდ ერთი მოიყვანა ბრალდებამ სასამართლოზე. ამ მოწმემაც თქვა, რომ ეს იყო აღქმა და სხვა არაფერი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. 9 თვის განმავლობაში მხოლოდ 9 საათი მიმდინარეობდა ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა. ამ დროის განმავლობაში თითქმის 1 საათი დაეთმო მოწმის გამოკითხვას. წინასწარ პატიმრობაში ხომ იმ მოტივით იმყოფებოდა ლევან ხაბეიშვილი, რომ მოწმეებზე ზეწოლა არ მოეხდინა, ეს წინასწარი პატიმრობაც კი უკანონო გამოდის. არ არსებობს ფული, არც სხვა მტკიცებულებები, გარდა საჯარო განცხადებებისა.
მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ – ბაჩო ახალაია
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაია საკუთარ სასამართლო პროცესზე ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქვეყანაში „დიქტატურაა“.ახალაიას თქმით, არსებული ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეუძლებელია და „რეჟიმის დამხობა“ ერთადერთი გამოსავალია.„საქართველოში არავინ არის გასამართლებული საკუთარ პროცესზე სიტყვის წარმოთქმისთვის - ეს საქმე პირველი იქნება. დასამხობია ივანიშვილის ხელისუფლება და გასასამართლებელია ყველა, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება“, — განაცხადა მან სასამართლო სხდომაზე.მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რადგან, როგორც ამბობს, არჩევნებით ამის მიღწევა გამორიცხულია.ახალაიამ ასევე აღნიშნა, რომ მომავალში უნდა გასამართლდნენ ის პირები, რომლებიც, მისი შეფასებით, მოქმედ რეჟიმს ემსახურებიან, მათ შორის მოსამართლეები და პროკურორები.ცნობისთვის, ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ამასთან, ბაჩო ახალაიას კიდევ ერთ საქმეზე, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სასამართლოდან ახალაიას მიმართვას პირველი არხი ავრცელებს.
შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერს პასუხობს – ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ...
ამ ადამიანს, კიდევ ერთხელ უნდა აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყენებასაც ასე ცივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს, – ამის შესახებ წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით წერს, რომლის მიხედვითაც, „საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალი საერთო გზიდან“.როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ევროკავშირში გაწევრიანების გზა უკრაინისთვის ტერიტორიების დათმობაზე გადის, ხოლო მოლდოვის გზა საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმებაზე.„ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყენებასაც ასე ცივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს. დღეს, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა საკუთარი ტერიტორიების დათმობაზე გადის (როგორც ეს გერმანიის კანცლერმა გვამცნო), ხოლო მოლდოვის გზა – საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმებასა და სხვა სახელმწიფოსთან მიერთებაზე (როგორც ეს მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა). აქეთკენ გვექაჩებიან და ამას გვაგუებენ – განვიხილოთ ტერიტორიები, როგორც ტვირთი და დამოუკიდებლობა, როგორც ზედმეტი პასუხისმგებლობა, რომლის მოცილებისთანავე გაგვეხსნება ევროკავშირის კარიბჭე – სწორედ ეს არის 21-ე საუკუნის დანაელთა ძღვენი“, – წერს პაპუაშვილი.
პატრიარქი შიო III – ვევედროთ ძვირფას ღირს ასურელ მამებს, რომ დაიფარონ ჩვენი ქვეყანა, საქართველო – გაამთლიანონ, გააძლიერონ
თუ წმინდა ნინომ მოიტანა ჩვენთან ქრისტეს სარწმუნოება, ნათელი ქრისტესი, ასურელმა მამებმა მოგვიტანეს სამონაზვნო ცხოვრება. ესეც არის უდიდესი ნათელი ქრისტესი. ეს არის გზა სულიერი სრულყოფის, განღმრთობის, ღმერთის თვისებების მიმსგავსების, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ღირსთა ასურელთა მამათა – იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, უნდა ვევედროთ ღირს ასურელ მამებს, რომ დაიფარონ ჩვენი ქვეყანა – საქართველო – გაამთლიანონ, გააძლიერონ და ევედრონ უფალს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის.„მაღალღირსო მამაო გაბრიელ! ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, ამა მონასტრის საძმოს მამებო და ძმებო!გილოცავთ დღევანდელ დღეს – ღირსი იოანე ზედაზნელის და მისი თორმეტი მოწაფის ხსენებას, ჩვენთვის ძალიან საყვარელი წმინდანების ხსენებას, რომლებმაც საქართველოში მოიტანეს სამონაზვნო ცხოვრება და დააარსეს მონასტრები.დღევანდელი დღე დაემთხვა აღდგომის წარგზავნას. დღეს წირვაზე სახარებაში წაკითხული იყო ასეთი სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ის ბოლოჯერ ესაუბრა იუდეველებს და უთხრა: „სანამ გაქვთ ნათელი, ირწმუნეთ ნათლის, რომ იყოთ ძე ნათლისა“ (ინ. 12, 36). შემდეგ კი ამბობს: „მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელიც მოვედი სოფლად, რომ გქონდეთ ნათელი და არ იაროთ ბნელში“ (ინ. 8, 12).აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ნათელი მოიტანა ჩვენთან წმინდა ნინომ, მოციქულთასწორმა და მოიტანეს ათცამეტმა ასურელმა მამებმა. თუ წმინდა ნინომ მოიტანა ჩვენთან ქრისტეს სარწმუნოება, ეს ნათელი ქრისტესი, როგორც გითხარით, ასურელმა მამებმა მოგვიტანეს სამონაზვნო ცხოვრება. ესეც არის უდიდესი ნათელი ქრისტესი. თუ შეიძლება ითქვას, ეს არის გზა სულიერი სრულყოფის, განღმრთობის, ღმერთის თვისებების მიმსგავსების.რომ წარმოიდგინოთ განსხვავება ამათ შორის, შეგახსენებთ უფალ იესო ქრისტეს საუბარს მდიდარ ჭაბუკთან, რომელიც ეკითხება მაცხოვარს, რა გავაკეთო, რათა საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროო? უფალი ეტყვის: „მცნებები იცი: კაცი არ მოკლა, არ მოიპარო, არ იმრუშო, პატივი ეცი მამაშენს, დედაშენს, არ მოიპარო“ (მარკ. 10, 19) და ა. შ. ის ეტყვის, რომ ამ ყველაფერს ბავშვობიდან იცავდა. მაშინ, რომ არ ჰგონებოდა მას, რომ უკვე ყველაფერს მიაღწია, უფალმა დაამდაბლა იგი და უთხრა: „თუ გინდა, სრულყოფილებას მიაღწიო, მაშინ მიატოვე მთელი შენი ქონება, გაყიდე, დაურიგე გლახაკებს, გამომყევი და გექნება საუნჯე ცათა შინა“ (მარკ. 10, 21).აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ორი გზა! თუ პირველი გზა, რომელსაც მიუთითებს უფალი: „დაიცავი მცნებები, არა კაც კლა, არა იმრუშო“ და ა. შ. – ეს არის სავალდებულო ყველა ქრისტიანისთვის, რათა სული ვიცხონოთ, აღსარება, ზიარება, საეკლესიო ცხოვრება, მარხვა, ლოცვა და ა. შ. ეს არის ყველასთვის, მაგრამ ეს მეორე სიტყვა, რასაც უფალი ამბობს: „თუ გინდა სრულყოფილი იყო, გაყიდე მთელი შენი ქონება, დაურიგე გლახაკებს, გამომყევი და გექნება საუნჯე ცათა შინა“ – ეს უკვე არის გზა სრულყოფილებისა. აქ კარგად ჩანს ეს ორი მხარე ქრისტიანული ცხოვრებისა. ეს გზა მოგვიტანეს ჩვენ, საქართველოში დაამკვიდრეს ღირსმა ასურელმა მამებმა.არის გარკვეული ცნობები, თუ არ ვცდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე წერდა, ის იკვლევდა ქართულ მონაზვნობას და როგორც მახსოვს, ერთ ადგილას, თავის სამეცნიერო ნაშრომში ამბობს, რომ ასურელ მამებამდე ძალიან იშვიათი კერები იყო საქართველოში მონაზვნური ცხოვრების ტიპის მსგავსი, ასე ვთქვათ, პატარა კრებულები – ერთი, ორი სამი, ძალიან კანტიკუნტად იყო, მაგრამ ასურელმა მამებმა მოიტანეს ნამდვილი მონაზვნობა თავისი მთელი წესით, განგებით და ა. შ. ამან შეცვალა საქართველოში ჩვენი სულიერი ცხოვრება, განაპირობა შემდგომი განვითარება. თქვენ იცით, ჩვენი მონასტრები იყო ძალიან დიდი სამეცნიერო კერებიც. სწორედ ეს მიმართულებაა სრულყოფილებისა, რომლისკენაც ქართველი ხალხი ყოველთვის განსაკუთრებით მიილტვოდა და დიდ სიმაღლეებსაც მიაღწია ჩვენმა ბევრმა წინაპარმა, ეს მათი მოტანილია და ამისთვის ვმადლობთ მათ! უფალს ვმადლობთ მათი მოვლინებისთვის და ვმადლობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ვინაიდან, მინდა, გაგახსენოთ, რომ როგორც წმინდა ნინო მოგვივლინა ჩვენ დედა ღვთისმშობელმა მისი გამოცხადებით, სწორედ ასე ასურელი მამებიც გამოემართნენ საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ.ალბათ გახსოვთ მათი ცხოვრებიდან, რომ თვით კათალიკოსი ევლავიუსი და მეფე ფარსმანი დახვდნენ მათ, როდესაც საქართველოში შემოვიდნენ. რატომ? იმიტომ, რომ უკვე იცოდნენ მათი მნიშვნელობა, რადგან ანგელოზები გამოეცხადა კათალიკოს ევლავიუსს და უთხრეს, როგორი ადამიანები მოდიოდნენ და რა მისია ეკისრებოდათ მათ. ამიტომ პირადად გადიან კათალიკოსი და მეფე მათ შესახვედრად.როგორც მათი ცხოვრებიდან ვიცით, პირველად ისინი მივიდნენ სვეტიცხოველთან, მაშინ ჯერ კიდევ მირონმდინარე იყო წმინდა ცხოველმყოფელი სვეტი. ემთხვივნენ სვეტს და შემდეგ დამკვიდრდნენ ამ წმინდა ადგილზე, აქ ცხოვრობდნენ. აქაც ღვთისმშობელი გამოეცხადა მათ და დაავალა, მთელ საქართველოში წასულიყვნენ და მონაზვნობა დაეარსებინათ. რამდენიმე მათგანი ეპისკოპოსიც გახდა, როგორც იცით და მრავალ სასწაულს ახდენდნენ. ისინი დღემდე არიან ჩვენი მფარველები და ჩვენთვის მლოცველები.დღეს ჩვენ ძალიან ვინუგეშეთ, მამებო, განსაკუთრებული მადლია ამ მონასტერში, განსაკუთრებით გვიყვარს ყველას. ვევედროთ ჩვენს ძვირფას ღირს ასურელ მამებს, რომ დაიფარონ ჩვენი ქვეყანა – საქართველო – გაამთლიანონ, გააძლიერონ, ევედრონ უფალს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის.რა თქმა უნდა, დაიფარონ და გააძლიერონ ეს მონასტერი, თქვენ, მამა გაბრიელ, მადლობა თქვენი მოღვაწეობისთვის. თქვენი წინამძღოლობით ეს მონასტერი ღირსმა იოანე ზედაზნელმა და თორმეტმა ასურელმა მამამ, მისმა მოწაფეებმა, დაიფარონ, გააძლიერონ და გაამრავლონ. საქართველოში მონაზვნობა ააღორძინოს უფალმა მათი ლოცვით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!”, - განაცხადა პატრიარქმა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო ფორუმი – „ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ტენდენციები“ გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტის და სტუ-ის იუნესკოს კათედრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სამეცნიერო ფორუმი - „ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ტენდენციები“ გაიმართა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ფორუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის დაბადებიდან 85-ე წლისთავსა და პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტის (ყოფილი მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა) დაარსებიდან 55 წლის იუბილეს მიეძღვნა.სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, სფეროს სპეციალისტები და ექსპერტები. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის ვაჟი - პოლიტიკოსი და ფინანსისტი ირაკლი ჩოგოვაძე, სტუ-ის იუნესკოს კათედრის კოორდინატორი, კულტურის პოლიტიკის, კულტურის კვლევებისა და უმაღლესი სახელოვნებო განათლების საერთაშორისო ექსპერტი, თეატრმცოდნე - პროფესორი ლევან ხეთაგური და რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორი, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის (ITI) საქართველოს ცენტრის პრეზიდენტი დავით საყვარელიძე.ფორუმი, რომლის ფარგლებშიც განიხილეს ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე გამოწვევები, ინოვაციური მიდგომები, ხელოვნური ინტელექტის, პროგრამული ინჟინერიისა და ინფორმაციული სისტემების განვითარების პერსპექტივები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ განაცხადა, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოში მართვის ავტომატიზებული სისტემებისა და პროგრამული ინჟინერიის განვითარების ისტორია. მისივე თქმით, გოჩა ჩოგოვაძემ მნიშვნელოვანი სკოლა შექმნა, რომელმაც არაერთი წარმატებული მეცნიერი და სპეციალისტი აღზარდა.„მსოფლიო დღეს განვითარების ახალ ეტაპზეა, სადაც ციფრული ტექნოლოგიები ტექნიკური პროგრესის, სახელმწიფოების ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სოციალური განვითარების განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა. ხელოვნური ინტელექტი, დიდ მონაცემთა ანალიზი, კიბერუსაფრთხოება, პროგრამული ინჟინერია, ავტომატიზებული მართვის სისტემები და ციფრული კომუნიკაციები ქმნის იმ რეალობას, რომელიც აკადემიური სივრცისგან მოითხოვს მუდმივ განახლებას, ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას და ინოვაციური ხედვების განვითარებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი ფორუმები, რომლებიც აერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებს, დარგის სპეციალისტებსა და ახალგაზრდებს, რათა მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების გააზრება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა. ფორუმის განსაკუთრებულ მნიშვნელობას განსაზღვრავს ისიც, რომ ის ეძღვნება აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის დაბადებიდან 85-ე წლისთავსა და პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტის დაარსებიდან 55 წლის იუბილეს. გოჩა ჩოგოვაძის სახელი გამორჩეულ ადგილს იკავებს ქართული საინჟინრო და კომპიუტერული მეცნიერების ისტორიაში. ის იყო მეცნიერი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მართვის ავტომატიზებული სისტემების, პროგრამული ინჟინერიისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაში. მისი სამეცნიერო საქმიანობა ეფუძნებოდა არა მხოლოდ მაღალ პროფესიონალიზმსა და ფუნდამენტურ ცოდნას, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიური ხედვების ჩამოყალიბების უნარსაც. გოჩა ჩოგოვაძემ შექმნა ძლიერი სამეცნიერო სკოლა, რომელმაც არაერთი წარმატებული მკვლევარი და ინჟინერი აღზარდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი ახალგაზრდა თაობის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება ჩვენი უნივერსიტეტის პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტი, რომელიც უკვე 55 წელია ემსახურება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასა და ტექნოლოგიურ მეცნიერებათა განვითარებას“, - განაცხადა ვიცე-რექტორმა.სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის შეფასებით, დღეს, როდესაც მსოფლიო სწრაფი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ეპოქაში ცხოვრობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მემკვიდრეობის დაფასება, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამული ინჟინერიის განვითარებას. პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, ფორუმი ქმნის იმ მნიშვნელოვან სამეცნიერო-აკადემიურ გარემოს, რომელიც მეცნიერებსა და დარგის სპეციალისტებს ხელს უწყობს პროფესიული დიალოგის წარმართვასა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის განვითარებაში. „ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ინტელექტუალურ და სამეცნიერო მემკვიდრეობას, რომელიც გამორჩეულმა მეცნიერებმა დაგვიტოვეს - მათ შორისაა აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე. ამავე დროს, აუცილებელია თანამედროვე მოთხოვნებთან თანხვედრაში კიდევ უფრო გავაძლიეროთ უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალი, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობა და ინოვაციური პროექტები, რათა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც დარჩეს ქვეყნის ტექნოლოგიური და საინჟინრო განვითარების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად“, - აღნიშნა დეკანმა.სტუ-ის ინფორმაციით, სამეცნიერო ფორუმის - „ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ტენდენციები“ - ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის - პროფესორ გია სურგულაძის ავტორობით გამოცემული წიგნების გამოფენა დაეთვალიერებინა.
