ხუთშაბათი, თებერვალი 6, 2025

უკრაინამ 150 სამხედრო დაიბრუნა

უკრაინამ 150 სამხედრო დაიბრუნა. ტყვეების გაცვლა საუდის არაბეთის შუამავლობით მოხდა. უკრაინაში დაბრუნებულებს შორის არიან ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები, საზღვაო და საჰაერო ძალების სამხედროები.

განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ პუტინი უახლოეს მომავალში ბელარუსის ომში ჩართვას გეგმავს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამით რუსეთს პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების დაშინება სურს. განცხადება ზელენსკიმ კიევში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას გააკეთა.

“ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან კონტაქტები მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ. ასევე, ვაწარმოებთ არსებით მოლაპარაკებებს სხვა პარტნიორებთან. უკრაინას სჭირდება რეალური, მდგრადი და გარანტირებული მშვიდობა, აგრეთვე, საშუალებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა ყოველთვის იცოდეს, რა ელოდება იმას, ვისაც უკრაინისთვის ზიანის მიყენება უნდა. ძლიერი დიპლომატიისთვის მზად ვართ. ამისთვის გვჭირდება ჩვენი მეომრების სიმტკიცე, არმიის ეფექტურობა და შესაძლებლობების მოდერნიზაცია. დღეს ბედნიერი დღე გვაქვს – რუსეთის ტყვეობიდან 150 უკრაინელი დავიბრუნეთ. ზოგიერთი მათგანი წლების განმავლობაში იყო ტყვეობაში. განსაკუთრებით რთულია ჩვენი ხალხის უკან დაბრუნება, თუმცა ჩვენ ამას ვახერხებთ. ამის კეთებას გავაგრძელებთ. სახლში ყველა უნდა დავაბრუნოთ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დაარსებს რწმენის ოფისს და გენერალურ პროკურორს დაავალებს, გამოავლინოს და აღმოფხვრას ანტიქრისტიანული მიკერძოების შემთხვევები ფედერალურ მთავრობაში

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დააარსებს თეთრი სახლის რწმენის ოფისს და გენერალურ პროკურორს, პამ ბონდის დაავალებს, გამოავლინოს და აღმოფხვრას ანტიქრისტიანული მიკერძოების შემთხვევები ფედერალურ მთავრობაში. „ამ სამუშაო ჯგუფის მისია იქნება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ქრისტიანული საზოგადოების მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმა ფედერალურ მთავრობაში, მათ შორის იუსტიციის დეპარტამენტში, სადაც მდგომარეობა საგანგაშოა, ასევე შემოსავლების სამსახურსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, ის შექმნის ახალ საპრეზიდენტო კომისიას რელიგიური თავისუფლების საკითხებზე. „ყოველთვის დავიცავ რელიგიურ თავისუფლებას. სწორედ ამიტომ, დღეს პატივი მაქვს, გამოვაცხადო, რომ ვქმნი ახალ საპრეზიდენტო კომისიას რელიგიური თავისუფლების საკითხებზე. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და კომისია დაუღალავად იმუშავებს ამ ფუნდამენტური უფლების დასაცავად. თუ არ გვექნება რელიგიური თავისუფლება, მაშინ ჩვენ არ გვექნება თავისუფალი ქვეყანა, შესაძლოა, საერთოდ არც გვქონდეს ქვეყანა. მე სწორედ ღმერთმა გადამარჩინა“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება მთავრობის მხრიდან რელიგიის მხარდაჭერას ზღუდავს.

ბოდიშს გიხდით ასეთი კატეგორიულობისთვის, მაგრამ ამ მიზეზით, მგზავრობა შეუძლებელია-მას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა პირად ჰიგიენაზე აქვს შენიშვნა

მომღერალი მაია ბარათაშვილი ფეისბუქზე აქვეყნებს ვიდეომიმართვას. მას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა პირად ჰიგიენაზე აქვს შენიშვნა. მომღერალი ამბობს, რომ კონკრეტული მიმართვის ჩაწერა დიდი ხანია სურს, თუმცა თავს იკავებდა. მაია ბარათაშვილი: ძალიან დიდი ხანია მინდა ამ მიმართვის ჩაწერა, დელიკატური თემაა და მოისმინეთ. მე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელი ვარ. ხშირად ვმგზავრობ ავტობუსით და მეტროთი. ორივე მოხერხებული ტრანსპორტია. მაგრამ ერთი პრობლემაა - მგზავრების მხრიდან პირადი ჰიგიენის დაუცველობა. მეტროში და ავტობუსში, ზაფხულში, დაუბანლობის სუნი წაგიღებთ. ბოდიშს გიხდით ასეთი კატეგორიულობისთვის. მაგრამ შეუძლებელია მგზავრობა ამ მიზეზით. დღესაც ავედი ავტობუსში, მამა-შვილი იჯდა ფანჯარასთან და მესმის ასეთი საუბარი: შვილო, არ არის საჭირო ყოველდღე ბანაობა, სამ დღეში ერთხელ რომ დაიბანო, აბსოლუტურად საკმარისია. კანიც არ გამოგიშრებაო. ათი წუთი უხსნიდა 15 წლის ბიჭს, რომელიც მამას გაკვირვებული უყურებდა. ეს კატასტროფაა. ჭკუიდან გადამიყვანა ამ საუბარმა. სად ვართ? შუა საუკუნეებში ვართ? ძალიან გთხოვთ მეგობრებო, მიხედეთ პირად ჰიგიენას. იზრუნეთ თავზეც და სხვაზეც. წაიკითხეთ ანატომია, გაერკვიეთ, როგორ მუშაობს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები და რა ემართება ადამიანის სხეულს, თუკი ის თუნდაც ერთი დღე არ დაიბანს. ბოდიში ასეთი კატეგორიული ჩანაწერისთვის. ეს არ ეხება კულტურულ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად სუფთავდებიან.

პორტუგალიური გამოცემა – ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ კონტრაქტზე შეუთანხმდა, ის გუნდს ზაფხულში გააძლიერებს

გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის „სპორტინგთან“ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია და ახალი სეზონიდან პორტუგალიური კლუბის წევრი გახდება – ინფორმაციას გამოცემა Diário de Transferências-ი ავრცელებს. პორტუგალიური ვებგვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაციებით, პორტუგალიური გრანდი „ლევანტეს“ ტრანსფერის საერთო ღირებულებაზე შეუთანხმდა და ესპანური კლუბი ბონუსების ჩათვლით 7 მილიონ ევროს მიიღებს. უფრო მეტ და საინტერესო დეტალზე მეორე გამოცემა, „რეკორდი“ იუწყება:„გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერში ლისაბონის „სპორტინგი“ „ლევანტეს“ 5,5 მილიონ ევროს გადაუხდის, ესპანური კლუბი ბონუსების სახით დამატებით 1,5 მილიონ ევროსაც მიიღებს. ამას გარდა, „ლევანტეს“ შემდგომი ტრანსფერიდანაც ეკუთვნის გარკვეულ თანხა. 25 წლის ნახევარმცველი გუნდს 2025/26 წლების სეზონში შეუერთდება“.

ჯო უილსონი აცხადებს, რომ საქართველოს საკითხზე ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ ბალტიის სამი ქვეყნის – ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. როგორც უილსონი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ბალტიის სახელმწიფოები თავისუფლებისა და დემოკრატიის მოდელია. „მადლობელი ვარ ბალტიის სამ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისთვის, რათა განგვეხილა, როგორ შეგვიძლია, კოლექტიურად ვაგებინოთ პასუხი ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს. ბალტიის სახელმწიფოები თავისუფლებისა და დემოკრატიის მოდელია. მადლობელი ვარ მათი დამოუკიდებლობისთვის“, – წერს უილსონი.  

მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა აქციის მონაწილეებმა გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად ყოველდღე იკრიბებიან. 71-ე დღეს აქციის მონაწილეები ითხოვენ: ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.

ბოლო სიახლეები