ორშაბათი, აპრილი 28, 2025

„უკარგესი ადამიანი, უკარგესი მამის შვილი…“ – ცნობილია გორში მოკლული ახალგაზრდის ვინაობა

გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი და დაჭრილია მისი მამა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სროლა მაღაზიაში შელაპარაკებას მოჰყვა. მათივე ცნობით, რამდენიმე გასროლა მოხდა იმ დროს, როდესაც სავაჭრო ცენტრში მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ.

ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მოკლული გიორგი ცაციაშვილია. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

„დაუჯერებელია გიო, როგორ მენანები…“

„გიო უკარგესი ადამიანი უკარგესი მამის შვილი როგორ მტკივა გული“,- წერენ ადგილობრივები.

ცნობისთვის, შემთხვევა დღეს, 28 აპრილს, წმინდაწყლის უბანში მოხდა. როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

[ფოტო: ქართლის ამბები]

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრები (მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე (ბეხვა), არჩილ ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი) შუქრუთის მაღაროს დირექტორ თენგო კობერიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. კობერიძეს სახის...

მაღაროელთა ე.წ. საინიციატივო ჯგუფის წევრები წინ გადაუდგნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორის, თენგო კობერიძის ავტომობილს, რომელიც მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კობერიძეს სახის ძვლის მოტეხილობა და სისხლჩაქცევები აღენიშნება.საინიციატივო ჯგუფის წევრები ამ დრომდე ადგილზე არიან მობილიზებული და არც მაღაროების ამუშავების ჯგუფს აძლევენ ობიექტზე შესვლის საშუალებას, ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილებიც. არსებული ინფორმაციით, თენგო კობერიძის ცემაში მონაწილე პირები არიან: მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე (ბეხვა), არჩილ ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი.„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ განცხადებით, მოსახლეობის, დასაქმებულების, პროფესიული კავშირების და სახელმწიფოს ჩართულობით, შეთანხმება მიღწეულია, თუმცა, არსებობს რამდენიმე კაციანი ჯგუფი, რომელშიც შედიან საინიციატივო ჯგუფის წევრები, შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების პიკეტირების მონაწილეები, რომლებიც ცდილობენ, პროცესი ჩაშალონ.არსებული ინფორმაციით, მიღწეული შეთანხმების ჩასაშლელად, დაახლოებით 10-კაციანი რადიკალურად განწყობილი მაღაროელთა ჯგუფი ადგილობრივების დაშინებითა და აგრესიული ქცევით გამოირჩევა. ცნობილია ისიც, რომ ამ ჯგუფის წევრებს ფულადი კომპენსაციებიც აღებული აქვთ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე უნგრელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ტამაშ ვარგას შეხვდა. პაატა პატიაშვილმა უნგრელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.თავდაცვის უწყების ცნობით, ხაზი გაუსვა უნგრეთის მტკიცე მხარდამჭერი პოზიციის მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს; მხარეებმა ისაუბრეს უნგრეთისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე და აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.„ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციისა და თავდაცვის კუთხით არსებული თანამშრომლობის დოკუმენტის მნიშვნელობას, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს.პაატა პატიაშვილმა ტამაშ ვარგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესი გააცნო, რაც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობს ხელს. მან უნგრული მხარის მიერ არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის კოლეგას მადლობა გადაუხადა.უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქვეყანაში საქართველო- უნგრეთის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში იმყოფება“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

სომხეთის რესპუბლიკაში მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.„ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს სომეხ კოლეგასთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. პრეზიდენტი ასევე, შეხვდება ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს.მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები – სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 29-30 აპრილს „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე მიწვევა მიიღო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 29-30 აპრილს ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე მიწვევა მიიღო.სააკაშვილის თქმით, წარმატებებს უსურვებს „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციას.„ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახისგან (EPP) მივიღე მოწვევა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე, რომელიც იმართება 29-30 აპრილს, ვალენსიაში.მიუხედავად ჩემი პოლიტიკური პატიმრობისა, „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ჩემი ხმის გაჩუმებას. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს დელეგაციას!მალე ერთად გავათავისუფლებთ საქართველოს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

“ეს კლუბი ისე გაგრძნობინებს თავს და ისე გექცევა, რომ უკვე ხვდები, – ძალიან დიდი ფეხბურთელი ხარ” – ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ პსჟ-ის ოფიციალურ გვერდთან

ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა, "პარი სენ ჟერმენის" ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ვიდეო ინტერვიუ გამოაქვეყნა. ქართველი ფეხბურთელი ჰყვება, თუ როგორ გრძნობს თავს პარიზში და თავის ახალ გუნდში - "პარი სენ ჟერმენში"."პარიზი, როგორც ყველა მოეხსენება, ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია მსოფლიოში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ქალაქში, ასეთ კლუბში მომიწია მოხვედრა. ფანებისგანაც ძალიან დიდი სიყვარული და მხარდაჭერა ვიგრძენი პირველივე წუთებიდან. როდესაც მოედანზე გავედი, ძალიან ბედნიერი ვიყავი და უფრო დიდ ფეხბურთელად ვიგრძენი თავი, რადგან ეს კლუბი ისე გაგრძნობინებს თავს და ისე გექცევა, რომ უკვე ხვდები, ძალიან დიდი ფეხბურთელი ხარ.პსჟ-ს ისეთი შემტევები ჰყავს, ალბათ, დღესდღეობით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში გუნდია. "ჩემპიონთა ლიგის" მოგება, რა თქმა უნდა, ყველას ძალიან სურს, მაგრამ ძალიან რთულია, აქამდე მოსვლაც ძალიან რთული იყო ყველა გუნდისთვის, სახელიც გვეუბნება - ჩემპიონთა ლიგა, რომ ჩემპიონები თამაშობენ ამ ტურნირს.მთავარია, შენი ოცნებებისკენ სწრაფვა გააგრძელო, არასდროს გაჩერდე და დანარჩენი უკვე დროის საკითხია," - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ბოლო სიახლეები