2018/2019 წლების სეზონიდან, უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებში, მატჩის დამატებით დროში გუნდებს მეოთხე შეცვლის განხორციელების უფლება ექნებათ. ამის შესახებ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში აღმასკომის სხდომაზე განაცხადეს.
უეფას რეგლამენტში სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებებიც შეიტანეს. კერძოდ, ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ფინალებში გუნდების მწვრთნელებს 18-ის ნაცვლად განაცხადში 23 ფეხბურთელის შეყვანა შეეძლებათ, რაც შესაბამისად სათადარიგო მოთამაშეების რაოდენობას შვიდიდან თორმეტამდე გაზრდის.