კვირა, მაისი 4, 2025

უდანაშაულო ბავშვები ჩაცხრილეს და მიაწერეს, რომ ციხეზე მიდიოდნენ… მიეშვათ იქამდე და ციხის ჭიშკართან რომ მომიკლავდნენ, აღარაფერს მოვიკითხავდი – ჩემი ბიჭი პირველად იყო თბილისში – მოკლული რომან სურმანიძის მამა

“მათი მოქმედებით მე გავიგე, რომ ციხეზე, პატიმრებზე რომ ზეწოლა გაეკეთებინათ, რაც მოხდა მას შემდეგ ციხეზე, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ და ეს უდანაშაულო ბავშვები მაგისთვის ჩაცხრილეს და იმიტომ მიაწერეს, რომ ციხეზე მიდიოდნენ, თორემ, სად “ნავთლუღის სპეცოპერაცია” და სად რუსთავის ციხე?” – ამის შესახებ 2006 წლის 12 იანვარს, “ნავთლუღის სპეცოპერაციისას” “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ მოკლული რომან სურმანიძის მამამ, ოთარ სურმანიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, რომან სურმანიძე თბილისში პირველად იყო და ის მარტოც ვერ წამოვიდოდა, მეგობრებს გამოჰყვა. მოკლულის მამას მიაჩნია, რომ “ნაცმოძრაობის” მაღალჩინოსნები მსხვერპლს ეძებდნენ და სამი ახალგაზრდა სწორედ ამის გამო მოკლეს.

“მიეშვათ იქამდე და იმ ციხის ჭიშკართან რომ მომიკლავდნენ შვილს, აღარაფერს მოვიკითხავდი. იქამდე მიეშვათ და იქ მოეკლათ. ეს ბავშვები იქ მიმსვლელი არ იყვნენ და ჩემი ბიჭი პირველად იყო თბილისში. ის ამხანაგებს გამოჰყვა, თორემ, თბილისში მარტოც ვერ წამოვიდოდა. ნამდვილად მსხვერპლს ეძებდნენ. ჩემი შვილი, საზაფხულო დასვენებებზე ჩემთან ერთად თურქეთში გადადიოდა, ალალი შრომით ირჩენდა თავს და სტუდენტობაში რომ თანხა ეხარჯა, მისი გამომუშავებული თანხით დადიოდა ბათუმში და სწავლობდა. ჩვენ ოჯახს ის ფუფუნება არ გვქონდა, რომ სტუდენტი გვერჩინა. მოგეხსენებათ, მაშინ, 2006 წელში უმუშევარი დრო იყო, თურქეთიდან ვირჩენდით თავს – ჩაი უნდა მოგვეკრიფა თურქეთში, ფული უნდა გადმოგვეტანა რომ პური გვეყიდა და თავი გვერჩინა, სხვა შემოსავალი არ გვქონდა”, – განაცხადა ოთარ სურმანიძემ.

“ნავთლუღის სპეცოპერაცია” 2006 წლის 12 იანვარს ჩატარდა. გამოძიების მაშინდელი ვერსიით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ციხიდან გაქცევის მცდელობა აღკვეთეს. 2012 წლის შემდეგ საქმეზე ახალი გამოძიების დაწყების შედეგად კი, “ნაცმოძრაობის” რამდენიმე მაღალჩინოსანს ბრალი განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ასევე ციხეში პატიმართა წამებისთვის წაუყენეს. გამოძიების ვერსიით, დათა ახალაიამ საკონტროლო გასროლა სპეცოპერაციის შედეგად მოკლული შოთა გორგაძის, ხოლო გიორგი დგებუაძემ (“მასტერა”) რომან სურმანიძის მისამართით განახორციელა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს – რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს - რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი.საქმეზე 3 პირი დააკავეს, ერთი ამ დრომდე ძებნაშია.დაელოდეთ კურიერი P.S-ის ანონსს კვირას 21:00 საათზე ⇓ 

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ეს ცრემლები ბევრი მიზეზით იყო… გამახსენდა ოჯახი, წინაპრები, ჩემი დროშა“ – ილია სულამანიძის ემოციები გამარჯვების შემდეგ

ილია სულამანიძე გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო. ილიამ გადაცემაში მისი გამარჯვებისა და ემოციების შესახებ ისაუბრა. „სიტყვებით შეიძლება ვერ გადმოვცე, მაგ დროს ფიქრობ გულშემატკივარზე, ოჯახზე, როგორ გგულშემატკივრობს დედა, მამა…ყველაფერს წარმოიდგენ, შენს წინაპრებს, შენს დროშას, რა ისტორია აქვს..ეს ყველაფერი ცრემლსაც გამოიწვევს, ცრემლები ბევრი მიზეზიდან გამომდინარე იყო…“ – აღნიშნა ილიამ.ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს, ზელიმ კოცოიევს იუკოთი სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამ წონით კატეგორიაში ილია გახდა პირველი ქართველი ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს…“ – ქართველი გოგო, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს

მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს და თამაშობენ ბინძურ თამაშებს ქართველები, რომლებიც ღმერთმა იცის რას საქმიანობენ აქ კლინიკებთან. (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა.) შემეშვით! ამის მერე საჯაროდ გამოგფენთ სათითაოდ ყველა თქვენს მოწერილი მუქარებით! და ფაქტებით თუ რამ გაგაბოროტათ. თქვენც იშრომეთ, როგორც მე! და მიაღწიეთ წარმატებას, იყავით ორიენტირებული პაციენტზე და მის ჯანმრთელობაზე და არა ფულზე!აქ ჩემ სიტყვას ფულზე დიდი ძალაც აქვს და დაფასებაც, იცით რატომ? ჩემი ადამიანობით. მარიამი პირველი ქართველი არ იყო ვისაც ჩემი თხოვნით ჰონორარის გარეშე ჩაუტარდა ოპერაცია, სხვადასხვა განხრით ბევრია მსგავსი ოპერაციები და ამაზე საუბარი არც მსურს, რადგან მე რასაც ვაკეთებ მანიჭებს ბედნიერებას, უფალი ხედავს და ჩემთვის საკმარისია.ბევრს ვეგონე და ვგონივარ ექიმი, რადგან მე თვითონ ვარ ჩართული ყველა პაციენტის მკურნალობაში. ზოგჯერ ვცდები გაიდლაინებს, ვაკავშირებ ერთმანეთთან სხვადასხვა განხრის ექიმებს და მეამაყება ყველა წარმატებული მკურნალობა, თუნდაც მაშინ როცა თურქეთმა იმედიც კი გადაუწურა მაგრამ აი იმ ერთი ჩემი შერჩეული ექიმით მიიღო შედეგი. რაც არ უნდა გააკეთოთ, მთელი ჰაკერებიც რომ დაიქირაოთ ფეისის გასატეხად, ჩემს სახელს და გვარს ვერ წაშლით! მაინც მოვა პაციენტთა ზღვა ჩემამდე! მიხარია რომ ჩემი საქართველო მიცნობს ისეთს როგორიც ვიყავი და ვარ.მაცადეთ ვაკეთო ჩემი საქმე“, - წერს მედეა იობაშვილი.

ბოლო სიახლეები