კვირა, იანვარი 19, 2025

უამინდობის გამო გზებზე მოძრაობა შეიზღუდა – განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვიდეო: დღეს უბედნიერესი ვარ, რადგან წილად მხვდა ისეთი დიდი ბედნიერება, როგორიცაა ილია მეორესთან სტუმრობა

ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ”მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი ღვთისა გფარავდეთ თითოეულ თქვენგანსა და სრულიად საქართველოს! დღეს უბედნიერესი ვარ, რადგან წილად მხვდა ისეთი დიდი ბედნიერება, როგორიც ჩვენი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, სტუმრობაა. კირიე ელეისონ! უფალო, შეგვიწყალე! ”  

„გავიგე, “ფლეშკებით” გავქცეულვარ საქართველოდან“ – რას წერს რატი ბრეგაძე

გავიგე, „ფლეშკებით“ გავქცეულვარ საქართველოდან. ტყუილია და სიმართლე კი იმაშია, რომ ბაინდერებით მაქვს წაღებული ინფორმაცია, - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. „გავიგე, „ფლეშკებით” გავქცეულვარ საქართველოდან. ტყუილია და სიმართლე კი იმაშია, რომ ბაინდერებით მაქვს წაღებული ინფორმაცია. ხუმრობის გარეშე რომ ვთქვათ კი ვიღაც-ვიღაცეებს დაუძველდა მეთოდები. გულმხურვალე მოკითხვა და გამოდი, გიცანი“ . - წერს რატი ბრეგაძე.

საფეხბურთო გუნდი „აფხაზეთი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საფეხბურთო გუნდი „აფხაზეთი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „გარდაიცვალა ჩვენი გუნდის წევრი გია ჯგერენაია. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

„ფრთხილად და ყურადღებით იყავით წყალთან…“ – გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება და გაფრთხილება

ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება, რომელიც 19 იანვრით თარიღდება. ვრცლად ↓

471-დღიანი ტყვეობის დასასრული – „ჰამასმა“ ტყვეობიდან სამი ისრაელელი ქალი გაათავისუფლა

„ჰამასის“ 471-დღიანი ტყვეობიდან სამი ისრაელელი ქალი უკვე თავისუფალია. ქალები ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გაათავისუფლეს. ესენი არიან: რომი გონენი, რომელიც 24 წლისაა. 28 წლის ემილი დამარი და 31 წლის, ვეტერინარი ექთანი - დორონ შტაინ ბრეხერი.  ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს სანაცვლოდ ისრაელი 90 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.

ბოლო სიახლეები