ტყიბულის რაიონში ულამაზესი კანიონი აღმოაჩინეს
იმერეთში, ტყიბულის რაიონში, სოფელ ძმუისში, მდინარე ლეხიდარზე ულამაზესი კანიონი აღმოაჩინეს.
სამოთხისებურმა სილამაზემ უზარმაზარი ყურადღება უკვე მიიქცია. იტალიელმა მოგზაურებმა, “National Geographic”-ის ფოტოგრაფებთან ერთად, კანიონი უკვე მოინახულეს.
გარდა ამისა, ჩამოსულები იყვნენ ჩეხი სპეციალისტები. ნიუ-იორკის ინსტიტუტის სპეციალისტის თქმით, ასეთი მღვიმე მსოფლიოში მეორე არ არის ჯერჯერობით აღმოჩენილი.
ლეხიდარის კანიონი, ეს ის ადგილია რომელიც რეალურს არ ჰგავს, ზღაპრულ, გამოგონილ სამყაროში გეგონება თავი. ერთხელ მაინც უნდა მოხვდე ძმუისში და აუცილებლად ისიამოვნებთ ამ შთამბეჭდავი სანახაობით!