ტყიბულის რაიონში, სოფელ წნორში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება.
საწარმოს „გეო-ფლაუერსი“ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ააშენებს. მას სოფელ წნორში მდებარე 173 663 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 25 წლის ვადით იჯარით გადაეცა.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
წყარო: infopostalioni.com