ოთხშაბათი, ივნისი 24, 2026

„ტრანსფერმარკტზე“ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 50 მილიონი ევროთი გაიზარდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 140 მილიონი ევრო გახდა – ასეთია „ტრანსფერმარკტის“ განახლებული მონაცემები. აქამდე ქართველი ვარსკვლავის ფასი 90 მილიონი ევრო იყო.

ეს კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის შედეგია, სადაც „პარი სენ-ჟერმენის“ ლიდერმა 10 გოლი გაიტანა, ექვსი საგოლე გადაცემა მიითვალა, სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა და სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

განახლებული მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა და 248,5 მილიონი ევრო გახდა.

ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი მოთამაშეები:

1. ხვიჩა კვარაცხელია, „პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი) – 140 მილიონი ევრო;

2. გიორგი მამარდაშვილი, „ლივერპული“ (ინგლისი) – 28 მილიონი ევრო;

3. გიორგი მიქაუტაძე, „ვილიარეალი“ (ესპანეთი) – 28 მილიონი ევრო;

4. ზურიკო დავითაშვილი, „სენტ-ეტიენი“ (საფრანგეთი) – 12 მილიონი ევრო;

5. ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ (ავსტრია) – 5.50 მილიონი ევრო.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი – 248.25 მილიონი ევრო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მასუდ ფეზეშქიანი – სარაკეტო პროგრამა აშშ-სთან შეთანხმების ნაწილი არ არის, რაკეტები რომ არ გვქონოდა, ისრაელი და აშშ ირანს გაანადგურებდნენ

ირანის პრეზიდენტის თქმით, ირანის სარაკეტო პროგრამა არ შედის შეერთებულ შტატებთან გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში და არც მომავალში იქნება მისი ნაწილი.„ჩვენი რაკეტების შესახებ დისკუსია მემორანდუმში არ არსებობს და არც არასდროს იარსებებს“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სარაკეტო პროგრამა ქვეყნის თავდაცვისთვის აუცილებელია.„ჩვენ რომ რაკეტები არ გვქონოდა, რომლებსაც თავდაცვისთვის ვიყენებთ, ისრაელი და შეერთებული შტატები ირანს გაანადგურებდნენ“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა ისლამაბადში ვიზიტის დროს, სადაც შეხვედრები გამართა პაკისტანის ოფიციალურ პირებთან.

ცოტნე კობერიძე – მელიაც და სააკაშვილიც გრძნობენ, რომ მხოლოდ მათ აქვთ პირადი რაღაც ტიპის რესურსი, 2028 წლის არჩევნებისკენ დაიწყო ყველამ ყურება, რომ იქ გააცოცხლებს...

საპრეზიდენტო არჩევნები როცა აღარ არსებობს, ძალიან დიდი დრო რჩება ხოლმე პოლიტიკური არდადეგებისთვის და ამ დროს იწყება ძირითადად შლის პროცესი, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.„საარჩევნო კამპანია როცაა, არსებობს რესურსები, ადამიანს დაჰპირდებიან სიაში ყოფნას ან რაღაც რესურსი იქნება, ზოგადად არჩევნებია, ივენთია და ეს მაინც შეკვრას იწვევს ხოლმე, მერე კი ძირითად მიმდინარეობს შლა. ახლა მოკვდა ყველანაირი იმედი, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება, ჩემი აზრით, იმის იქით კონსტიტუციით ჩანიშნული არჩევნები არ არის 2028-მდე და ეს პოლიტიკისთვის ზედმეტად დიდი დროა, განსაკუთრებით, თუ ინსტიტუტურად წარმოდგენილი არ ხარ ან პარლამენტში, ან სადღაც, სადაც მიმდინარედ მოახერხებ არსებობას. ამიტომ, მერე გაჩნდა ასეთი საკითხები, ახლა ზუსტად, ეს ბოლო სამი თვეა, რაც მიდის – „ჩემი ოქრო ჩემთან“. ყველას უნდა, ვინც გრძნობს, რომ რაღაც ტიპის პოტენციალი გააჩნია, ეს დაიბრუნოს. ამიტომ ახლა მიდის ფიქრი იმ ხმებზე, რასაც ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მას წაერთვა და გაეყო. ამიტომ იყო მთავარი დებატი მიშას და ნიკა მელიას შორის. ნიკა მელიაც და მიშაც გრძნობენ, რომ მხოლოდ მათ აქვთ პირადი რაღაც ტიპის რესურსი. 2028 წლის არჩევნებისკენ დაიწყო ყველამ ყურება, რომ იქ გააცოცხლებს თავის რესურსს და ამიტომ დაიწყეს ერთმანეთში ეს გადანაწილება. სხვა ყველას განიხილავენ, როგორც პარაზიტს და უნდათ, ეს პარაზიტები, რაღაცნაირად, გაარკვიონ და ჩამოიხსნან ერთმანეთშიც კამათით, უბრალოდ, ერთმანეთთან ზღვარს გადებენ, ვინ სად მიდის“, – განაცხადა კობერიძემ.ამ განცხადებით ცოტნე კობერიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ცდილობს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ კონსერვატორულ პლატფორმაზე გადაპორტირებას.კობერიძის თქმით, „ნაცმოძრაობას“ გარდა ამისა, აქვს განცდა, რომ მისი ხმების გაზიარება მოხდა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაშიც და რეგიონებშიც „ქართულმა ოცნებამ“ მას ხმები წაართვა.„იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო დიდი პარტია, რომელსაც ზოგი მხარს უჭერს, რადგან სტატუსკვოს ცვლილებას აძლევს ხმას და ამიტომ აძლევდა ხმას, მაგრამ იდეოლოგიურად და ღირებულებითად, დიდწილად, რაც საქართველოში, ჩემი აზრით, პოპულისტურია და ბევრ ადამიანს მოსწონს ძირითადად, იმას იზიარებს და ამ ნაწილშიც, მათი აზრით, კვეთა აქვთ „ქართული ოცნების“ ხმებთან, რომლითაც გაიძარცვნენ, წაერთვათ ასეთი ხმები და რაღაცნაირად მისი დაბრუნების მცდელობა აქვთ“, – განაცხადა კობერიძემ.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება, თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში, მადლობა თითოეულ მათგანს

ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება და თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში. მადლობა თითოეულ მათგანს ამისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ დაჯგუფებას, უცხოური აგენტურას და რაც მეტად იქნება მორღვეული ეს პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი იქნება ქართული დემოკრატიისთვის.„ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უნდათ და უნდათ, რომ ისინი მოუნდეს საზოგადოებას. ეს წარმოუდგენელია. ერთმანეთი როცა არ გინდათ, საზოგადოებას ვერ მოუნდებით. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა, რომელიც აისახა 2024 წლის, 2025 წლის, 2020 წლისა და 2021 წლის არჩევნებზე. ისინი ამ რეალობას ვერ გასცდნენ, რაც, საბოლოო ჯამში, ძალიან კარგია. ეს არის რადიკალური ოპოზიცია, ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება, უცხოური აგენტურა. შესაბამისად, რაც მეტად იქნება მორღვეული ეს პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისა და ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება. თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში და მადლობა თითოეულ მათგანს ამისათვის“,  – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი შარაშიძე იოსელიანს – მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ კი არ აურჩევიხართ პარლამენტს, სახალხო დამცველი ხართ – ხალხი თქვენგან გმირობას, კაცობას ვაჟკაცობას ითხოვს, საჭიროა ადამიანებთან ყოფნა,...

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, სახალხო დამცველი ხალხთან ერთად უნდა იყოს იქ, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა.ასე მიმართა დეპუტატმა ლევან იოსელიანს პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვისას.მისი შეფასებით, სახალხო დამცველი არ უნდა იყოს „კაბინეტური თანამდებობა“ და რეალური ავტორიტეტის მოსაპოვებლად საჭიროა პრინციპულობა, გამბედაობა, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა.“კონტრ კითხვა დამისვით, ვერ მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ ჩემი რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულიყო. მე გეტყვით, რაც უნდა გაგეკეთებინათ. ძალიან ბევრს საუბრობთ რეკომენდაციებზე და ბევრს წერთ, როგორც ჩანს. მინდა გაგახსენოთ, რომ მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ კი არ აურჩევიხართ პარლამენტს. თქვენ ხართ სახალხო დამცველი და თქვენი ვალდებულებაა ის, რომ ხალხთან ერთად უნდა იყოთ 24 საათი. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ სახალხო დამცველი არ არის კაბინეტური თანამდებობა. სახალხო დამცველს რეალური ავტორიტეტი, რომ ჰქონდეს როგორც ხალხში, ისე ხელისუფლებაში, ის უნდა იყოს პრინციპული, გამბედავი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულება. ამისთვის არის საჭირო ყოფნა იქ, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები.დღეს, რომ დანაშაული მოხდეს, თქვენს ანგარიშს უნდა დაველოდოთ ერთი წლის შემდგე? ჩვენ და ხალხი თქვენგან გმირობას ითხოვს! დიახ, გმირობას, კაცობას და ვაჟკაცობას! ამისთვის საჭიროა ადამიანებთან ყოფნა. დიახაც, მაღაროელებთან ყოფნა, სასამართლოებში ყოფნა, დემონსტრაციებზე ყოფა, სადაც ადამიანებს უსამართლოდ და სასტიკად უსწორდებიან. სამწუხაროდ, თქვენ არ ხართ ასეთი სახალხო დამცველი“, - განაცხადა შარაშიძემ.

სად წავიღოთ ჯვარნაწერი ბეჭდები განქორწინების შემდეგ – მამა საბას პასუხი

სად წავიღოთ ჯვარნაწერი ბეჭდები განქორწინების შემდეგ - ალბათ, საზოგადოების დიდ ნაწილს მსგავსი კითხვა ერთხელ მაინც გასჩენია. ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი საბა ამ კითხვაზე შემდეგნაირად პასუხობს:„თუ თქვენ, ან თქვენმა მეუღლემ ახალი ოჯახი შექმენით, ის ჯვარნაწერი ბეჭედი არის ოქრო და მეტი არაფერი, რაც გინდათ ის უქენით. თუ თქვენთვის ის ჯვარნაწერი საქორწინო ბეჭედი იმდენად ფასობს და იმდენად არის ღირებული, რამდენადაც იმ ადამიანთან ერთობის და იმ სიყვარულის სიმბოლოა და თუ თქვენ ეს ერთობა აღარ გაქვთ, რა თქმა უნდა, იმ ბეჭედსაც არავითარი მაგიური დატვირთვა არ აქვს. ჩვეულებრივი ოქროა, გინდათ როგორც ბეჭედი ისე შეინახეთ, გინდათ ვინმეს აჩუქეთ, გადაადნეთ და სხვა რამე გააკეთეთ, თუ თქვენ ადამიანი დათმეთ, ადამიანებმა თუ ვერ შეინარჩუნეთ ერთმანეთი, სიყვარული დათმეთ და ვერ გაუფრთხილდით, „კალიცოს“ გაუფრთხილდე და ადამიანს არა, ცოტა სასაცილოა“, - ამბობს მოძღვარი.

ბოლო სიახლეები