ორშაბათი, მარტი 3, 2025

ტრამპმა შესაძლოა უკრაინას მთლიანი დახმარება შეუჩეროს – NYT

აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის, რომელიც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს იყო დაფინანსებული და ნებადართული შესაძლოა მთლიანად შეჩერდეს, – წერს New York Times-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

დახმარებაში შედის საბრძოლო მასალები, აღჭურვილობა, სამხედროების და პილოტების სწავლება-მომზადება, სადაზვერვო მონაცემების მიწოდება, „ქოლ-ცენტრის” განთავსება, რომელიც საერთაშორისო დახმარებას კურირებს აშშ-ის ბაზაზე გერმანიაში.

პენტაგონში განაცხადეს, რომ დარჩენილია 3,85 მილიარდი დოლარი იმ თავდაცვის სამინისტროს დანაზოგიდან, რომლის ამოღების უფლება კონგრესმა გასცა. ყოფილმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციიდან განაცხადა, რომ უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში უკრაინა მიიღებს იმ იარაღს, რომელიც მან ამერიკული თავდაცვითი კომპანიებისგან შეიძინა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მთელი ომის განმავლობაში უკრაინა დამოკიდებული იყო აშშ-ის იარაღისგან და ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ იარაღის მიწოდების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

„ცხადია, რომ უკრაინელი ჩინოვნიკები ხვდებოდნენ თუ რა იდო სასწორზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აშშ-ში, და ზელენსკიმ სწრაფად დაიწყო შეთანხმებული კამპანია შემდეგი ამერიკის პრეზიდენტის გულის მოსაგებად იმის იმედად, რომ მისი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდებოდა“, – აღნიშნულია სტატიაში.

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოვალურ კაბინეტში მომხდარი კამათის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინას შესაძლოა ირიბი მხარდაჭერაც კი შეუწყვიტოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „გაზაფხულის დღესასწაულების“ ფარგლებში, 3 და 8 მარტისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ორი მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნად - დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე. უდიდესი სიხარულითა და სიამაყით ვდგავარ თქვენ წინაშე, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი, რათა ერთად ვცეთ პატივი ქალების ფასდაუდებელ ღვაწლს და დედების უპირობო სიყვარულს. უპირველეს ყოვლისა, გაზაფხულის დღესასწაულები მინდა მივულოცო ღონისძიების მონაწილე დედებს. თქვენ ხართ ჩვენი ოჯახებისა და საზოგადოების გული და სული. თქვენი ძალა, გამძლეობა და უსაზღვრო სიყვარული აყალიბებს გარშემომყოფთა ცხოვრებას. დღეს აღვნიშნავთ თქვენს მიღწევებს და გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. მოდი, მივიღოთ ერთიანობისა და მხარდაჭერის ეს მომენტი, ვაღიაროთ, რომ ერთად შევძლებთ შევქმნათ სამყარო, სადაც ყველა ქალი და ბავშვი იგრძნობს თავს დაცულად, დაფასებულად, იგრძნობს სიყვარულს. გმადლობთ ყველას, რომ დღეს აქ ხართ“, - ასე მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას.რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უნივერსიტეტში დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების - „გაზაფხულის დღესასწაულები“, ციკლი დაიწყო.„გაზაფხულის დღესასწაულების“ ფარგლებში, პირველი ღონისძიება სტუ-ის ქალთა ასოციაციამ საუნივერსიტეტო სახალხო თეატრ-სტუდიაში „მოდინახე“ გამართა. სტუდენტი, მოყვარული მსახიობები დამსწრე საზოგადოების წინაშე სპექტაკლით - „ექვსი კი და ერთი არა“ წარდგნენ.სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიებები, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ყოველ წელს ტარდება. როგორც პროფესორმა ნაზი კუციავამ აღნიშნა, საქველმოქმედო ღონისძიება მიმართულია უნივერსიტეტის მეცნიერ, პედაგოგ და სტუდენტ და ახალგაზრდა მკვლევარ ქალთა მხარდაჭერისკენ, რაც მათთვის დასამახსოვრებელი და თბილად მოსაგონარია წელიწადის ამ განსაკუთრებულ დროს.„ღონისძიებათა ციკლი - გაზაფხულის დღესასწაულები, მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან დღეებს, როგორიცაა დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, შესანიშნავ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ მას. ეს არის ღონისძიებათა ციკლი, რომლითაც პატივს მივაგებთ ქალთა მიღწევებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, ვიფიქროთ იმ პროგრესზე, რომელსაც მივაღწიეთ გენდერული თანასწორობის მიმართულებით. ეს დღეები გვახსენებს გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ წინ გველის. მინდა მივმართო საქართველოს მომავალს, ღონისძიების მონაწილე სტუდენტებს. თქვენ ჩვენი მომავალი ხართ - ხვალინდელი დღის იმედი და ოცნებები. თქვენი წარმატება და ახალგაზრდული ხალისი უსაზღვროდ ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას. როდესაც აღვნიშნავთ დედის დღეს, ასევე, აღვნიშნავთ თქვენი მომავალი ბედნიერების დღეებს, წლებს, იმ პოტენციალს, რომელიც თითოეულ თქვენგანშია. გილოცავთ დედის დღეს და ქალთა საერთაშორისო დღეს! წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ნაზი კუციავამ.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია, გაზაფხულის დღესასწაულების ფარგლებში, რექტორის მხარდაჭერით, კიდევ რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს.

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას – არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს...

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნებას გამოეხმაურა.დეპუტატის თქმით, საქართველოში მოქმედი აგენტოკრატია, მათი „ენჯეო“ სექტორი და მედიის წარმომადგენლები ტერმინ „სამშობლოს“ ებრძოდნენ და ცდილობდნენ მის ამოღებას როგორც საკანონმდებლო ტერმინოლოგიის, ისე ლიტერატურული თუ ყოფითი ენიდან.„ეს იყო მათი პოლიტიკისა და სამყაროსადმი დამოკიდებულებების გამომხატველი, რადგან საქართველოს ისინი არ მიიჩნევდნენ თავის სამშობლოდ“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ რადიკალური აგენტოკრატიისთვის საქართველო წარმოადგენდა ადგილს, სადაც ისინი კარიერას იკეთებდნენ და სადაც მათი დამკვეთებისა და პატრონების დავალებები უნდა განეხორციელებინათ და სწორედ ამიტომ დაერქვათ მათ უსამშობლოები.სოზარ სუბარის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია კანონმდებლობაში ტერმინ "სამშობლოს" და სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნება. მისი თქმით, მომავალი თაობის აღზრდისას უნდა დაბრუნდეს ცნება, რომ სამშობლოს სიყვარულსა და სამშობლოს მსახურებაზე დიდი ღირებულება არ არსებობს.„პირველ რიგში, მივესალმები ამ საკანონმდებლო ცვლილების შემოტანას. უმრავლესობის წევრებთან ერთად „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები - ვიქტორ ჯაფარიძე, გურამ მაჭარაშვილი და მეც ვართ ამ ცვლილების ინიციატორები, თუმცა, ჩვენთან ერთად მთელი გუნდი მხარს ვუჭერთ ამ ცვლილებას და არა მხოლოდ მხარს ვუჭერთ, არამედ დიდი ხანია ვითხოვთ, რომ ეს მუხლი დაბრუნდეს სს კოდექსში. მომხსენებელმა, ბატონმა რატი იონათამიშვილმა განმარტა, რომ ეს მუხლი რაიმე კონკრეტულ სანქციას არ ითვალისწინებს. ეს არის კრებსითი სახელი მთელი რიგი დანაშაულებისა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს კრებსითობა და სახელდება დაბრუნდეს კოდექსში. ბატონმა რატიმ ბრძანა, ნაციონალური მოძრაობა კანონმდებლობაში "სამშობლოს" ებრძოდაო და ეს მართალია, მაგრამ ეს არ ხდებოდა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე. ბევრი სატელევიზიო ეთერი გვახსოვს, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათი „ენეჯეოები“ და მათივე მეხოტბე ჟურნალისტები დებატებს მართავდნენ, თუ რამდენად არასწორია ტერმინ სამშობლოს ხსენება, როგორ უნდა ეს ტერმინი გავაქროთ სალაპარაკო და ლიტერატურული ენიდან და არა მხოლოდ საკანონმდებლოდან. ეს მათი პოლიტიკის და სამყაროსადმი დამოკიდებულებების ერთგვარი გამომხატველი იყო, რადგან ისინი არ მიიჩნევდნენ საქართველოს თავიანთ სამშობლოდ. მათთვის ეს იყო ადგილი, სადაც ისინი კარიერას იკეთებდნენ და სადაც მათი დამკვეთებისა და პატრონების დავალებები უნდა განეხორციელებინათ და სწორედ ამიტომ დაერქვათ მათ უსამშობლოები, რაც ზუსტად მიესადაგება მათ არსს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ეს მუხლი ბრუნდება, რადგან, როცა ადამიანი გარკვეული ტიპის დანაშაულს ჩადის, ხალხმა ზუსტად იცოდეს რა არის ამ დანაშაულის არსი და ვის წინააღმდეგ არის მიმართული - ეს არის დანაშაულები, რომლებიც მიმართულია სამშობლოს, მისი მომავლის, ჩვენი თვითმყოფადობის წინააღმდეგ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს ამ კანონპროექტს.ნაციონალურ მოძრაობას ერთგვარი იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული ტერმინ სამშობლოსთან, სამშობლოს, როგორც ცნების წინააღმდეგ და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე ქვეყნის სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტობაა, მხოლოდ შემდეგ შეგიძლია იყო რაიმე სხვა გაერთიანების პატრიოტი. ამ კუთხით, ამ ტერმინისა და მუხლის დაბრუნება არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

📽️ „ის ერთი ნაჭერი ობიანი შავი პური გავიყოთ, ოღონდ შენთან წამიყვანე-მეთქი…“ – ლაშა გურგენიძის ემოციური ისტორია დედაზე

მსახიობი ლაშა გურგენიძე „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო, სადაც უპასუხა კითხვას, აღმოჩენილა თუ არა ბავშვთა სახლში სიღარიბის გამო.„იყო პერიოდი, კუპონები, 90-იანი წლები… დედაჩემი ექიმი იყო. ისე მოხდა, რომ ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი დაიხურა, დარჩა უმუშევარი. შავი პურიც კი არ გვქონდა სახლში. ასეთი პერიოდიც იყო. მაშინ ექვსი წლის ვიყავი. დამისვა და გულწრფელად მითხრა, იცი, რომ მე ეს ყველაზე მეტად არ მინდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს, დროებით, ვიდრე სამსახურს ვნახავ, სახლში მშივრები რომ არ ვისხდეთ, წყნეთის ბავშვთა სახლში უნდა იყოო… ჩემთვის იყო ძალიან რთული, ვიტირე კიდეც, მაგრამ აბსოლუტურად გავუგე… დავსხედით და ამაზე ვისაუბრეთ.დედა ჩემთვის დღემდე ღმერთია, სამყაროზე და საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. დავთანხმდი ამას. დაახლოებით თვენახევარს გაგრძელდა ეს ყველაფერი. იქ ვიყავი ძალიან ცუდად. სულ მენატრებოდა. რა თქმა უნდა, მოდიოდა, მნახულობდა, ვურეკავდი კიდევაც, ვეუბნებოდი, მალე წამიყვანე აქედან, შენთან ყოფნა მინდა-მეთქი…ერთ დღეს ყარაულის ჯიხურში შევიპარე, სადაც ტელეფონი იყო და იქიდან დავურეკე. დედა, ძალიან ცუდად ვარ, გთხოვ, წამიყვანე-მეთქი. რატომ, რა გჭირსო, სიცხე მაქვს-მეთქი, ვუპასუხე. რამდენი გაქვსო, მეგონა, რაც უფრო მაღალ სიცხეს ვიტყოდი, მით უფრო კარგი იქნებოდა და 42-მეთქი. ის ერთი ნაჭერი ობიანი შავი პური გავიყოთ, ოღონდ შენთან წამიყვანე-მეთქი… მეორე დილას ამოვიდა, ბევრი ვისაუბრეთ ამაზე. მერე ნახა სამსახური და წამომიყვანა. მუშაობდა, მთელი ღამე კერავდა, სულ რაღაცას იგონებდა, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო გვქონოდა, რადგან მარტო მე და დედა ვიყავით…“,- ამბობს ლაშა. 

📽️ „ის ერთი ნაჭერი ობიანი შავი პური გავიყოთ, ოღონდ შენთან წამიყვანე-მეთქი…“ – ლაშა გურგენიძის ემოციური ისტორია დედაზე

მსახიობი ლაშა გურგენიძე „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო, სადაც უპასუხა კითხვას, აღმოჩენილა თუ არა ბავშვთა სახლში სიღარიბის გამო.„იყო პერიოდი, კუპონები, 90-იანი წლები… დედაჩემი ექიმი იყო. ისე მოხდა, რომ ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი დაიხურა, დარჩა უმუშევარი. შავი პურიც კი არ გვქონდა სახლში. ასეთი პერიოდიც იყო. მაშინ ექვსი წლის ვიყავი. დამისვა და გულწრფელად მითხრა, იცი, რომ მე ეს ყველაზე მეტად არ მინდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს, დროებით, ვიდრე სამსახურს ვნახავ, სახლში მშივრები რომ არ ვისხდეთ, წყნეთის ბავშვთა სახლში უნდა იყოო… ჩემთვის იყო ძალიან რთული, ვიტირე კიდეც, მაგრამ აბსოლუტურად გავუგე… დავსხედით და ამაზე ვისაუბრეთ.დედა ჩემთვის დღემდე ღმერთია, სამყაროზე და საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. დავთანხმდი ამას. დაახლოებით თვენახევარს გაგრძელდა ეს ყველაფერი. იქ ვიყავი ძალიან ცუდად. სულ მენატრებოდა. რა თქმა უნდა, მოდიოდა, მნახულობდა, ვურეკავდი კიდევაც, ვეუბნებოდი, მალე წამიყვანე აქედან, შენთან ყოფნა მინდა-მეთქი…ერთ დღეს ყარაულის ჯიხურში შევიპარე, სადაც ტელეფონი იყო და იქიდან დავურეკე. დედა, ძალიან ცუდად ვარ, გთხოვ, წამიყვანე-მეთქი. რატომ, რა გჭირსო, სიცხე მაქვს-მეთქი, ვუპასუხე. რამდენი გაქვსო, მეგონა, რაც უფრო მაღალ სიცხეს ვიტყოდი, მით უფრო კარგი იქნებოდა და 42-მეთქი. ის ერთი ნაჭერი ობიანი შავი პური გავიყოთ, ოღონდ შენთან წამიყვანე-მეთქი… მეორე დილას ამოვიდა, ბევრი ვისაუბრეთ ამაზე. მერე ნახა სამსახური და წამომიყვანა. მუშაობდა, მთელი ღამე კერავდა, სულ რაღაცას იგონებდა, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო გვქონოდა, რადგან მარტო მე და დედა ვიყავით…“,- ამბობს ლაშა. 

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია“ იყო.„ეს არ ყოფილა სპონტანური რეაქცია ზელენსკის ჩარევაზე, არამედ აშკარად ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია ამ შეხვედრისას ოვალურ კაბინეტში“, – განაცხადა მერცმა ჰამბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე.მერცი აცხადებს, რომ ევროპა ახლა ზეწოლის ქვეშაა, რომ სწრაფი იმოქმედოს.„ჩვენ ახლა უნდა ვაჩვენოთ, რომ ევროპაში დამოუკიდებლად მოქმედების პოზიციაში ვართ“, – განაცხადა მერცმა.

ბოლო სიახლეები