ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი” ავრცელებს.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობის” პაროდირებას საშინელი და სამარცხვინო უწოდა.
ტრამპის თქმით, თუ მას ლოს-ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ექნებოდა, „საიდუმლო სერობა” იმგვარად არ იქნებოდა ნაჩვენები, როგორც ეს პარიზში მოხდა.