სამშაბათი, ივნისი 2, 2026

ტრამპი მიგრანტებისთვის დროებითი იურიდიული სტატუსის გაუქმებას გეგმავს – ვის შეეხება პრეზიდენტის განკარგულება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 530 000-ზე მეტი მიგრანტისთვის დროებითი იურიდიული სტატუსის გაუქმებას გეგმავს. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, საუბარია აშშ-ში სპეციალური პროგრამის ფარგლებში შესულ მიგრანტებზე, პროგრამა კი ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროს, 2023 წელს შემოიღეს.

ინფორმაციის თანახმად, ტრამპის ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული მიგრანტების აშშ-ში დროებითი ყოფნის პროგრამების მოქმედების ვადა 24 აპრილს დასრულდება.

“ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს გააუქმოს დროებითი იურიდიული სტატუსი 530 000-ზე მეტი ადამიანისთვის, რომლებიც შეერთებულ შტატებში კუბადან, ჰაიტიდან, ნიკარაგუადან და ვენესუელიდან ჩავიდნენ”, – ნათქვამია სტატიაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შიო მესამე – ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ განსაზღვრა ჩვენი ერის ცხოვრება, წარმოშვა უამრავი დიდი ადამიანი, აგვაშენებინა ტაძრები, ჩამოაყალიბა ეროვნული იდენტობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღესთან დაკავშირებით ფოკაში იმყოფება.პატრიარქმა ფოკაში პარაკლისი აღავლინა და შემდეგ იქადაგა.„გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, დღეს წმინდა ეკლესია აღნიშნავს სულიწმინდის დღეს, ასევე წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს შემობრძანებას საქართველოში. სულიწმინდის დღე, რომელიც დღეს აღინიშნება, მჭიდროდ უკავშირდება გუშინდელ დღესასწაულს, სულთმოფენობას, რომელიც ჩვენ ვიზეიმეთ. სულიწმინდა, ღმერთი, რწმენა უდიდეს სიხარულს ფენს ჩვენს მორწმუნეთა გულებს, რადგან სულიწმინდის რწმენასთან დაკავშირებულია ყველაზე მთავარი ქრისტიანული სასოება და მოლოდინები. როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, სულიწმინდის მოვლინების გამო დაითმინა მან საშინელი ტანჯვა და სიკვდილი. ამას ნიშნავს მისი სიტყვები, უმჯობესია თქვენთვის, მე წავიდე, რადგან მე თუ არ წავალ, ნუგეშინის მცემელი ვერ მოვა თქვენთან, ხოლო თუ წავალ, მე მოგივლენთ მას. აი, სულთმოფენობის შემდეგ აღსრულდა მისი ნათქვამი და ამიერიდან საფუძველი დაედო დედამიწაზე ქრისტეს ეკლესიას, რომელშიც მოქმედებს და სუფევს სულიწმინდა. გილოცავთ ამ დღესასწაულს. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, სულიწმინდის მადლის მოხვეჭა უნდა იყოს მთავარი მიზანი ქრისტიანის ცხოვრების, რამეთუ ამაში მდგომარეობს სულის ცხონება, რომ უფალს სათნო ვეყოთ სულიწმინდის მადლის მოხვეჭით. მხოლოდ სულიწმინდის მიერ შეიძლება გაიხსნას ჩვენში სასუფეველი ღვთისა, რომელზეც ბრძანებს უფალი იესო ქრისტე, რომ სასუფეველი ღვთისა თქვენშია, უნდა ვეძიოთ პირველად სასუფეველი ღვთისა. ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენთვის სულიწმინდის რწმენას. შემთხვევითი არ არის, რომ წელს, საიუბილეო წელს სულიწმინდის დღის დღესასწაული დაემთხვა წმინდა ნინოს შემობრძანებას საქართველოში. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ, მოციქულ ანდრია პირველწოდებულის, მოციქულ სიმონ კანანელის და სხვა მოციქულების მსგავსად, რომლებმაც ჩვენს მიწა-წყალზე იქადაგეს, წმინდა ნინოც იყო განტკიცებული და აღვსილი იმავე სულიწმინდის ძალით, მადლით და ძალით მოაქცია მან ჩვენი ერი ქრისტეს სარწმუნოებაზე. წმინდა ნინოსადმი მიძღვნილ ლოცვებში და საგალობლებში წმინდა ეკლესია მას უწოდებს „დედისა ღვთისა საკუთარ მოწაფეს“ და ეს ჭეშმარიტად ასეა. ისევე როგორც ანდრია პირველწოდებულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მიანდო დედა ნინოს საქართველოს მოქცევა და ქრისტეს ჭეშმარიტებაზე, ქრისტეს ნათლით განათლება. მიანდო ამ ნორჩ ქალწულს ეს უდიდესი მისია, რითაც გამოვლინდა დედა ღვთისმშობლის განსაკუთრებული დედობრივი ზრუნვა თავის წილხვედრ ქვეყანაზე, საქართველოზე.ათას შვიდასი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა ნინოს სიტყვით მოქცეულმა ქართველმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ეს არ იყო მხოლოდ რელიგიური თარიღი და მოვლენა, არამედ ამ თარიღმა განსაზღვრა მთელი ჩვენი ერის შემდგომი ცხოვრება. წარმოშვა უამრავი დიდი ადამიანი, მოღვაწე და წმინდანი, ამ მოვლენამ აგვაშენებინა საოცარი ტაძრები, მონასტრები, შეგვაქმნევინა უნიკალური თვითმყოფადი ქრისტიანული კულტურა, რწმენამ ჩამოაყალიბა ჩვენი თვითმყოფადი, ეროვნული, სარწმუნოებრივი იდენტობა.ძალიან ამაღელვებელია აქ ყოფნა, ფარავნის ტბასთან, ჯავახეთის ამ მადლიან მიწაზე, საიდანაც დაიწყო ის დიდი სულიერი გზა, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა ქართველი ერი და სრულიად საქართველო გაქრისტიანებამდე. როგორც მოგეხსენებათ, უკვე მრავალი წელია, ყოველ ამ დღეს, პირველ ივნისს მორწმუნეები იწყებენ მსვლელობას წმინდა ნინოს გზაზე, რითაც გამოხატავენ მისდამი პატივისცემას, ამყარებენ ერთგვარ ისტორიულ კავშირს მის ღვაწლსა და პიროვნებასთან. მინდა, დღეს დავლოცო ყოველი მონაწილე წმინდა ნინოს გზისა, სასულიერო პირები თუ საერო პირები, ღმერთმა დაგლცოთ და გაგაძლიეროთ. მინდა, განსაკუთრებით დავლოცო ის სამღვდელო და სამონაზვნო დასი, რომელიც მოღვაწეობს ჯავახეთის წმინდა მიწაზე და თავისი ღვაწლით მართლმადიდებლობის, ქართული ენის, ჩვენი ტრადიციებისა და ღირსების სადარაჯოზე დგანან. ვევედროთ წმინდა ნინოს, დაგვლოცოს, დაიფაროს ჩვენი სამშობლო, საქართველო. დედა ღვთისმშობლის მეოხებით და წმინდა ნინოს ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო“, – განაცხადა შიო მესამემ ქადაგებისას.

„ტრანსფერმარკტზე“ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 50 მილიონი ევროთი გაიზარდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 140 მილიონი ევრო გახდა – ასეთია „ტრანსფერმარკტის“ განახლებული მონაცემები. აქამდე ქართველი ვარსკვლავის ფასი 90 მილიონი ევრო იყო.ეს კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის შედეგია, სადაც „პარი სენ-ჟერმენის“ ლიდერმა 10 გოლი გაიტანა, ექვსი საგოლე გადაცემა მიითვალა, სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა და სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.განახლებული მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა და 248,5 მილიონი ევრო გახდა.ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი მოთამაშეები:1. ხვიჩა კვარაცხელია, „პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი) – 140 მილიონი ევრო;2. გიორგი მამარდაშვილი, „ლივერპული“ (ინგლისი) – 28 მილიონი ევრო;3. გიორგი მიქაუტაძე, „ვილიარეალი“ (ესპანეთი) – 28 მილიონი ევრო;4. ზურიკო დავითაშვილი, „სენტ-ეტიენი“ (საფრანგეთი) – 12 მილიონი ევრო;5. ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ (ავსტრია) – 5.50 მილიონი ევრო.საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი – 248.25 მილიონი ევრო.

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილედ ია ახალაია დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ  თანამშრომლებს ახალი მოადგილე, ია ახალაია წარუდგინა.მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიურ ხარისხს სამართალმცოდნეობაში. აქვს საჯარო უწყებებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კერძოდ, 2020-2025 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი, ხოლო ამ დრომდე მას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.შემოსავლების სამსახურის უფროსმა ია ახალაიას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე პაატა კილაძე,  მოადგილეები - მიხეილ ჩოკოშვილი, ლევან წითელაშვილი, ირაკლი შარტავა და ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები.

პაატა იმნაძე – საქართველოში დენგეს ვირუსის შემოტანილი შემთხვევები ყოველწლიურად გვაქვს, არ არსებობს რეალური რისკი, რომ ვირუსი ჩვენს ქვეყანაში გავრცელდეს

საქართველოში დენგეს ადგილობრივი შემთხვევა არასდროს ყოფილა. შემოტანილი შემთხვევები ყოველწლიურად გვაქვს, შეიძლება წელიწადში რვამდე იყოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.მისივე თქმით, პაციენტი, რომელსაც დენგეს ვირუსი დაუდასტურდა, გამოჯანმრთელებულია და თავის ქვეყანაში დაბრუნდა.ამასთან, როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, საქართველოში დენგეს ვირუსის გავრცელების რეალური რისკი არ არსებობს.„მთავარია, რომ ადგილობრივი გადაცემა ჩვენთან არ არის აღწერილი. მაგალითად, სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ადგილობრივი შემთხვევები უკვე აღწერილია და ეს გადამტანით გადაცემადი დაავადებაა. ასე რომ, გადამტანი თუ არ არის, იქ ვერ გავრცელდება. პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია. საავადმყოფოში, სადაც იწვა, ჩატარებულია დეზინფენქცია, ანუ მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებები. ეს ჩვეულებრივი პროტოკოლია. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს. პაციენტი გამოჯანმრთელებულია და თავის ქვეყანაში დაბრუნდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა.

გურამ მაჭარაშვილი – პეტერ ფიშერი თავს ესხმის ქართულ სახელმწიფოს, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, გერმანიის ელჩი ასრულებს არა დიპლომატის, არამედ რადიკალი ოპოზიციონერის ფუნქციას

პეტერ ფიშერის განცხადებები კრიტიკული არ არის, ის პირდაპირ თავს ესხმის და შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს პეტერ ფიშერის მიერ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ფიშერი ამბობს: „საქართველოში ძალაუფლებაში ვინც არიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ეს არ არის მათ ინტერესში, თუმცა მათ არ შეუძლიათ, ეს უთხრან მოსახლეობას“.გურამ მაჭარაშვილის თქმით, პეტერ ფიშერი დიპლომატიური ჩარჩოდან გადის.„დიდი ხანია, ამ ჩარჩოდან გასულია, როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებს, რაც მისი საქმე არ არის და ერევა პოლიტიკაში, რაც, ასევე, მის ფუნქციებში არ შედის. პეტერ ფიშერთან მაქვს კითხვა – გერმანიას როგორ ჰგონია, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი? აბა, მათი საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტს გადახედოს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ხომ არ აქვს პრეტენზიები? რამდენადაც ვიცი, გერმანიას საიტზე, როგორც პრეზიდენტი, ჰყავს ისევ ზურაბიშვილი და ვის მიმართ აქვს კითხვები? დღევანდელი პრეზიდენტის, ყაველაშვილის მიმართ აქვთ კითხვა, თუ ზურაბიშვილის მიმართ? ბატონო ელჩო, აბა, გადახედეთ, ვინ გყავთ პრეზიდენტად. ანუ, ვის მიმართ გაქვთ პრეტენზიები? თქვენი აზრით, დღეს თუ ისევ ზურაბიშვილია პრეზიდენტი, მაშინ ზურაბიშვილს მოჰკითხონ პრეტენზიები. თუ აღიარებენ, რომ დღეს ყაველაშვილია პრეზიდენტი, მაშინ მათ საიტზე ისევ ზურაბიშვილი რატომ არის? ასე ემართება ყველა იმ ადამიანს, დიპლომატს, პოლიტიკოსს, თუ არაპოლიტიკოსს, რომელიც თავის ფუნქციებს არ ასრულებს და სხვა სახელმწიფოს საქმეებში უხეშად ერევა. სამწუხაროა, მაგრამ გერმანიის ელჩი დღეს დიპლომატის ფუნქციას არ ასრულებს, ის ასრულებს რადიკალი ოპოზიციონერის ფუნქციას. როგორ შევყვეთ ახლა?“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ბოლო სიახლეები