ხუთშაბათი, ივნისი 18, 2026

ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს – „სქაი ნიუსი“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა უკრაინის თანხმობას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე.

„ჩვენ გვსურს, უკრაინაში ომი დასრულდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსეთთან შეხვედრას დღეს ან ხვალ გამართავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ხელოვნება და კულტურა — ხიდი ირანსა და საქართველოს შორის: ირანის ელჩის შთაბეჭდილებები თბილისის ხელოვნების სასახლიდან“

,,დღეს მომეცა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, საკმაოდ ხანგრძლივად დამეთვალიერებინა თბილისის ხელოვნების სასახლე — დიდებულ შენობა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს კულტურული ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს ინახავს, არამედ გვიყვება იმ ხელოვანის ცხოვრების ისტორიასაც, რომლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა როგორც საქართველოს ისტორიულ მეხსიერებაში, ისე ირანის კულტურული და ცივილიზაციური მემკვიდრეობის ნაწილის შენარჩუნებაში. ამ ისტორიული სახლის დარბაზებსა და ოთახებში სეირნობამ დამაფიქრა მისი მფლობელის ბედსა და მისი ცხოვრების აღმასვლასა და დაღმასვლაზე. მისი სიცოცხლის ბოლო წლების სირთულეების გაცნობამ ჩემზე ღრმა ემოციური და ადამიანური შთაბეჭდილება მოახდინა და კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ მრავალი დიდი ხელოვანი უფრო მეტად მომავლისთვის და ხალხთა კოლექტიური მეხსიერებისთვის იღწვის და ქმნის, ვიდრე საკუთარი ეპოქისთვის. თუმცა ამ ვიზიტისას ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე მასპინძლების გულთბილობამ, გულწრფელობამ და ცოდნამ მოახდინა. ამ დაწესებულების ხელმძღვანელებთან და სპეციალისტებთან საუბარმა კიდევ ერთხელ დამანახა, რომ კულტურა და ხელოვნება არის ენა, რომელიც საზღვრებსა და პოლიტიკაზე მაღლა დგას — ენა, რომელსაც შეუძლია ხალხების დაახლოება და საზოგადოებებს შორის მყარი ხიდების გადება. იმ ნამუშევრებსა და დოკუმენტებს შორის, რომლებიც დღეს ვიხილე, იყო ისეთი ნიმუშებიც, რომლებიც ჩემთვის, როგორც ირანის მოქალაქისთვის, სიამაყისა და ღირსების წყაროა. იმის დანახვამ, რომ ირანის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი ასეთი პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით არის დაცული, ჩემში კიდევ უფრო გააძლიერა ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის განცდა ჩვენს ორ ერს შორის. ამიტომ მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს, ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელობას და ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროს. ამ ნიმუშების დაცვა მხოლოდ ისტორიული ნივთების შენახვა არ არის; ეს არის ხალხთა საერთო მეხსიერებისა და იმ მემკვიდრეობის დაცვა, რომელიც ყველას გვეკუთვნის. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ირანსა და საქართველოს შორის კულტურული და სახელოვნებო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას — ერთობლივი გამოფენებიდან და შემოქმედებითი სახელოსნოებიდან დაწყებული, მუსიკალური და კულტურული პროგრამებით დასრულებული, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ახალგაზრდებს უფრო მეტად გააცნობს ჩვენს საერთო ისტორიას, ხელოვნებასა და სილამაზეს. ხალხები ზოგჯერ პოლიტიკის მეშვეობით უახლოვდებიან ერთმანეთს, მაგრამ სწორედ ხელოვნება და კულტურა აქცევს მათ მეგობრობას ხანგრძლივ და მტკიცე ურთიერთობად''--ამის შესახები ირანის ელჩი ალი მოჯანის სოციალურ ქსელში წერს.

ლევან ბეჟაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია, მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლის დაკარგვა, ფინანსური საკითხები, ჩვენ არ გვაქვს კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია. ამის შესახებ ბეჟაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლის დაკარგვა, ფინანსური საკითხები და მათ არ აქვთ კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება.ამასთან, ბეჟაშვილის განცხადებით, პარტია იყო და უნდა დარჩეს ერთადერთ პლატფორმად, სადაც თავმჯდომარეებს ხალხი ირჩევდა.„მეგობრებო, მოდით, შევხედოთ რეალობას და ღიად ვთქვათ ის, რაც ბოლო ორი წელია, ყველამ ვიცით: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია. ბოლო პერიოდის სტაგნაცია, ამომრჩევლის დაკარგვა, შიდაპარტიული კომუნიკაციის პრობლემები და ფინანსური საკითხები, პოლიტიკური უმოქმედობა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. ჩვენი პარტია იყო და უნდა დარჩეს ერთადერთ პლატფორმად, სადაც თავმჯდომარეებს ხალხი ირჩევდა. საგამონაკლისო წესით დანიშვნების დრო გამონაკლისად უნდა დარჩეს (ერთი შემთხვევა იყო ასეთი). დღეს სწორედ არაორდინალური, თამამი და რადიკალური გადაწყვეტილებების დროა.მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება ივლისში სრული შიდა არჩევნების ჩატარების შესახებ არის ერთადერთი სწორი გზა. უკვე არსებული კრიზისის მიზეზების სწორი ანალიზი, იმავდროულად, პარტიის გახსნა ახალი, ენერგიული ადამიანებისთვის – ეს პროცესი ახალი ხედვების ნამდვილი შეჯიბრი უნდა გახდეს.ჩვენი პარტიის ფუნდამენტური კოდი ყოველთვის იყო არჩევითობა და გამბედაობა. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ყოველთვის არაორდინალური, რადიკალური და თამამი ნაბიჯებით იმარჯვებდა. როდესაც სისტემა ჭედავს, მას სჭირდება სრული გადატვირთვა. არჩევანი მარტივია: ან ვინარჩუნებთ კომფორტის ზონას და ვეგუებით ნელ სტაგნაციას, ან რისკზე მივდივართ, ვხსნით კარებს ახალი ადამიანებისთვის და ვიბრუნებთ გამარჯვებულის მენტალიტეტს. ჩვენ არ გვაქვს კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება. ივლისში ენმ-ს სრული რეფორმა და გადატვირთვა გარდაუვალია. მომავალი ეკუთვნის მათ, ვისაც ბრძოლა და რისკის გაღება შეუძლია და არა მათ, ვინც სტატუს კვოს შენარჩუნებას ცდილობს“, – წერს ლევან ბეჯაშვილი.

ემანუელ მაკრონი – აშშ-ის და ირანის შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს დაასრულებს და ეკონომიკურ არასტაბილურობას აღმოფხვრის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთის აშშ-ის და ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებებს მიესალმება. მისივე თქმით, შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს დაასრულებს და ეკონომიკურ არასტაბილურობას აღმოფხვრის. „ჩვენ შევთანხმდით, რომ ჰორმუზის სრუტეში გადასახადის გარეშე გავლა ამ შეთანხმების ქვაკუთხედია და ეს ახლავე იწყება“, – განაცხადა მან. მაკრონის თქმით, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ შეთავაზება ჰორმუზის სრუტეში მონიტორინგის შესახებ, საზღვაო ნაკადების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეუწყობს ხელს. საფრანგეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ევიანში „დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ და მისი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობენ ხელს. მაკრონის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის „ძალათა ბალანსი“ შეიცვალა, უკრაინის ძალები ახლა „წინ მიიწევენ, ხოლო რუსეთი უკან“.

თინა ბოკუჩავა სააკაშვილის განცხადებაზე: მოულოდნელი იყო და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა.„მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ნანუკა ჟორჟოლიანია. სააკაშვილის თქმით, პარტიაში ძირეული ცვლილებები იქნება.

მიხეილ სააკაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ჩემი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი – პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003...

ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი - ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან და ასევე ახლებთან ერთად, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ივლისში ყველა თანამდებობის პირს „ნაციონალურ მოძრაობაში“ უმთავრდება ვადა. სააკაშვილის განმარტებით, აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, „რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს“.„რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებებს - ისინი იქნება ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს.ივლისში ყველა თანამდებობის პირს პარტიაში უმთავრდება ვადა. აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს.ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს. ამავე დროს ვთავაზობ არჩევნების პროცესში შემოვიდეს ყველა, ვისაც რეფორმების სურვილი და ხედვა აქვს. ასევე არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება ყველას და ეს უნდა იყოს ხედვების შეჯიბრი.ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან და ასევე ახლებთან ერთად. ამ ყველაფერში მათ აქვთ ჩემი სრული ნდობა.სხვა პარტიების უმრავლესობისგან განსხვავებით ენმ არ არის არც ბიზნეს-პროექტი, არც 1 ადამიანის მართული პარტია. ის ქვემოდან ზემოთ იმართება მრავალრიცხოვანი სახალხო ბაზით და ამ მხარდამჭერების პოზიცია ჩვენთვის გადამწყვეტია.ეს ყველაფერი აუცილებელია და გადაუდებელია, განსაკუთრებით ჩემი, „ხაბეს“, ირაკლი ნადირაძის და სხვა ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში.ჩვენი და საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია!“- წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

ბოლო სიახლეები