ამერიკის შეერთებული შტატები სირიას მალე დატოვებს. განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
თეთრი სახლის განმარტებით, ეს მას შემდეგ მოხდება რაც შეერთებული შტატები ექსტრემისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” გაანადგრებს.
მარტის დასაწყისში რონალდ რეიგანის ასისტენტმა დონალდ ტრამპს მოუწოდა გამარჯვება გამოაცხადოს სირიაში და ამერიკელი ჯარისკაცები სახლში დროულად დააბრუნოს.
სირიის ომის შვიდი წლისთავი 2018 წლის 15 მარტს შესრულდა. 21-ე საუკუნის ყველაზე სისხლიან კონფლიქტში ასი ათასობით ადამიანი დაიღუპა.