პარასკევი, თებერვალი 21, 2025

ტრამპის განკარგულებით, ტრანსგენდერი პირებისთვის სამხედრო სამსახური იზღუდება – მამაკაცის მტკიცება, რომ ქალია და სხვებმა პატივი სცენ ამ სიცრუეს, არ შეესაბამება სამხედროსგან მოთხოვნილ თავმდაბლობასა და თავგანწირვას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსცა ახალი აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც ტრანსგენდერი პირებისთვის სამხედრო სამსახურს ზღუდავს.

განკარგულების თანახმად, შეიარაღებული ძალების მისიაა ამერიკელი ხალხისა და სამშობლოს დაცვა. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ამ მისიის შესრულება მოითხოვს მკაცრ ფოკუსირებას მეომრის სულისკვეთების განვითარებაზე.

განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ „გენდერული იდენტობის“ გამოხატვა, რომელიც განსხვავდება პირის სქესისგან, ვერ აკმაყოფილებს სამხედრო სამსახურისთვის საჭირო მკაცრ სტანდარტებს.

„მამაკაცის მტკიცება, რომ ის არის ქალი და მისი მოთხოვნა, რომ სხვებმა პატივი სცენ ამ სიცრუეს, არ შეესაბამება სამხედრო მოსამსახურისგან მოთხოვნილ თავმდაბლობასა და თავგანწირვას“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის ბრძანებაში.

ამასთან, ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნულია: „ბოლო დროს შეიარაღებულ ძალებზე ზეგავლენას ახდენს რადიკალური გენდერული იდეოლოგია იმ აქტივისტების დასაკმაყოფილებლად, რომელთაც არ აინტერესებთ სამხედრო სამსახურის მოთხოვნები, როგორიცაა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, თავგანწირვა და ერთიანობა“.

განკარგულებაში ასევე ვკითხულობთ: „პიროვნების სქესისგან განსხვავებული ყალბი „გენდერული იდენტობის“ გამოხატვა ვერ დააკმაყოფილებს სამხედრო სამსახურისთვის საჭირო მკაცრ სტანდარტებს. შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დაიცვან ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის მაღალი სტანდარტები, რათა უზრუნველყონ, რომ ჩვენს სამხედრო ძალებს შეუძლიათ განლაგება, ბრძოლა და გამარჯვება, მათ შორის მკაცრ პირობებში“.

თავდაცვის მდივანს დაევალა, 60 დღის ვადაში განაახლოს სამხედრო სამსახურის სამედიცინო სტანდარტები ამ ბრძანებულების მიზნებისა და პოლიტიკის შესაბამისად. ასევე, უნდა გამოიცეს დირექტივები „გამოგონილი და იდენტიფიკაციაზე დაფუძნებული ნაცვალსახელების“ გამოყენების დასასრულებლად.

განკარგულების თანახმად, იკრძალება შეიარაღებულ ძალებში მამრობითი სქესის პირების მიერ ქალებისთვის განკუთვნილი საძინებელის, გამოსაცვლელის, თუ საშხაპე ობიექტების გამოყენება და პირიქით, გარდა განსაკუთრებული ოპერატიული აუცილებლობის შემთხვევებისა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნიკა გვარამია – ცივილიზებული სამყაროს ლიდერი არის ზელენსკი

ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და გავლენაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკის ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკად გარდამქმნელი არის ზელენსკი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს. აღნიშნული გვარამიამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „ვინც რასაც არ უნდა ამბობდეს, ვინც რომელ ქვეყანასაც არ უნდა წარმოადგენდეს, ვისაც რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს 2022 წლის ვიდეოს «Президент тут» შემდეგ, ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და გავლენაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკის ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკად გარდამქმნელი არის უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი. წერტილი“, – წერს ნიკა გვარამია.

გთხოვთ გავავრცელოთ, ბათუმში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ბათუმში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ,,ეძებენ ახალგაზრდას, იაკობი ჰქვია. სავარაუდოდ, ისეა ჩაცმული, როგორც ფოტოზე. 20 საათზე მეტია, რაც სახლიდან გავიდა, გათიშული აქვს ნომერი, ვერავინ უკავშირდება, ვერც ოჯახის წევრები. არ მისულა არც მშობლის სახლში და არც დასთან. არ გამოცხადებულა გამოცდაზე. ბოლოს იყო ვარკეთილის ტერიტორიაზე. გთხოვთ, თუ სადმე შენიშნეთ, დარეკეთ: 568771848“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ ყაველაშვილი – გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს, მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს დამფუძნებელი აქტი, რომელმაც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის საფუძველი შექმნა. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს, მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ქვეყნის კონსტიტუცია მიიღო. ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს დამფუძნებელი აქტი, რომელმაც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის საფუძველი შექმნა. გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს! ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, ერთობას და წინსვლას“, – წერს ყაველაშვილი.  

ვლადიმერ გუცაევი – თუ გინდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია იხილო, თავის ადგილზე უნდა ათამაშო

„მე არ მომეწონა, ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთში რომ გადავიდა“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ლეგენდარულმა ქართველმა თავდამსხმელმა, ვლადიმერ გუცაევმა განაცხადა. „ჯერ ჩემპიონატები შევადაროთ. მე ვარ რეალისტი და ჩემთვის საფრანგეთის ჩემპიონატი არაფერს ნიშნავს. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ ხვიჩა თუ არ თამაშობს, საფრანგეთის ლიგის მატჩს ვუყურო. ახლაც მხოლოდ მაგის ხათრით ვუყურებ. ეს დაახლოებით ისეთივე ამბავია, როგორიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში თბილისის „დინამოს“ სრული დომინაცია. კარგი ის არის, რომ პსჟ-ში ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად ითამაშებს, თორემ გახსოვთ, ნეიმარი „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ რომ გადავიდა? კი არ გაიზარდა, რეგრესი განიცადა. ისიც ფაქტია, რომ მესი ჩავიდა და მანაც ვერაფერი გააკეთა. მეორე თემასაც შევეხები – რომ დავინახე, ხვიჩას ცენტრფორვარდის პოზიციაზე ათამაშებდნენ, გამიკვირდა. იტალიაში ის ფლანგზე თამაშობდა, რაც აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციაა და სხვა უნარებს მოითხოვს. როგორც შენგელია ვერ იქნებოდა გამორჩეული ფლანგზე ან დათო ყიფიანის პოზიციაზე, ასე ვერ ითამაშებდა ცენტრფორვარდად გუცაევიც – ამავეს ვფიქრობ კვარაცხელიაზეც. ხვიჩა მარცხენა გარემარბია. თუ გინდა, რომ მისი საუკეთესო ვარიანტი იხილო, თავის ადგილზე უნდა ათამაშო. მაგრამ იქ უკვე არის ბარკოლა, ამიტომ ლუის ენრიკე კვარაცხელიასთვის პოზიციის ძიებაშია – ხან სად ათამაშებს და ხან სად“, – განაცხადა გუცაევმა.

შსს განცხადებას ავრცელებს

შსს განცხადებას ავრცელებს. ,,გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ბოლო პერიოდში მიმდინარე შეკრება/ მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ. საზოგადოების დამატებით ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ გადაცდომას და ითვალისწინებს ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ბოლო პერიოდში საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია/მანიფესტაციის მონაწილეები მიზანმიმართულად და ხელოვნურად ახდენენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, ისე რომ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან მუდმივად ხდება ზემოაღნიშნულ სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული სახდელის შეფარდება. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ სამართალდამრღვევს განემარტება, რომ თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო ქვითარს, უფლებამოსილია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და წარმოადგინოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები. საჩივრის განხილვის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოების დამატებით დეტალურ გამოკვლევას და საჩივარზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები