“აშშ-თურქეთის ურთიერთობები კრიზისშია”, – განცხადება ანკარაში ვიზიტად მყოფმა რექს ტილერსონმა გააკეთა და განმარტა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი იწყება. ამის შესახებ Aljazeera წერს.
ერთობლივ პრესკონფერენციზე ცნობილი გახდა, რომ ურთიერთობის ნორმალიზების მექანიზმი შეიქმნება, რომლის პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის მარტში გაიმართება.
საუბარი შეეხო სირიაში არსებულ ვითარებასაც. პრესკონფერენციაზე რექს ტილერსონმა განმარტა, რომ აშშ-ს და თურქეთს სირიასთან დაკავშირებით საერთო პოზიცია აქვთ. ცნობილია, რომ ორ ქვეანას შორის ვითარების დაძაბვის ერთ-ერი საფუძველი სირიაში ოფიციალური ვაშინგტონის მიერ ქურთული სამხედრო ჯგუფების მხარდაჭერაა.
მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრამდე რექს ტილერსონი თურქეთის პრეზიდენტს შეხვედრა.