პარასკევი, ნოემბერი 8, 2024

ტატუნაშვილის მამა პრემიერს და თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის

საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა პრემიერ-მინისტრს და თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის. გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ცხედრის მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალვით მისი შვილის უკანასკნელი ანდერძი შესრულდება.

“მადლობა მინდა პრემიერმინისტრს გადავუხადო, უღრმესი მადლობა თავდაცვის მინისტრს, იზორიას, რომ ჩემი შვილის უკანასკნელი ანდერძის შესრულებაში დაგვეხმარნენ და მოგვცეს საშუალება ძმათა სასაფლაოზე დავკრძალოთ. მადლობა მინდა მთლიანად ქართულ საზოგადოებას გადავუხადო თანადგომისთვის”,- განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს ქანდას სასაფლაოზე უნდა დაეკრძალათ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს  გადმოასვენეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ველოდებით, რომ ჩემი მეგობარი ტრამპი უარს იტყვის ძველი ადმინისტრაციის არასწორ პოლიტიკაზე და ომების დასრულების მხარეს დადგება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი ომების შეჩერებაზე იმუშავებს. ერდოღანის თქმით, ის ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პირადად ესაუბრა და სატელეფონო დიალოგისას ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. „მქონდა სატელეფონო დიალოგი დონალდ ტრამპთან. მივულოცე ისტორიული გამარჯვება არჩევნებში და ყურადღება გავამახვილეთ ღაზასა და ლიბანში მიმდინარე სისხლისღვრაზე. ჩვენ ველოდებით, რომ ჩემი მეგობარი ტრამპი თავის მეორე ვადის განმავლობაში უარს იტყვის ძველი ადმინისტრაციის არასწორ პოლიტიკაზე. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი ომების დასრულების მხარეს დადგება“, – აღნიშნა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას.

თელაველი სპორტსმენი, ვახტანგ ჩიდრაშვილი სამბოში ვიცე-ჩემპიონია

თელაველი სპორტსმენი,  ვახტანგ ჩიდრაშვილი სამბოში ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთში მიმდინარეობდა, სადაც ჩიდრაშვილი ფინალში გავიდა და 58 კგ წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. „ხელზე ოპერაცია დაახლოებით 10 თვის წინ ჩაუტარდა, წანაზარდები ჰქონდა, საკმაოდ რთული ოპერაცია იყო. ამ ეტაპზეც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და არ გვეგონა, ასეთ შედეგს თუ დადებდა. მაგრამ საბედნიეროდ, კვლავ მივაღწიეთ წარმატებას." - განუცხადა ,,აიპრესს,, სპორტსმენის მეუღლემ, ია ჩიდრაშვილმა. ცნობისათვის, ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიოს 6-გზის ევროპის 5-გზის ჩემპიონია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ დიმიტრი კუჭუხიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მკვლევრისა და პედაგოგის, დიმიტრი კუჭუხიძის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს კუჭუხიძის ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტსა და ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, დიმიტრი კუჭუხიძეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ნაყოფიერი 54 წელი აკავშირებს და ამ ხნის მანძილზე მან საუნივერსიტეტო საზოგადოებას და სტუდენტებს თავი დაამახსოვრა, როგორც მაღალკვალიფიციურმა, დიდბუნებოვანმა კოლეგამ და შესანიშნავმა პედაგოგმა. „78 წლის ასაკში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი დიმიტრი კუჭუხიძე გარდაიცვალა. მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი, რომელმაც მრავალი წარმატებული და მაღალკვალიფიციური კადრი აღზარდა. სამძიმარს ვუცხადებთ, კუჭუხიძეების ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტს და ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტს ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტს მის მეგობრებს, კოლეგებს და აღზრდილებს“, - აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში. დიმიტრი კუჭუხიძე დაიბადა 1946 წელს. 1970 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამშენებლო ფაკულტეტის თბოაირმომარაგების და ვენტილაციის სპეციალობით. იმავე წელს დაიწყო მუშაობა თბოაირმომარაგების და ვენტილაციის სპეციალობის კათედრაზე, 1985 წლიდან კი მოღვაწეობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოცენტად. 2021 წლიდან დღემდე იყო ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესები ძირითადად იყო სათბობის ეკონომიის საკითხები და ეკოლოგიის, კერძოდ, გამონაბოლქვი აირების გაწმენდის საკითხები. არის 20-ზე მეტი ნაშრომის ავტორი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ორ სპეცრაზმელს 12-12 წლით, ხოლო კუდის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო. "თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ამავე სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს. როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებითა და ხელშეწყობით, შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სპეცრაზმელებს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 12-12 წლით, ხოლო საგამოძიებო განყოფილების უფროსს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 13 პირის მიმართ დაიწყო. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე – ფართო რეგიონში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი, ჩვენ ამოცანაა, მოვხვდეთ მსოფლიო ქვეყნების სამეულში

ფართო რეგიონში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო კიდევ უფრო შეინარჩუნებს და განამტკიცებს ლიდერის პოზიციას ამ სფეროში. „ფართო რეგიონში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას. მე ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით პარლამენტში, ჩვენი ამოცანაა, რომ ევროპის სამეულში, მსოფლიოს სამეულში გავიდეთ უახლოესი წლების განმავლობაში და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირებულიყო კორუფცია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო განვამტკიცებთ ლიდერის პოზიციას ამ სფეროში. კანდიდატი ქვეყნები რომ ავიღოთ, თქვენ იცით, რამხელა პრობლემებია უკრაინაში, მოლდოვაში კორუფციის კუთხით. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს შორის ვიყოთ ლიდერი და არა მხოლოდ 7-8 ქვეყანას გავასწროთ ევროკავშირში, არამედ მოვხვდეთ მსოფლიო ქვეყნების სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ამისათვის ყველანაირი საფუძველი არსებობს და ამისათვის მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები