ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026

ტატუნაშვილის მამა პრემიერს და თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის

საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა პრემიერ-მინისტრს და თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის. გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ცხედრის მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალვით მისი შვილის უკანასკნელი ანდერძი შესრულდება.

“მადლობა მინდა პრემიერმინისტრს გადავუხადო, უღრმესი მადლობა თავდაცვის მინისტრს, იზორიას, რომ ჩემი შვილის უკანასკნელი ანდერძის შესრულებაში დაგვეხმარნენ და მოგვცეს საშუალება ძმათა სასაფლაოზე დავკრძალოთ. მადლობა მინდა მთლიანად ქართულ საზოგადოებას გადავუხადო თანადგომისთვის”,- განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს ქანდას სასაფლაოზე უნდა დაეკრძალათ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს  გადმოასვენეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი ირანზე – სჯობს, წესიერად მოიქცნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა საჯაროდ დაესახელებინა ვადა, რომელსაც ის ირანს აძლევს, სანამ ქვეყნის ხიდებზე დარტყმებს განახორციელებს, - ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.„არ მიყვარს ვადების დაწესება, მაგრამ მათ თითქმის ყველაფერი იციან. ირანშია საქმე. სჯობს, წესიერად მოიქცნენ“, - განაცხადა ტრამპმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას აძლევს თუ არა ის ირანს ვადას, სანამ აშშ ხიდების დაბომბვას დაიწყებს.შეგახსენებთ, აშშ-ის ძალებმა ირანის წინააღმდეგ მორიგი დარტყმები განახორციელეს. ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სამეთაურო ცენტრებზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობებზე, ასევე სანაპირო სადაზვერვო ინფრასტრუქტურაზე, რათა კიდევ უფრო შეესუსტებინათ ირანის უნარი, საფრთხე შეუქმნას უდანაშაულო მეზღვაურებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გამავალ კომერციულ გემებზე მსახურობენ.“

მარკო რუბიო – ბრაზილიის პრეზიდენტმა და მისმა მთავრობამ კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები არ აწარმოეს, დონალდ ტრამპმა სავაჭრო წარმომადგენლობას 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესება დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობას ბრაზილიიდან ექსპორტირებული საქონლის უმეტესი ნაწილისთვის 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესება დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ავრცელებს.„პრეზიდენტმა ლულამ და მისმა მთავრობამ აშშ-თან კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები არ აწარმოეს“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.მისივე თქმით, ბრაზილიის პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკა საზიანოა როგორც ამერიკელებისთვის, ისე ბრაზილიელებისთვის.„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლულამ ბრაზილიელი ხალხის კეთილდღეობისთვის სასარგებლო გარიგების დადებაზე წინ საკუთარი ეგო დააყენა და ეს ტარიფები ამის საფასურია“, – აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.როგორც, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილებას წელიწადნახევრიანი გამოძიება უძღოდა წინ, რომელმაც დაადგინა, რომ ბრაზილიის პოლიტიკა ციფრული ვაჭრობის, ტარიფების, ინტელექტუალური საკუთრების, ეთანოლზე წვდომისა და ტყეების გაჩეხვის მიმართულებებით აშშ-ის ვაჭრობას აზარალებს.

რას ამბობდა ბერი გაბრიელი არასწორად გადასახულ პირჯვარზე და ჩქარა წაკითხულ ლოცვაზე

წმ.ღირსი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი თავისი სწავლებებით ხშირად ანებივრებდა მის კელიაში მისულთ. აი, რას ამბობდა ის პირჯვარზე და ჩქარა წაკითხულ ლოცვაზე. “პირჯვარი აუცილებლად სწორად უნდა გამოისახოს, რადგან არასწორად გადაწერისას ბოროტნი კი არ გარბიან, არამედ იცინიან, ღვთისმშობელი კი წყრება. პირჯვრის გამოსახვისას მარჯვენა ხელი ჯერ შუბლთან უნდა მივიდოთ, შემდეგ – ჭიპის თავზე, მერე – მარჯვენა და მარცხენა მხარზე. მას, ვინც ჭიპის მაგივრად, გულზე იდებს ხელს – თავდაყირა ჯვარი გამოსდის. ჰაერშიც არ შეიძლება გამოსახვა, ხელი აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდოთ. პირჯვრის გადაწერისას ლოცვა უნდა ითქვას აუცილებლად, თუნდაც გულში, თორემ ისე მსახიობებიც კი იწერენ პირჯვარს. იღუმენია ქეთევან კოპალიანი იგონებს: მამა გაბრიელს არ მოსწონდა, როცა ვინმე ლოცვას ჩქარა კითხულობდა, შეაჩერებდა და ეტყოდა:”რატატატა, რატატატა… ლოცულობ თუ ჩხუბობ? რა ჩაპაევის “პულიმიოტივით” მიაყარე! გაზეთს ხომ არ კითხულობ?! შიშითა და მოწიწებით, აუჩქარებლად უნდა ილოცო. როცა ლოცულობ, გაიაზრე, ვის წინაშე დგახარ, ვის ესაუბრები, ქრისტე უხილავად არს ჩვენთან, სულ არს ღმერთი”.

საქართველოს 16 ივლისს თურქმენეთის პრეზიდენტი ეწვევა

16 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 11:30 საათზე გაიმართება.ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ.

უნდა გვახსოვდეს… გმირი დედა! დღეს ირინა ენუქიძის დაბადების დღეა

საზოგადოებამ ირინა ენუქიძე 2006 წელსგაიცნო. მისი შვილი, 27 წლის სანდრო გირგვლიანი, 2006 წლის 28 იანვარსოქროყანის სასაფლაოზე მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები – 6 მარტს დააკავეს, თუმცა ირინა ენუქიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ამტკიცებდა, რომ მკვლელობის ყველა მონაწილე არ დასჯილა.2007 წლის ივლისში მოსამართლე ლევან მურუსიძემ შეუმცირა სასჯელი სანდრო გირგვლიანის მკვლელებს. ევროსასამართლომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე აღნიშნა, რომ „გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები (მათ შორის სასამართლო) მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით 2015 წლის 22 დეკემბერს დააჯილდოვაირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ირინა ენუქიძე 28 აგვისტოსსაბურთალოს სასაფლაოზე შვილის, სანდრო გირგვლიანის, გვერდით დაკრძალეს.საზოგადოებამ ირინა ენუქიძე 2006 წელსგაიცნო. მისი შვილი, 27 წლის სანდრო გირგვლიანი, 2006 წლის 28 იანვარსოქროყანის სასაფლაოზე მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები – 6 მარტს დააკავეს, თუმცა ირინა ენუქიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ამტკიცებდა, რომ მკვლელობის ყველა მონაწილე არ დასჯილა.2007 წლის ივლისში მოსამართლე ლევან მურუსიძემ შეუმცირა სასჯელი სანდრო გირგვლიანის მკვლელებს. ევროსასამართლომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე აღნიშნა, რომ „გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები (მათ შორის სასამართლო) მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით 2015 წლის 22 დეკემბერს დააჯილდოვაირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ირინა ენუქიძე 28 აგვისტოსსაბურთალოს სასაფლაოზე შვილის, სანდრო გირგვლიანის, გვერდით დაკრძალეს.

ბოლო სიახლეები