პარასკევი, მაისი 2, 2025

ტარიელ მიქაცაძე – მიწისქვეშა და ზედაპირული სამუშაოები უნდა აღდგეს იმ პირობით, რომ მაღარო არჩევნების შემდეგ ისევ არ გაჩერდება, ჭიათურა არ დარჩება მშიერი და ისევ არ ექნება საბანკო პრობლემები

ყველას უნდა, მიწისქვეშა სამუშაოები და ზედაპირული სამუშაოები აღდგეს, მაგრამ უნდა აღდგეს იმ პირობით, რომ 5-6 თვეში არჩევნები რომ ჩაივლის, ისევ არ გაჩერდება მაღარო, ჭიათურა არ დარჩება მშიერი და ისევ არ ექნება საბანკო პრობლემები, – ამის შესახებ მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„აი, ამ გარანტიებს ითხოვენ მაღაროელები და არა იმას, რომ მხოლოდ ერთი ინვესტორის მეორეთი ჩანაცვლებით, რეალურად, არაფერი შეიცვალოს. ჩვენ ამ რეალობაში ვხედავთ, რომ ერთი ინვესტორი, უფრო სწორად, ერთი მმართველი, ვინც სპეციალისტს უწოდებს თავის თავს, უნდა ჩანაცვლდეს მეორეთი და არსებითად არაფერი არ იცვლება ჩვენთვის სასიკეთოდ. ასევე, აქვთ გეგმა, რომ 3 600-კაციანი სამუშაო ადგილები უნდა შემცირდეს 1 500-მდე, რაც გამოიწვევს ძალიან დიდ შიმშილს და სამუშაოების დაკარგვას თანამშრომლებში. ამას მოწმობს ის განცხადება, რა განცხადებაზეც ცდილობენ, ხელი მოაწერიონ ყველას. ხელის მოწერა ხდება ძალდატანებით, დაშინებით და ამ დაშინებასა და ძალდატანებაში მოქმედებს როგორც ადგილობრივი მერია, ასევე ჩართული არიან სოფლის გამგებლები, ადგილობრივი კომპანიის დირექტორები და ა.შ.“ – განაცხადა მიქაცაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იწვევს მაღაროელთა პროტესტს და არის თუ არა ახლა მთავარი პრობლემა უნდობლობა „ჭიათურ მენეჯმენტ კომპანისთან“ მიმართებაში, ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, რომ დიახ, მთავარი პრობლემა არის უნდობლობა.

„უნდობლობაა მთავარი პრობლემა. ჩვენ გვქონდა გაცხადებული, რომ ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო საუბარი, შეთანხმება, ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო ამ მაღაროების შემოწმება და დასკვნა ამის შესაბამისად. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ შეიძლება, არასწორი დასკვნა დადონ. მაგალითად, „იმედის“ ტელევიზია იყო შესული შუქრუთის მაღაროში, გადაიღო ისეთი უბნები, სადაც საერთოდ არ ყოფილა წლების განმავლობაში მოპოვება, გაუქმებულია ის უბნები და თქვა, აქ, უბრალოდ, მუშაობა აღარ შეიძლება, იმდენად არის დაზიანებულიო. ამიტომ, იქ ვინც შედის, არ ვენდობით იმ ადამიანებს და გვინდა, ჩვენი თვალით, ჩვენი გადაღებით დავაფიქსიროთ, რომ არ არის ისე კატასტროფულად საქმე. როგორც კომისიის პროცესში ვითხოვდით ჩართვას, ასევე ვითხოვთ შემოწმებების პროცესში ჩართვას. თითქოს ამ 62 დღის განმავლობაში ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ ქუჩაში, ასე ჩვენ გარეშე, ჩვენი გვერდის ავლით აკეთებენ ყველაფერს“, – განაცხადა მიქაცაძემ.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ევროკომისიის წარმომადგენელი მარკუს ლამმერტი – სერბეთმა უნდა დაადასტუროს, რომ იზიარებს ჩვენს პრინციპებს, რუსეთთან ურთიერთობა ჩვეულებრივად ვერ გაგრძელდება

სერბეთმა ევროკავშირი საკუთარ სტრატეგიულ კურსში დაარწმუნოს, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარკუს ლამმერტს 9 მაისს მოსკოვში სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.ლამმერტის თქმით, რუსეთთან და პუტინთან ურთიერთობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ ჩვეულებრივად ვერ გაგრძელდება„ევროკავშირი ყოველთვის ნათლად გამოხატავდა პოზიციას, რომელიც უნდა გაიზიაროს ყველა წევრმა და კანდიდატმა ქვეყანამ. რუსეთთან და პუტინთან ურთიერთობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ ჩვეულებრივად ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა ლამმერტმა.ლამმერტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოელის სერბეთისგან საერთო პრინციპებისა და ღირებულებების გაზიარებას, კერძოდ პუტინთან ურთიერთობა ვერ გაგრძელდება, როგორც ადრე.„სერბეთმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა და წევრობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ევროკავშირს სურს, სერბეთზე, როგორც სანდო პარტნიორზე დაყრდნობა საერთო პრინციპების, ღირებულებების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საკითხებში. ევროკავშირმა აბსოლუტურად ნათლად განუმარტა ჩვენს პარტნიორებს, განსაკუთრებით კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის სერბეთს, რომ რუსეთთან ურთიერთობა ვერ დარჩება ისეთი, როგორც ჩვეულებრივ, პუტინის რეჟიმის პირობებში და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესიული ომის ფონზე“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.ცნობისთვის, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ, ევროკავშირის მხრიდან მუქარის მიუხედავად, 9 მაისს მოსკოვში ჩავა. როგორც ვუჩიჩმა აღნიშნა, ევროკავშირში უფრო აქტუალური თემაა მისი მოსკოვში ვიზიტის გეგემები, ვიდრე ომი უკრაინაში და ევროპაში ელექტრომომარაგების შეფერხებები.მანამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მოსკოვში ზეიმში მონაწილეობა მიუღებელია, როცა რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. ხოლო ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა გააფრთხილეს ვუჩიჩი, რომ მოსკოვში ვიზიტი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა.

დავით მათიკაშვილი – საქართველოში კოალიციის შექმნის შანსი არ არსებობს, კოალიციურ მთავრობას საზოგადოების სათანადო მხარდაჭერა სჭირდება, რაც რადიკალებს არ აქვთ

საქართველოში „მაიდანიზაცია“ ვერ მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.მათიკაშვილის თქმით, მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყნის პროგრესს და არა „მაიდანიზაციას“.„საქართველოში „მაიდანიზაცია“ ვერ მოხდება. მათ მილიონ 120 ათასი ადამიანისგან პასუხი მიიღეს, რომელმაც მხარი ქვეყნის პროგრესს დაუჭირა და არა „მაიდანიზაციას“. კარგად ვიცით, მაიდანმა რა შედეგი მოიტანა, როგორ ჩამოიქცა უკრაინა და როგორ გახდა პროქსი ომის მონაწილე. საქართველოში ყველა ცვლილება კონსტიტუციის შესაბამისად გატარდება.რაც შეეხება კოალიციას, საქართველოში კოალიციის შექმნის შანსი არ არსებობს, რადგან ამ ექსტრემისტებს მხარდამჭერები არ ჰყავთ. კოალიციურ მთავრობას საზოგადოების სათანადო მხარდაჭერა სჭირდება, რაც რადიკალებს არ გააჩნიათ. „ქართული ოცნების“ რეიტინგი უფრო მეტია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე იყო. სალომე ზურაბიშვილის სავიზიტო ბარათი ტყუილები კი არის, მაგრამ მათ სიცრუეს ვერავინ აჰყვება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ ქუთაჰიაში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4,2 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.თურქეთს საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 15:51 საათზე დაფიქსირდა.ბიძგების ეპიცენტრი 12,55 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

გია ვოლსკი – სააკაშვილის განცხადებები საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე და იმ უბედურებაზე, რაც ქვეყანაში გააჩაღა, შემაძრწუნებელია და გამოხატავს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არსს

ათეულობით შემთხვევა იყო, როდესაც ქუჩაში ადამიანები მხოლოდ იმიტომ დახოცეს, რომ საქართველოში შიში დაენერგათ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები კომისიაზე და იმ უბედურებაზე, რაც ქვეყანაში გააჩაღა, შემაძრწუნებელია და გამოხატავს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არსს.„კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა როგორც არ უნდა შეაფასოს, ფაქტებია მძიმე და უტყუარი, თუ როგორ ხოცავდნენ ახალგაზრდებს. დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, თუ როგორ მოკლეს ქუჩაში ახალგაზრდა, აჭარელი ბიჭები, საზიზღრად, სადისტურად, საკონტროლო გასროლებით. საუბარია იმ ახალგაზრდებზე, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ. ასეთი ათეულობით შემთხვევა იყო, როცა ქუჩაში ადამიანები მხოლოდ იმიტომ დახოცეს, რომ საქართველოში შიში დაენერგათ. ჩვენ ფაქტებით ვსაუბრობთ და არა მოტანილი ზღაპრებით, რასაც სააკაშვილი პერიოდულად ახალგაზრდებს უყვებოდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სადისტების ლიდერი იყო.„სააკაშვილს რომ უსმინო, საქართველოში კულტურა მან ჩამოიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველები მასიურად ღიპიანი, ულვაშებიანი, ბრტყელკუდიანი ადამიანები იყვნენ, რომელთაც სადღეგრძელოების და ცეკვის გარდა, სხვა ცოდნა არ ჰქონდათ. სიმღერაც არ დაუსახელებია. უკრაინიდან, ეთერში თქვა, რომ საქართველოში კულტურის მომტანი ის ყოფილა. მრავალსაუკუნოვან და დიდი კულტურის ქვეყანაზე საუბრობს. მისი ბოროტი იდეა იყო, რომ საზოგადოება შეეცვალა და მორჩილი, შეშინებული გაეხადა. ამას აკეთებდა კიდეც და ამ თემებს კომისია იხილავს. მისი განცხადებები არა მხოლოდ კომისიის მუშაობაზე, არამედ იმ უბედურებაზე, რაც ქვეყანაში გააჩაღა, შემაძრწუნებელია და გამოხატავს არა მხოლოდ მის პიროვნებას, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არსს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ნაციონალურ მოძრაობას, მე არ მეგულება უფრო მძიმე საქმე, ვიდრე ეს. ეს იყო უდანაშაულო ადამიანების დახვრეტა და სხვა...

ეს იყო ჩვეულებრივი ტერორისტული აქტი, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა „ნავთლუღის სპეცოპერაციად“ წოდებული საქმესთან დაკავშირებით კომისიის დღეს გამართულო სხდომაზე, სადაც 20 წლის წინ მოკლული ახალგაზრდების მშობლებს უსმენდნენ.„უმძიმესი იყო თქვენი მოსმენა, მაგრამ შეფასებები უნდა გავაკეთოთ. ეს იყო ჩვეულებრივი ტერორისტული აქტი, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ. ეს რომ ყოფილიყო ერთჯერადი ქმედება, შეიძლება ვინმეს ეთქვა, რომ ეს იყო რაღაც გამონაკლისი, ერთჯერადი დანაშაული, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ნაცრეჟიმის ჩვეულებრივი ხელწერა. შესაბამისად, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ის იყო ტერორისტი ხელისუფლება, რომელსაც ჰყავდა ტერორისტული ჯგუფები.გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ხელისუფლებას ჰყავდა სიკვდილის ბრიგადები, რომლებიც აღასრულებდნენ პოლიტიკური ხელმძღვანელობის სისხლიან დავალებებს და ეს ნამდვილად ასე იყო. სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც ნავთლუღში 3 უდანაშაულო ბიჭი დახვრიტეს, მონაწილეობდნენ სხვა საქმეებშიც. მაგალითად „მასტერა“, იგივე გია დგებუაძე, ეს არის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა პაატა ქარდავას გატაცებაში, დახვრეტაში და ზღვაში გადაგდებაში; დავით ცინდელიანის მოტაცებაში, დახვრეტაში და ზღვაში გადაგდებაში; როინ შავაძის მოტაცებაში და დახვრეტაში და სხვა არაერთ სისხლიან ოპერაციაში. ეს იყო ადამიანი, რომელიც გეგმავდა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას, რასაც ადასტურებს ჩანაწერები: უვაის ახმადოვმა, ვისაც გია დგებუაძე უკვეთდა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას, ფარულად ჩაწერა, როგორ უკვეთდა მას დგებუაძე ამ მკვლელობას და ბოლოს უარი თქვა დავალების შესრულებაზე.რაც შეეხება უშუალოდ ნავთლუღის სპეცოპერაციას, სასამართლოს მიერ უტყუარად არის დადგენილი, რომ ნამდვილად ფონიჭალაში მოხდა ამ სამი ახალგაზრდის დაპატიმრება, შემდეგ კი, საღ-სალამათი ბიჭები ნავთლუღის ბაზრობასთან მიიყვანეს და იქ დახვრიტეს. დათა ახალია თავად მივიდა მურად გორგოძესთან და საკონტროლო გასროლა განახორციელა მის მიმართ, შემდეგ კუდის სხვა თანამშრომლებმა საკონტროლო გასროლები განახორციელეს მარად ართმელაძის და რომან სურმანიძის მიმართ.იმ დღეს, როცა ეს ამბავი მოხდა, ქუთაისის ციხეში შევდიოდი. სამი კვირის გახსნილი იყო ეს ციხე და უკვე გამოირჩეოდა ადგილად, სადაც პატიმრებს ყველაზე სასტიკად აწამებდნენ. ამ დროს დამირეკა ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და მეუბნება, რომ რუსთავის ციხეზე მოხდა თავდასხმა, რა დროსაც მოხდა სამი ადამიანის ლიკვიდაცია. ასეთი დეზინფორმაციით ცდილობდნენ ამ სასტიკი დანაშაულის პიარულ გადაფარვას,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.მან გაიხსენა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როცა თვითონ სასჯელაღსრულების მინისტრი იყო, მისმა უწყებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ უმძიმესი დანაშაულის გახსნაში. „კარგა ხნის განმავლობაში, გულწრფელად გეტყვით, მეც ვიყავი ამ მითის ტყვეობაში, მითუმეტეს რომ მოკლულთა ოჯახიდანაც არ ყოფილა არანაირი ინფორმაცია. დღეს უკვე გასაგებია ამის მიზეზი - როცა მშობელს ემუქრებიან, თუ არ გაჩუმდები, სხვა შვილებსაც მოკლულის ბედი ეწევათო - ძალიან ძნელია, მან გაბედოს სამართლის ძებნა. ახლა თქვენ ჰყვებით ზეწოლაზე და მაშინ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. შესაბამისად, საზოგადოებამ საკმაოდ დაგვიანებით გაიგო სრული სიმართლე ამ საქმეზე. მართალია, თქვენ მადლობა მითხარით მე და ჩემს თანამშრომლებს იმისთვის, რაც მაშინ გავაკეთეთ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მე, როგორც სახალხო დამცველმა, დავაგვიანე რეაგირება ამ საქმეზე. სამაგიეროდ ძალიან სერიოზული წვლილი შევიტანე ამ საქმის გახსნაში სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს, როცა სამინისტროს გენინსპექციამ აღმოაჩინა ის მოწმეები, რომლებმაც უტყუარი ჩვენებები მოგვცეს ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც ძალიან დაგვეხმარა საქმის გახსნაში და იმაში, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგეს.როცა ვამბობთ პასუხი აგეს, აქაც ერთგვარ უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ ადამიანებს, საბოლოოდ, ამნისტიის გათვალისწინებით ზოგს 7, ზოგს ოდნავ მეტი წელი რომ მიესაჯა, არ არის დანაშაულის ადეკვატური. მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს იყო პერიოდი, როცა ასეთი განაჩენები დგებოდა და ასეთი მართლმსაჯულება იყო ჩვენთან და არა ისეთი, როგორიც ნაციონალური მოძრაობის დროს. ყოველ შემთხვევაში, სამართალი აღდგა და სამართლიანობის აღდგენის მთავარი დასტური ის იქნება, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ხელმძღვანელობა გასამართლდება, როგორც ტერორისტული რეჟიმი, რომელიც ატერორებდა საკუთარ მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ ნაცმოძრაობის რეჟიმს უამრავი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, მე არ მეგულება უფრო მძიმე საქმე, ვიდრე არის თქვენი შვილის და მისი მეგობრების დახვრეტის საქმე," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბოლო სიახლეები