სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხს, სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს გადაწყვეტს.
გრიგოლ ლილუაშვილს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. საუბარია 4 კონკრეტულ ეპიზოდზე.
გამოძიების მტკიცებით, თითოეულ შემთხვევაში თანხა მილიონზე ნაკლები არ იყო. უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ პირველ პირს, რომელიც გუშინ დააკავეს, ბრალი ოფიციალურად დღის ბოლოს, ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში წარედგინა.
ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

