ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025

სუს-ის ანგარიში – დეზინფორმაციულ კამპანიებში, მათ შორის, ჩართული იყვნენ დასავლური ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, რამაც ცალკეული ქვეყნის სპეცსამსახურებს გაუადვილა საქართველოში ანტიდასავლური კამპანიის შესაძლებლობები

რუსეთის მიერ ოკუპაცია აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციული პოლიტიკის გასატარებლად. უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები, ასევე, ცალკეული შიდა და გარე აქტორები ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობდნენ ქვეყანაში პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას, იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, აქტიურად გამოიყენებოდა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიები, რომელშიც, მათ შორის, ჩართული იყვნენ დასავლური ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, რამაც ცალკეული ქვეყნის სპეციალურ სამსახურებს გაუადვილა საქართველოში ანტიდასავლური კამპანიის წარმოების შესაძლებლობები.

„2024 წელი გამოირჩეოდა განსაკუთრებული გეოპოლიტიკური ტურბულენტობით და ეკონომიკური გამოწვევებით, რაც უკავშირდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებს. უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა გაზარდა დაპირისპირების გლობალურ მასშტაბში გადაზრდის რისკი, გამოიწვია მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური რყევები და შეაფერხა ტრადიციული სავაჭრო მარშრუტების ფუნქციონირება. საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ჩატარდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, რომელთა შედეგებმა საფუძველი დაუდო გლობალური გეოპოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილებას, საგარეო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებში გააჩინა ახალი მიდგომები და ტენდენციები, იმ ქვეყნებს, რომლებიც მოწოდებული არიან ტრადიციული ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვისკენ, მნიშვნელოვნად გაუადვილა ეროვნული პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობები.

2024 წელს სხვადასხვა ქვეყნის მიერ ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით დაფიქსირებულმა ტექნოლოგიურმა წინსვლამ წარმოაჩინა, რომ „რბოლა ხელოვნური ინტელექტისთვის“ გადაიქცა სახელმწიფოებს შორის კონკურენციის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად და მასში უპირატესობის მოპოვება მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად გაზრდის ამ ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო გავლენებს. ასევე, მათ ხელში აღმოჩნდება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გლობალური თუ რეგიონული დომინირებისთვის.

არაპროგნოზირებადი გლობალური გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე საქართველოს მიმართ – შენარჩუნებული, ხოლო რიგ შემთხვევაში გაზრდილი იყო საფრთხეების დონე. ასევე, გამოიკვეთა უცხოური ძალების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული დესტრუქციული საქმიანობის ახალი მიმართულებები და ტენდენციები, რის წინააღმდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კომპლექსური ღონისძიებების გატარება უწევდა.

წარმოდგენილ ანგარიშში მიმოხილულია 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილი საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით გატარებული ღონისძიებები.

საქართველოს სახელმწიფოსთვის, ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თანამდევი პროცესები წარმოადგენდა. რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ აქტიურად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო აქტივობები, საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებდა ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, გრძელდებოდა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი. ამასთან, რუსეთის მიერ ოკუპაცია აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციული პოლიტიკის გასატარებლად. უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები, ასევე, ცალკეული შიდა და გარე აქტორები ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას, იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები.

მათ მიერ აქტიურად გამოიყენებოდა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიები, რომლებშიც, მათ შორის, ჩართულნი იყვნენ დასავლური ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, რამაც ცალკეული ქვეყნის სპეციალურ სამსახურებს გაუადვილა საქართველოში ანტიდასავლური კამპანიის წარმოების შესაძლებლობები“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პოზიციების გასამყარებლად და ქვეყანაზე ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად.

„გამოიკვეთა, რომ უცხო ძალების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოს ახალგაზრდულ სეგმენტზე მუშაობის გააქტიურება იყო, რომლის მიზანს უცხო ქვეყნებისადმი ლოიალურად განწყობილი და მათ ეროვნულ/საზოგადოებრივ ღირებულებებთან ახლოს მდგომი ახალი თაობის ფორმირების მცდელობა წარმოადგენდა. კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმისგან მომდინარე საფრთხეები. თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები არ განხორციელებულა და საქართველო კვლავ წამყვან პოზიციებს ინარჩუნებდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო რეიტინგებში. საქართველოს წინაშე მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო შიდა და გარე ძალებისგან მომდინარე საფრთხეების პრევენცია და აღკვეთა, სახელმწიფო სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება. 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონკრეტულ მიმართულებებზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში აგრძელებდა აქტიურ თანამშრომლობას უცხოელ პარტნიორებსა და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას სამსახური მკაცრად იცავდა კანონით განსაზღვრულ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მათ შორის, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, თანაზომიერებას, დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და პოლიტიკურ ნეიტრალობას. 2024 წელს სამსახურის დანაყოფების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოფილი იყო სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა და გატარდა ეფექტიანი საკადრო პოლიტიკა“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა იგეგმება სკოლებში სექტემბრიდან-რაც ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმის 4 წლიან გეგმაზე ისაუბრა.მისივე თქმით, ცვლილება ძალაში 2025 წლის სექტემბრიდან შევა.„აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები. 2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

რა იგეგმება სკოლებში-სექტემბრიდან ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმის 4 წლიან გეგმაზე ისაუბრა.მისივე თქმით, ცვლილება ძალაში 2025 წლის სექტემბრიდან შევა.„აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები. 2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო 30 აპრილს და 1 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.„თბილისში 30 აპრილს და 1 მაისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 აპრილიდან ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 1 მაისს კი შედარებით დათბება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 30 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 30 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 30 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30 აპრილიდან ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30 აპრილიდან ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და სეტყვა აღინიშნოს.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.  აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მინდა, ვიყო პაპი, ეს იქნებოდა ჩემი ნომერ პირველი არჩევანი-დონალდ ტრამპმა იხუმრა, რომ სურს, ახალი პაპი თავად იყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იხუმრა, რომ ახალი პაპი თავად სურს, იყოს.ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მისი აზრით, ვინ უნდა გახდეს, ახალი რომის პაპი.„პაპად? მე მინდა, ვიყო პაპი. ეს იქნებოდა ჩემი ნომერ პირველი არჩევანი“, – აღნიშნა ხუმრობით ტრამპმა კითხვის საპასუხოდ.როგორც ტრამპმა განაცხადა, მას არ ჰყავს კონკრეტული რჩეული, თუმცა აღნიშნა, რომ კარგი კანდიდატი, შესაძლოა, ნიუ იორკის არქიეპისკოპოსი ტიმოთი დოლანი იყოს.ცნობისთვის, მომავალ კვირას კარდინალები საიდუმლო კონკლავზე შეიკრიბებიან, რათა აირჩიონ კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაური პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი ბელარუსში რაღაცას ამზადებს, სამხედრო წვრთნებით საბაბით, ჩვეულებრივ, სწორედ ასე იწყება მისი ახალი თავდასხმები, არ ვიცი, ამჯერად საით, უკრაინა, ლიეტუვა, პოლონეთი?...

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ამ ზაფხულს ბელარუსში „რაღაცას ამზადებს“ და სამხედრო წვრთნებს საბაბად იყენებს.ამის შესახებ ზელენსკიმ „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.„შეხედეთ ბელარუსს – ამ ზაფხულს რუსეთი იქ რაღაცას ამზადებს, სამხედრო წვრთნებით საბაბით. ჩვეულებრივ, სწორედ ასე იწყება მისი ახალი თავდასხმები, მაგრამ ამჯერად საით, არ ვიცი. უკრაინა? ლიეტუვა? პოლონეთი? ღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ ყველანი მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი ყველა ინსტიტუცია ღიაა თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ბოლო სიახლეები