კვირა, დეკემბერი 7, 2025

“სულ რაღაც მილიონი დოლარი იყო ჩემი ღალატის ფასი” – რას წერს ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:სიმართლის თქმის დროა!!!!ზაფხულში ევროპიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია მეწვია.

საუბარი მხოლოდ ერთ თემას შეეხო-
როდესაც კრიტიკული მომენტი დადგებოდა, მე მომიტინგეებთან უნდა გავსულიყავი “რეჟიმი” და პირადად ბიძინა ივანიშვილი დამეგმო( ამ ამბავს ორი თვითმხილველი ყავს ამიტომ ნებისმიერ ადგილას შემიძლია ჩემი სიმართლე დავამტკიცო)
მე გამეცინა და ეს გადაბირების მცდელობა არასერიოზულად მივიჩნიე.
-კარგით რა, რა მიტინგები, რის ქუჩების გადაკეტვა? ეს უკვე იყო…
-არა! ეს მალე დაიწყება და შენ უნდა ჩაუდგე სათავეში ქუჩის მომიტინგეებს!
აქ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა;
-როგირ გამიბედეს ამდენი?
გეტყვით!
ჩემი უახლოესი ადამიანი მომიგზავნეს!!!!
მეტს ვერაფერს ვიტყვი .
ვაგრძლებ;
გეგმა იყო ასეთი,

არჩევნებიდან ერთი თვის თავზე
მე ვდგებოდი ქუჩაში. “ვამხელდი რეჟიმს” , ვაცხადებდი შიმშილობას და მივმართავდი სტრასბურგს , რადგან 2014წელს ერთი დიდი საქმე მოგებული მქონდა და ეს ჩემს “მომლაპარაკებლებს” ძალიან კარგად ახსოვდათ!
მეორე მოთხოვნა იყო პროკურატურა “მემხილებინა”,
მე უნდა მეთქვა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სადაც “ოქროს მოწმე” ვარ, შანტაჟით და დაშინებით მათქმევინეს, რომ სასჯელაღსრულების სისტემიდან მერაბიშვილი გაყვანილი არ ყოფილა და საქმის ახალი გარემოების თანახმად ყველაფერი თავიდან ატრიალდებოდა!
ეს საქმეც თავის დროზე სტრასბურგში ჩემი ჩვენების შესაბამისად მოვიგეთ, ცხადია სტრასბურგისთვის მე დამაჯერებელი ფიგურანტი ვარ.
ჩემს შეკითხვაზე ხომ იცით, რომ ვერტიკალის ჩამოშლას ომი მოყვება,
პასუხი იყო:
-სამაგიეროდ
შენი სასტუმრო ბანკის ყადაღიდან მოიხსნება, ეგრევე გაყიდი, სამმაგს დაგიმატებთ და იალა ევროპაში!
შვილებსაც მიეხედებათ….
( სულ რაღაც მილიონი დოლარი იყო ჩემი ღალატის ფასი)
ფიცი არ მჭირდება იმის სათქმელად რა ჩავიდინე ამ სიტყვების მერე, რადგან ორი მოწმე მყავს, რომლებიც უნებურად აღმოჩნდნენ ამ ინციდენტის მომსწრე.
მინიმუმ ჩემგან ყვირილით ნათქვამი ფრაზა :
-თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ? არასოდეს გაბედოთ ჩემთან ამაზე საუბარი!
ძალიან მკაფიოდ გაიგეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ მჭირდება.
ის ჩემი უახლოესი ადამიანი ცხადია მარადისობას ჩაბარდა ჩემთვის ..
შემდგომ აქციებზე საქართველოდანაც და ევროპიდანაც ვიცანი ჩემი რამოდენიმე მეგობარი, რომლებსაც ანაზდად ვალებიც გადაუფარეს და აქ ისეთებს წერენ, აი ზუსტად რომ იცი, რომ ასე არ აზროვნებს,
მაგრამ 30 ვერცხლი უბრჭყვიალებთ უბიდან…( ხო, მათი ღალატის ექვივალენთი ჩემსავით მსუყე არ იყო , მხოლოდ სამნიშნათი შემოიფარგლა)
მოკლედ ეს უნდა მეთქვა!
ყველა გაშიფრულია,
საიდან და რა ხერხებით ხდებოდა გადაბირება გამოაშკარავებულია(სუსი საქმის კურსშია)
ყველა გამყიდველი მკაცრად დაისჯება, მე გაძლევთ სიტყვას!
გვტეხეს გვტეხეს ვერ გაგვტეხეს!
სიკეთე და მშვიდობა ჩემო საქართველო!
P.S. ჰო, კიდე არ დამეზარა და ყველა დამჰაჰავებელი(2000 ექაუნთი) დავსქრინე და პროკურატურას გადავეცი.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი – მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირს აკრიტიკებს.„მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია“, – წერს მასკი.ცნობისთვის, ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა. 

დონალდ ტუსკი – ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა, ჩვენ საერთო მტრები გვყავს

ევროპა აშშ-ს უახლოესი მოკავშირეა და პრობლემა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისივე თქმით, აშშ-სა და ევროპას საერთო მტრები ჰყავთ.„ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა. ჩვენ საერთო მტრები გვყავს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 80 წლის განმავლობაში ასე იყო. ჩვენ ამას უნდა მივყვეთ. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი გონივრული სტრატეგიაა, თუ რამე არ შეცვლილა“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.ტუსკის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი გააზიარა და დაწერა: „თუ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს გააერთიანებთ, მიიღებთ…“. 

ირაკლი კობახიძე – უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი, შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება

უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს.„არავინ აფასებდა იმას, თუ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, მშენებელი, ინჟინერი, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შრომის ბაზრის ანალიზზე. უახლოეს მომავალში გვექნება პირველადი დოკუმენტი და როდესაც გამოცხადდება მიღება მომავალი წლის გაზაფხულზე, ეს მიღება დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს. კვოტები გადანაწილდება სპეციალობების მიხედვით სწორედ შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე. რაც შეეხება მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობას, ეს რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში ულამაზესი გდებით იაპონელ დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.სულამანიძემ ტოკიოს გრანდ სლემზე მედალი კარიერაში პირველად მოიპოვა და მეოთხე ქართველი გახდა დავით ბოდაველის (1982), ავთანდილ ჭრიკიშვილისა (2015) და ბექა ღვინიაშვილის (2019) შემდეგ, ვისაც ეს პრესტიჟული ტურნირი აქვს მოგებული.გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს – ლიპარტელიანმა ფრანგი სარა-ლეონ სისიქი ვაზარით დაამარცხა, ჯაბნიაშვილმა კი ასევე ვაზარით ​იტალიელ ტიციანო ფალკონეს აჯობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ტელეფონით ესაუბრა.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, საუბარში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ანდრეი გნატოვი.მისი თქმით, სატელეფონო საუბარი ხანგრძლივი და არსებითი იყო.„მადლიერი ვარ ძალიან ფოკუსირებული, კონსტრუქციული დისკუსიისთვის. ჩვენ დავფარეთ მრავალი ასპექტი და განვიხილეთ ძირითადი პუნქტები, რომლებმაც შესაძლოა, სისხლისღვრის დასრულება უზრუნველყოს და აღმოფხვრას რუსეთის ახალი სრულმასშტაბიანი შემოჭრის საფრთხე, ისევე როგორც რუსეთის მიერ თავისი დაპირებების შეუსრულებლობის რისკი, რაც წარსულში არაერთხელ მომხდარა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას მოლაპარაკებებისადმი ინტენსიური მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერზე მუშაობას გააგრძელებს.„უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს. შევთანხმდით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შემდეგ ნაბიჯებსა და საუბრების ფორმატებზე. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს მოლაპარაკებებისადმი ასეთი ინტენსიური მიდგომისთვის. ახლა რუსტემ უმეროვს და გენერალ გნატოვს დეტალური პირადი ანგარიშით ველი. ყველაფრის განხილვა ტელეფონით არ შეიძლება, ამიტომ ჩვენს გუნდებთან იდეებსა და წინადადებებზე მჭიდროდ მუშაობა გვჭირდება. ჩვენი მიდგომაა, რომ ყველაფერი იყოს ქმედითი – მშვიდობის, უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციისთვის ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზომა. მადლობა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები