ხუთშაბათი, მაისი 22, 2025

სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი-რატომ, იყო დუმილი, ლაპარაკის უფლება არ ჰქონდათ

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მიერ ალექსანდრე მეგუთნიშვილის საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტის განხილვა მიმდინარეობს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სამხრეთ აფრიკის ციხეში 1964 წელს უკეთესი პირობები ჰქონდათ პატიმრებს, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ პერიოდში საქართველოს ნებისმიერ ციხეში იყო. მისივე თქმით, მაშინ როცა მსოფლიო ამაზე სამწუხაროდ ხუჭავდა თვალს, ელჩების უმრავლესობა, სახალხო დამცველთან პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდებოდა საქართველოში არ ხდებოდა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში.

„სახალხო დამცველი ვიყავი, როდესაც მომიწია სამხრეთ აფრიკაში ყოფნა, იმ ციხეში, სადაც სასჯელს იხდიდა ნელსონ მანდელა. ეს არის კუნძული რობერ აილენდი, ყაჩაღების კუნძული, ციხე იყო მთელი კუნძული და იქ წარწერები იყო საკნებში და 1964 წელს ერთი პატიმარი წერს, ანუ პატიმრების მონაყოლები იყო გაკეთებული წარწერებად საკნებში და დღეს მუზეუმია, წერს, რომ აი ამ საკანში ვიყავი და არაფერი არ გვქონდა, გარდა კბილის პასტისა, კბილის ჯაგრისისა და ჩამოთვლილია რაღაც ნივთები და მე მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი როგორი საოცნებოა 21-ე საუკუნის ქართველი პატიმრებისთვის, ნებისმიერ დაწესებულებაში, არა მხოლოდ გლდანში, ნებისმიერ დაწესებულებაში ეს იყო სანატრელი, რასაც ისინი მაშინ 1964 წელს სამხრეთ აფრიკაში, სადაც იყო აპართეიდი, სადაც არ ჰქონდათ არანაირი უფლებები შავკანიანებს და შავკანიანებისთვის და ინდოელებისთვის იყო ძირითადად, თეთრკანიანები პრაქტიკულად არ იყვნენ და იქ იყო გაცილებით უკეთესი პირობები. იქ ერთ საკანში, სადაც ერთი ადამიანი იჯდა, იყო 2-2,5 კვ.მ. თითოეულ პატიმარზე, მაშინ როცა თქვენ რასაც ჰყვებით ნახევარი კვადრატულიც არ გამოდის ერთ პატიმარზე და ზოგიერთ დაწესებულებაში, ერთ კვადრატულ მეტრზე 4 პატიმარიც კი მოდიოდა, ასეთი ამბებიც ბევრი გვაქვს ნანახი და მართლა წარმოუდგენელი სისასტიკე ხდებოდა, რომელზეც მსოფლიო სამწუხაროდ ხუჭავდა თვალს, თვალებზე ხელი ჰქონდათ აფარებული, ყურებზე ხელი ჰქონდათ აფარებული და პირზე ჰქონდათ ხელი აფარებული, არ ესმოდათ არაფერი, ვერ ხედავდნენ ვერაფერს, არ ლაპარაკობდნენ არაფერს. თუმცა როცა ჩემთან მოდიოდნენ ელჩები, უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში, სახალხო დამცველთან, ყველა ამბობდა, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი – რატომ ამაზე ერთ სიტყვას არ ამბობთ, იყო ისევ დუმილი, იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკის უფლება მათ არ ჰქონდათ, ეს იყო აკრძალული, განსხვავებით იმ განცხადებებისა, რასაც აკეთებს ზოგიერთი ჩვენი ე.წ. მეგობარი ელჩი დღეს საქართველოში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა.აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივნის, კრისტი ნოემის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ჰარვარდის „სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის“ სერტიფიკაცია „კანონის შეუსრულებლობის“ გამო.„ეს ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს პასუხისმგებლობას აკისრებს ძალადობის, ანტისემიტიზმის წახალისებისა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მის კამპუსში კოორდინაციისთვის. უნივერსიტეტებისთვის უცხოელი სტუდენტების მიღება პრივილეგიაა და არ აქვთ სწავლის საფასურის გაზრდის გზით მათი მრავალმილიარდიანი ფონდების შევსების უფლება. ჰარვარდს უამრავი შესაძლებლობა ჰქონდა სწორი ნაბიჯის გადადგმისთვის, მაგრამ მან უარი თქვა. კანონის შეუსრულებლობის გამო, მათ დაკარგეს სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის სერტიფიკატი. ეს უნდა იყოს გაფრთხილება ქვეყნის მასშტაბით ყველა უნივერსიტეტისა და აკადემიური დაწესებულებისთვის“,- წერს ნოემი სოციალურ ქსელში.ჰარვარდის უნივერსიტეტმა ეს ნაბიჯი „უკანონოდ“ შეაფასა. ჰარვარდის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, გასულ სასწავლო წელს დაწესებულებაში თითქმის 7 000 უცხოელი სტუდენტი იყო ჩარიცხული.

ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთისა და უკრაინის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ.პუტინის თქმით, რუსული შეიარაღებული ძალები ამ ამოცანას ახორციელებენ.„მიღებულია გადაწყვეტილება საზღვრების გასწვრივ აუცილებელი უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ. ჩვენი შეიარაღებული ძალები ახლა ამ ამოცანას უმკლავდებიან“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქების აღდგენაზე. როგორც პუტინმა აღნიშნა, ამ რეგიონებში უნდა აღდგეს გზები და სხვა ინფრასტრუქტურა.

ნიკა მელია 29 მაისს სასამართლოში მისვლას არ აპირებს

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, 29 მაისს არ აპირებს სასამართლოში გამოცხადებას.როგორც მელია აცხადებს, არ აპირებს პატიმრობისთვის მომზადებას - „ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას“.„ჩემი პროცესი არის 29 მაისს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში. რატომ? ხალხის პატივსაცემად. დღეს, რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ ქალებს, ბავშვებს, არ მინდა ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ზურას ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ადგილზე იქნება წარმომადგენელი - ადვოკატი.არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას - ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს“,- განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.ცნობისთვის, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობს საქმეზე ნიკა მელიას 50 000 ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული. ნიკა მელია აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

🎥ამბავი რძალ-დედამთილზე, რომელთა ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს

გადაცემა „შუადღემ“ უსაყვარლესი სიუჟეტი მოამზადა, რძალ-დედამთილზე, რომელთა ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს.ნახეთ, ვიდეო:

პეტრას აუსტრევიჩუსი – პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი, ზურაბ ჯაფარიძემ უარი თქვა „ქართული ოცნების“ რეჟიმის ე.წ. საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობაზე და დააკავეს

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.როგორც აუსტრევიჩუსი  სოციალურ ქსელ X-ში წერს, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება „საქართველოში პოლიტიკური დევნის სამარცხვინო მაგალითია“.„საქართველოში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი! „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ უარი თქვა „ქართული ოცნების“ რეჟიმის ე.წ. საპარლამენტო კომიტეტთან თანამშრომლობაზე და ის დააკავეს, წინასწარ პატიმრობა შეუფარდეს“,  – წერს აუსტრევიჩუსი.სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა. 

ბოლო სიახლეები