ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025

სტუ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო – „პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“ მიენიჭათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერები და ინჟინრები – სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრები – იმ 24 ქართველ მეცნიერს შორის არიან, რომლებმაც მორიგი დიდი საერთაშორსო აღიარება მოიპოვეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS კოლაბორაციაში 2025 წელს მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდო – „პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“ (Breakthrough Prize in Fundamental Physics) გადაეცათ.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, „პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“ მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 8 მეცნიერ-მკვლევარსა და ინჟინერს: კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორს, CERN-LHC ჯგუფის ლიდერს და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს CERN-ში ზვიად წამალაიძეს, ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებსა და CERN-LHC ჯგუფის წევრებს – არსენ ხვედელიძეს, იური ბაღათურიას, ირაკლი ლომიძეს, დავით ლომიძეს, გიორგი ადამოვს, ალექსი მესტვირიშვილს და თენგიზ თორიაშვილს.

ქართველ მეცნიერებს პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდოს მოპოვებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, CERN/CMS კოლაბორაციის ასოცირებული წევრი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს და აღნიშნავს, რომ მორიგი საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მეცნიერების სოლიდურ წვლილს მატერიის ბუნებისა და სამყაროს ევოლუციის შესწავლაში.

„პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“, რომელიც 24 ქართველ მეცნიერს, მათ შორის კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 8 მეცნიერ-მკვლევარსა და ინჟინერს მიენიჭა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტისთვის, არამედ მთლიანად ქართული მეცნიერებისათვის. ჩვენი მეცნიერები და ინჟინრები მონაწილეობენ მსოფლიოში მიმდინარე ყველა გლობალურ კვლევაში, მათ შორის, CERN-ის უმსხვილეს სამეცნიერო ექსპერიმენტებში, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავს ფუნდამენტური და ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებებს და შესაძლებელს ხდის სამყაროს კიდევ უფრო ღრმად შემეცნებას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა წვლილი CERN-ში, დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ექსპერიმენტში, სადაც იყენებენ იმ უახლეს ტექნოლოგიებს, რომლებიც გარდამტეხ გავლენას იქონიებს კაცობრიობის მომავალზე. ვულოცავ ჩვენს მეცნიერებსა და ინჟინრებს ამ პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მოპოვებას და მადლობას ვუხდი თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის,“ – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) პროგრამის CMS კოლაბორაციის აქტიური წევრია და ქართველი ფიზიკოსები ინტენსიურად მონაწილეობენ მის სამეცნიერო საქმიანობაში. ქართველი ფიზიკოსების სამეცნიერო საქმიანობა CMS ექსპერიმენტში, ძირითადად, 2 სუბდეტექტორის, მიონური სისტემის RPC (Resistive Plate Chamber) და მაღალი გრანულების კალორიმეტრის HGCAL ( High Granularity Calorimetr) ჯგუფებში მიმდინარეობს; განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მათი აქტივობა HGCAL კალორიმეტრზე – ერთადერთ დეტექტორზე, რომელიც უნივერსალური კალორიმეტრია და პირველად იქმნება მსოფლიოში. ის განკუთვნილია კოლაიდერის HL-LHC (High Luminosity Large Hadron Collider) რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით CMS ექსპერიმენტისთვის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯარიმა 1000 ლარი იქნება – ცვლილება „თავდაცვის კოდექსში“ შედის

5 ნოემბერს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „თავდაცვის კოდექსში“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებში ცვლილებები განიხილეს.მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის ინფორმაციით, ცვლილებები მიზნად ისახავს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთან, სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას.როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, „თავდაცვის კოდექსის“ მოქმედი რედაქციის თანახმად, წვევამდელი გაწვევამდე გადის სამედიცინო შემოწმებას. თუმცა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება დამატებით სამედიცინო კვლევის ჩატარება. მისი თქმით, ცვლილებებით ზუსტდება დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისაგან თავის არიდების საკითხი.კერძოდ, თუ წვევამდელი თავს აარიდებს დამატებით სამედიცინო გამოკვლევებს, ის 1000 ლარით დაჯარიმდება.“რაც შეეხება ამ დამატებით სახდელს, უკვე მოქმედ ნორმებში არის სამედიცინო კომისიაზე გამოუცხადებლობა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ დამატებითი კვლევები იყო საჭირო და იმ დამატებით კვლევებს როდესაც შესთავაზებენ, ამ შემთხვევაში გამოუცხადებლობაც იყოს ნორმაში შემოთავაზებული.დამატებით კვლევებზე გამოცხადება განისაზღვრება ერთი კვირის ვადაში, შეიძლება რამდენიმე დღის ვადაში დ თუ ხდება ეს არიდება არასაპატიო მიზეზით, როცა რაღაც ვალდებულების ნორმა არსებობს, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობაც უნდა იყოს და სწორედ ეს შემოთავაზებაა. რადგანაც დაემატა კოდექსში, რომ ითვალისწინებს დამატებით კვლევას, ასევე აქ გამოუცხადებლობაც იქნება პასუხისმგებლობა”, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ცვლილებებით დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის თანამდებობის დასახელება შეიცვლება ტერმინით „მეთაური“ და „რექტორის“ ნაცვლად მიეთითება: „მეთაური“.გრიგოლ გიორგაძის თქმით, კოდექსის მოქმედი რედაქცია არასრულწლოვანის სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვისას ითვალისწინებდა მხოლოდ მშობლის თანხმობას. ცვლილებებით კი ზუსტდება ვინ შეიძლება იყოს თანხმობის გამცემი. „მშობლის“ ნაცვლად, მიეთითება „კანონიერი წარმომადგენელი ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანო“.მისივე თქმით, „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილება შედის მოხალისეთა ორგანიზაციებისთვის ფინანსური დამოუკიდებლობის მინიჭების მიზნით. კერძოდ, სსიპ „თავდაცვის მოხალისე“ ზედამხედველობას გაუწევს მოხალისეთა ორგანიზაციისა და მოხალისის მიერ „თავდაცვის კოდექსით“ დადგენილი პირობებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ასევე, მოხალისეთა ორგანიზაციების მიერ მიღებული ქონებით სარგებლობასა და ფინანსური სახსრების ხარჯვას.

დიმიტრი მედვედევი – არავინ იცის, რას გულისხმობდა ტრამპი, როდესაც „ბირთვული გამოცდის“ შესახებ საუბრობდა, ალბათ, არც თავად იცის, მაგრამ ის აშშ-ის პრეზიდენტია და მსგავსი სიტყვების...

არავინ იცის, რას გულისხმობდა ტრამპი, როდესაც „ბირთვული გამოცდის“ შესახებ საუბრობდა - ალბათ, არც თავად იცის, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვების სიტყვებზე შედეგები გარდაუვალია და რუსეთი იძულებული გახდება, თავად შეაფასოს ბირთვული გამოცდების ჩატარების მიზანშეწონილობა.„არავინ იცის, რას გულისხმობდა ტრამპი, როდესაც „ბირთვული გამოცდის“ შესახებ საუბრობდა. (ალბათ, არც თავად იცის). მაგრამ, ის აშშ-ის პრეზიდენტია და მსგავსი სიტყვების შედეგები გარდაუვალია: რუსეთი იძულებული იქნება, რომ სრულმასშტაბიანი ბირთვული გამოცდების ჩატარების მიზანშეწონილობა თავად შეაფასოს“, - წერს მედვედევი.ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, ბირთვული იარაღის გამოცდის განახლების შესახებ, „სერიოზული საკითხი“ უწოდა.ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უწყებებს ბირთვული იარაღის გამოცდების შესაძლო დაწყების შესახებ წინადადებების მომზადება დაავალა.

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად ამავე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის...

არის ქვეყნები, სადაც ზუსტად ამავე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ერთი ხელწერაა, რადგან ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება და შემდეგ უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით და, ბუნებრივია, უცხოელი აგენტების და მათი პატრონების ვერავითარ მცდელობას ვერ ექნება წარმატების პერსპექტივა.„ეს არის უცხოელი აგენტების აქცია ჩვეულებრივი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვა ქვეყნები, შეგნებულად არ დავასახელებ კონკრეტულ ქვეყანას, სადაც ზუსტად ამავე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები. ერთი ხელწერაა, რადგან ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება და შემდეგ უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას. საქართველოშიც იგივეა. მე არ ვამბობ იმას, რომ იქ ვინც იკრიბება, 100%-ით ყველა აგენტია, მაგრამ ეს პროცესები თავისი არსით არის მართული უცხოური ძალების მიერ, უცხოელი აგენტების დახმარებით და ისინი ცდილობენ, შექმნან რაღაც ილუზია. სინამდვილეში, არავითარი პროტესტი არ არსებობს. ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, უცხოელი აგენტების და მათი პატრონების ვერავითარ მცდელობას ვერ ექნება წარმატების პერსპექტივა“, – განაცხადა პრემიერმა.

ანა წითლიძე – ყველას უნდა ჰქონდეს შანსი ერთობაში, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, რა როლი ჰქონდათ ნიკა გილაურს, პალიკო კუბლაშვილს

ყველას უნდა ჰქონდეს შანსი ამ ერთობაში, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, რა როლი ჰქონდა ნიკა გილაურს, რა როლი ჰქონდა პალიკო კუბლაშვილს, როგორ მოხდა 13 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამ ადამიანების გაყვანა? –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.კითხვაზე, რატომ არ თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებამდე, რომ იქმნება კოალიცია ივანიშვილის ხელდასმით, ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით პარტიის დასასუსტებლად, ანა წითლიძემ უპასუხა, რომ „ეს იყო შეცდომა“.„ეს კითხვა ჩემთან არ არის, რადგან მე, მათ შორის, საჯაროდ კამპანიას განმავლობაში ამაზე ვწერდი და ვსვამდი კითხვებს გილაურთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი საკითხზე მანამდეც უნდა ყოფილიყო მკაფიო, თუნდაც საარჩევნოდ. მიშა, ჩემგან განსხვავებით, დიდსულოვანია და შეუძლია, ბევრ მოღალატეს აპატიოს, მათ შორის, თუ ნახავს რესურსს, რომ ეს ადამიანები ამას გადააფასებენ. მე მგონია, რომ ადამიანებს, ყველას, უნდა ჰქონდეს შანსი და ამ ერთობაში ყველას უნდა ჰქონდეს შანსი. არ ვამბობ, რომ ვინმე უშეცდომო იყო, უბრალოდ ვინ – მეტად, ვინ – ნაკლებად. „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ჰქონია შეცდომები, მაგრამ „ნაციონალური  მოძრაობა“ ბიძინას ფულზე არასდროს არ შემჯდარა. ერთობაზე როდესაც ვსაუბრობთ, არავისთან არ მაქვს წითელი ხაზი, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს: რა როლი ჰქონდა ნიკა გილაურს, რა როლი ჰქონდა პალიკო კუბლაშვილს, როგორ მოხდა 13 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამ ადამიანების გაყვანა, რაც კულუარებში ყველამ იცის? ამას პასუხები საჯაროდ უნდა გაეცეს. სხვა შემთხვევაში ნებისმიერი ერთობა იქნება სიყალბე და ვერცერთი ერთობა ვერ იქნება მყარი და ეფექტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ადამიანმა თუ აღიარა შეცდომა და თქვა, რომ რაღაცაში შეცდა – ასეთ ადამიანს უნდა მიეცეს გადაფასების შესაძლებლობა და მეორე შანსი. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს კულუარებში და დამალულად. ვიდრე პოლიტიკური პროცესი კულუარებიდან გარეთ არ გამოვა და საჯარო არ გახდება, ყოველთვის იქნება გაუგებრობა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ირაკლი კობახიძე – ხაზარაძე-ჯაფარიძე ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას, არ გამოსდით ეს ყველაფერი, ჩვეულებრივი სპეკულანტები, უცხოელი აგენტები არიან, რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ. არიან უცხოელი აგენტები და მოქმედებენ დავალებების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბობ მეიერთან ხელშეკრულების გაფორმებას შეეხებოდა.ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში და ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას, თუმცა არ გამოსდით, რაც ძალიან კარგია.„ამხელა საქმე წამოიწყეს არბიტრაჟში და ეს საქმე წააგეს. აქედანაც ჩანს და შემდეგ არც რცხვენიათ, რომ კიდევ აგრძელებენ ამ თემებზე საუბარს. რეალურად, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ. არიან ჩვეულებრივი უცხოელი აგენტები და მოქმედებენ ყველგან დავალებების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები