პარასკევი, აგვისტო 15, 2025

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ღირსების ორდენის კავალერის, საბერძნეთის არქეოლოგიური საზოგადოებისა და საბერძნეთის მწერალთა კავშირი საპატიო წევრის, საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენის კავალერის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებსა და მის აღზრდილებს,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმარშია აღნიშნული, რისმაგ გორდეზიანის მოღვაწეობა სამუდამოდ დარჩება ქართული მეცნიერების საგანძურში.

„მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესი პიროვნების გარდაცვალება ტოვებს იმ სიცარიელეს, რისი გადმოცემაც სიტყვებით ძნელია. აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალებით ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებებს დააკლდა მკვლევარი, რომელმაც კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულებებს ახალი, მეთოდოლოგიურად გამართული კვლევითი პერსპექტივა მისცა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი იმ სამეცნიერო სივრცის ფორმირებაში, სადაც ჰუმანიტარული განათლება და მეცნიერება ისტორიის, ენის და ეროვნული იდენტობის გააზრების საფუძველია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა სახელით ვუსამძიმრებ რისმაგ გორდეზიანის ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს, აღზრდილებს, მეგობრებსა და მთელ ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას.

რისმაგ გორდეზიანის მოღვაწეობა სამუდამოდ დარჩება ქართული მეცნიერების საგანძურში “, – აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმარში.

ცნობისათვის, რისმაგ გორდეზიანი 1967-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი; 1976-2006 წლებში კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი; 1982-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1993-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

რისმაგ გორდეზიანი 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 24 წიგნის ავტორია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„2 დღეში გერმანიაში ბრუნდებოდა…“ – ახალი დეტალები ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაზე

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობისთვის 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა თვითდაზიანება მიიყენა და იგი ბადრაგის თანხლებით ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, ჩაუტარდა შესაბამისი ღონისძიებები.„ზუსტად ვერ დავაკონკრეტებ, რა დროს მიიყენა ქალმა თვითდაზიანება, თუმცა გადარჩა",- ამბობს წყარო.რაც შეეხება მოკლულ ნათია აფხაზავას, იგი 2 დღეში გერმანიაში ბრუნდებოდა, სადაც ქმართან და 2 შვილთან ცხოვრობდა.როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოკლული ქალი, მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლის ნათესავი იყო.ქალები ერთმანეთთან მეგობრობდნენ კიდეც. „ესენი ინახულა ნათიამ იმდენი საჩუქრები ჩამოუტანა“,- ამბობს წყარო.ნათია აფხაზავა გერმანიიდან ბევრს ეხმარებოდა და დასაქმებაშიც უწყობდა ხელს.„შტუდგარტთან ახლოს, გარეუბანში, იქ საკუთარი 3 სართულიანი სახლი აქვს, თავისიანები ყველა თან წაიყვანა და ცხოვრება აუწყო. ყველანი კარგად მოაწყო ნათიამ",- გვიყვება წყარო.მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინ-ზელენსკის პოტენციურ შეხვედრაში შესაძლოა, მონაწილეობა ევროპელმა ლიდერებმაც მიიღონ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინ-ზელენსკის პოტენციურ შეხვედრაში შესაძლოა, მონაწილეობა ევროპელმა ლიდერებმაც მიიღონ.„უფრო მნიშვნელოვანი მეორე შეხვედრა იქნება, რომელსაც ჩვენ გავმართავთ. ჩვენ გვექნება შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან, იქ მეც ვიქნები და შესაძლოა, რამდენიმე ევროპელი ლიდერიც მოვიწვიოთ, შესაძლოა, არა“,- განაცხადა ტრამპმა.ტრამპის თქმით, სჯერა, რომ პუტინი და ზელენსკი მზად არიან მშვიდობის დამყარებისთვის, თუმცა, მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ელოდა.„ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ისინი შეთანხმებას. ვფიქრობდი, ყველაზე მარტივი ეს იქნებოდა. სინამდვილეში, ეს ყველაზე რთულია“, – აღნიშნა ტრამპმა.როგორც ადონალდ ტრამპმა აღნიშნა, პრეზიდენტი რომ არ ყოფილიყო, პუტინი მთელ უკრაინას დაიკავებდა.„ჩემი აზრით, პრეზიდენტი რომ არ ვიყო, ის უპირატესობას მიანიჭებდა მთელი უკრაინის დაკავებას, მაგრამ მე პრეზიდენტი ვარ და ეს ჩემთან არ გაუვა. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. ეს ჩემს დროს არ დაწყებულა და ოთხი წლის განმავლობაში ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა. წასვლის შემდეგ კი ვხედავდი, რა ხდებოდა. ყველა დამნაშავეა, პუტინია დამნაშავე, ყველა დამნაშავეა”,- განაცხადა ტრამპმა.

ირაკლი ნადარეიშვილი – ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით ფრენების დაწყება წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც ტურიზმის ხელშეწყობის, ისე იტალიასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით

ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით ფრენების დაწყება წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც ტურიზმის ხელშეწყობის, ისე იტალიასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, მთავრობის როგორც საავიაციო, ისე ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებას პირდაპირი დაკავშირებადობა წარმოადგენს.„აქ საუბარია როგორც საქართველოს ბაზარზე უკვე არსებულ კომპანიებთან მოლაპარაკებებზე, რომ გაიზარდოს მათი ფრენის არეალი, პირდაპირი დაკავშირებადობა სხვადასხვა ქალაქთან, სიხშირეები, ასევე ქვეყანაში ახალი კომპანიების შემოყვანაზე. ამ ეტაპზე წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება კომპანია Wizz Air-თან, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ლიდერი ავიაკომპანიაა ჩვენს საავიაციო ბაზარზე“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

მარკო რუბიო – ტრამპს იმედი აქვს, რომ მიაღწევს საომარი მოქმედებების გარკვეულ შეჩერებას რუსეთსა და უკრაინას შორის, რათა ომის სრულად დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის სივრცე შეიქმნას

ტრამპს იმედი აქვს, რომ მიაღწევს საომარი მოქმედებების გარკვეულ შეჩერებას რუსეთსა და უკრაინას შორის, რათა ომის სრულად დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის სივრცე შეიქმნას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.მისივე თქმით, აშშ-ს პროგრესის იმედი აქვს.„რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს ომები, მით უფრო ძნელი ხდება მათი დასრულება. საომარი მოქმედებების გახანგრძლივება გავლენას ახდენს იმაზე, თუ რომელ მხარეს ექნება მეტი „ბერკეტი“ მოლაპარაკებებში. ეს გახანგრძლივებული საომარი მოქმედებების რეალობაა, რის გამოც ცეცხლის შეწყვეტა ასე კრიტიკულია. მშვიდობის მისაღწევად, ვფიქრობ, ყველა ვაღიარებთ, რომ საჭირო იქნება რაღაც საუბარი უსაფრთხოების გარანტიებზე, საჭირო იქნება რაღაც საუბარი ტერიტორიულ დავებსა და პრეტენზიებზე და იმაზე, რისთვისაც ისინი იბრძვიან“, – განაცხადა რუბიომ.აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად საჭიროა როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის თანხმობა.ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ შეხვედრის მომზადება „ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, რადგან ეს ძალიან სწრაფად დაორგანიზდა“.„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ხვალ“, – განაცხადა რუბიომ.

„ვნანობ, რომ ხვიჩა კვარაცხელია არ ავიყვანეთ“ – „ინტერის“ სპორტული დირექტორი

ხვიჩა კვარაცხელიას დამატების შანსით ვერ ვისარგებლეთ და ამას ვნანობ, – ამის შესახებ „ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუსილიომ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა.50 წლის პიერო აუსილიო „ინტერში“ 1998 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს, მათ შორის ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში – სპორტული დირექტორის პოსტზე.„ყველაზე მეტად ვამაყობ მატეო კოვაჩიჩისა და მარსელო ბროზოვიჩის ტრანსფერებით, რომლებიც მარკო ბრანკას ყოფნის დროს ავირჩიეთ. ასევე, ანდრე ონანას გარიგებით, რომელიც უფასოდ დავიმატეთ და ერთი წლის შემდეგ 55 მილიონ ევროდ გავყიდეთ. რა თქმა უნდა, ამ სიაში დავასახელებ ლაუტარო მარტინესს, იან ბისეკს და მარკუს ტურამს.მაგრამ, გარკვეული სინანული მაინც დამრჩა ფეხბურთელზე, რომელმაც თავისი კვალი უკვე დატოვა „ნაპოლისა“ და „პარი სენ-ჟერმენში“. კვარაცხელია იტალიის ბევრ დიდ კლუბს შესთავაზეს, ასე რომ, ეს მხოლოდ ჩემი შეცდომა არ იყო.რატომ გახდა მისი აყვანა პრობლემა? ჩვენ 3-5-2 სქემით ვთამაშობდით, ხოლო ის 4-3-3 სქემაზე იყო მორგებული, ამიტომ ვერ გავბედეთ. მე კი გუნდის ჩამოყალიბებისას მწვრთნელის იდეებს პატივს ვცემ“, – განაცხადა „ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა.

ბოლო სიახლეები