ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

სტუ-ის „ნიკო ნიკოლაძის კლუბმა“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში საქველმოქმედო აქცია გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება „ნიკო ნიკოლაძის კლუბმა“ ჩაატარა.

კლუბის პრეზიდენტის თქმით, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ერთ-ერთ ყველაზე უძველესი საერთაშორისო დღესასწაულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველწლიურად სხვადასხვა ფორმატში აღნიშნავს.

მარიამ კაკაურიძის განცხადებით, „ნიკო ნიკოლაძის კლუბმა“ დედაენის ბაღში ბავშვებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.

„ნიკო ნიკოლაძის კლუბმა“ ბავშვთა საერთაშორისო დღე ღია სივრცეში გადმოიტანა, რითაც ჩვენ შევძელით ნებისმიერი ბავშვისთვის გაგვეხალისებინა დღევანდელი დღე. ეს იყო ზღვა ემოციებით და სიხარულით დატვირთული აქცია, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს სასაჩუქრე პაკეტები, კერძოდ – წიგნი, ფერადი ფანქრების დიდი ნაკრები, სახატავი რვეული, ყვავილები, ასფერიანი ფერადი ცარცი, ფლომასტერი და სხვა, მათთვის საჭირო ნივთები, გადავეცით. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ღონისძიების განსხვავებულ ფორმატში ჩატარების ინიციატივისათვის, მხარდაჭერისთვის მადლობა პარტნიორ კომპანიებს. ბავშვებს კი მშვიდობიან საქართველოში ეცხოვროთ“, – აღნიშნა მარიამ კაკაურიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქართველ და მსოფლიოს ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, ბავშვების ბედნიერ მომავალზე პასუხისმგებლობა ძირითადად მშობლებსა და პედაგოგებს ეკისრებათ. კაცობრიობის მთავარი მისია კი მომავალ თაობაზე ზრუნვაა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს! მშვიდობა იყოს კაცობრიობის მომავალი თაობების მთავარი მეგზური ბედნიერებისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არაერთ პროექტს ახორციელებს, რომელიც ბავშვებში ცოდნის სიყვარულის ამაღლებისკენაა მიმართული. 1 ივნისი, უნივერსიტეტმა, „ნიკო ნიკოლაძის კლუბის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებით დაიწყო. სასიხარულოა, რომ ჩვენი სტუდენტების აქციას – ახალგაზრდები ბავშვებისთვის, მხარს უნივერსიტეტთან ერთად რამდენიმე კომპანია უჭერს. მადლობა მინდა მოვახსენო ყველას და მშვიდობა ვუსურვო ჩვენს მომავალ თაობებს“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

ცნობისთვის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე დაარსდა, ხოლო 1950 წელს, 1 ივნისს პირველად იზეიმეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებას ჩაატარებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე – ილია მეორის მსახურება რწმენის სიმტკიცის დასტური იყო, მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით ხელმძღვანელობდა თავის ერთგულ სამწყსოს

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის ტექსტი გამოაქვეყნა.„მისი უწმინდესობის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხანგრძლივი პაპური მსახურება რწმენის სიმტკიცისა და სულიერად ერთგული ლიდერობის დასტური იყო. მისი პონტიფიკატი აღინიშნა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებით და ეკლესიური ცხოვრების განმტკიცებითა და აღორძინებით. რთულ დროს კურთხეული პატრიარქი მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით ხელმძღვანელობდა თავის ერთგულ სამწყსოს, მტკიცედ იცავდა საქართველოს წმინდა ეკლესიის მისიას“, – განაცხადა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა სამძიმარში.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე – მარადიული იყოს ილია მეორის ხსოვნა, მისი პატრიარქობის განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა საქართველოს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის ურთიერთობები

მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომემ წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გამოგზავნილ წერილში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ გამოხატა მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად მისი გულითადი სამძიმარი საქართველოს ეკლესიის ნეტარი წინამძღვრის, კათოლიკოს-პატრიარქის, განსვენებული ილია მეორის გარდაცვალების გამო.„საქართველოს უწმინდესი ეკლესიის წმინდა სინოდს,საქართველოს უწმინდესი ეკლესიის დაუვიწყარი წინამძღვრის, განსვენებული ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვიხსენებთ რა მის მამობრივ სიყვარულს მორწმუნე ერისა და მეგობარი ქვეყნის საქართველოს მიმართ, მისი ხანგრძლივი და კურთხეული პატრიარქობის განმავლობაში ქართველი ხალხის გულწრფელ სიყვარულსა და ღრმა პატივისცემას მისი ღირსეული პიროვნებისადმი, რომლის დროსაც განსაკუთრებულად განმტკიცდა საქართველოს უწმინდეს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის ურთიერთობები, გამოვთქვამთ როგორც მსოფლიო საყდრის, ისე პირადად ჩვენს სამძიმარს საქართველოს უწმინდესი ეკლესიისა და მისი ერთგული სამწყსოს მიმართ. ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამწირველის, ილია მეორის ხსოვნა იყოს მარადიული და დაუვიწყარი“, – ნათქვამია წერილში, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომემ ნეტარხსენებული საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ მეუფე იობმა ჟურნალისტებს განუცხადა.„დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი. ეპოქალური პიროვნებაა, ერისა და ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად, ყველა მხრივ. პატრიარქი იყო სიყვარულის პატრიარქი. არ არსებობს ადამიანი, მით უმეტეს, ქრისტიანი, რომ მისი უწმინდესობა არ უყვარდეს“, – განაცხადა მეუფე იობმა.ილია მეორეს საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების ტაძარში გადაასვენებენ. მსვლელობა ცოტა ხანში დაიწყება.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნიკოლ ფაშინიანი – დამამწუხრა ცნობამ ილია მეორის გარდაცვალების შესახებ, ვუსამძიმრებ მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მოძმე ქართველ ხალხს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.წერილში ნათქვამია, რომ ილია მეორის ცხოვრება და მოღვაწეობა სიმბოლურად გამოხატავდა ერებს შორის რწმენის, პატრიოტიზმისა და მეგობრობის კეთილშობილურ ღირებულებებს.„დამამწუხრა ცნობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მართვის განმავლობაში ილია II-ის ცხოვრება და მოღვაწეობა სიმბოლურად გამოხატავდა ერებს შორის რწმენის, პატრიოტიზმისა და მეგობრობის კეთილშობილურ ღირებულებებს. მისი დაუვიწყარი წვლილი სულიერი ცხოვრების განვითარებაში, საზოგადოების გაერთიანებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში სამუდამოდ დარჩება ყველას მეხსიერებაში.სომეხი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მოძმე ქართველ ხალხს, ვუსურვებ მათ ძალასა და გამძლეობას ამ მძიმე დანაკარგის დროს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო – საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათოლიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.„მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი ორმოცდაცხრა წლის განმავლობაში შევიდა უფლის მშვიდობაში.საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით, გამოვხატავ უღრმეს და გულწრფელ თანაგრძნობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის, ყოველი ცალკეული მღვდელმსახურის, ბერ-მონაზვნისა და მორწმუნის მიმართ, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათალიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს.დღეს, არ შემიძლია, არ გავიხსენო ის მომენტები, რომლებსაც თავად შევესწარი: შეხვედრები წმიდა პაპ იოანე პავლე II-სთან და შემდეგ  პაპ ფრანცისკესთან, რომლებსაც, როგორც პეტრეს მემკვიდრეებს, მან უმასპინძლა საკუთარ რეზიდენციაში, როგორც ანდრია პირველწოდებულის მემკვიდრემ.„წმიდა პეტრე და წმიდა ანდრია ძმები იყვნენ“, – მეუბნებოდა ხშირად, და დაურთავდა: „ჩვენ ყოველდღიურ ლოცვებში ვიხსენიებთ ერთმანეთს“. ახლა ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს ზეცაში. ეჭვგარეშეა, მათ შორის დიდი პატივისცემა და სიყვარული სუფევდა. „აქ ადვილი არ არის, – მითხრა უწმინდესმა პირველი შეხვედრისას, – მაგრამ იყავ კარგი მწყემსი“.მოვუწოდებ კათოლიკე მორწმუნეებს, მართლმადიდებელ ძმებთან ერთად ილოცონ მისთვის, რათა მოწყალე ღმრთის, ზეციური მამის წინაშე წარდგომისას, მიეგებონ მას ულევ სიყვარულში, მიიღოს მან სიცოცხლე საუკუნო და, წმიდა ანდრიასთან, წმიდა ნინოსთან და წმიდა გიორგისთან ერთად, მუდამ იშუამდგომლოს ჩვენი ქვეყნისა და ყველა ჩვენგანისთვის“, – ნათქვამია ჯუზეპე პაზოტოს სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები