ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

სტუ-ის დეკანი – ენერგეტიკის ფაკულტეტი წარმატებით ასრულებს თავის ისტორიულ მისიას, მოამზადოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი კადრები

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე მიმდინარეობს საერთაშორისო სამეცნიერო და კვლევითი პროექტები, ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი, ფუძნდება თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიები, გვყავს 141, მათ შორის, ბაკალავრი – 95, მაგისტრი – 41 და 5 დოქტორანტი, კურსდამთავრებული. 2024/2025 სასწავლო წლის განმავლობაში, ჩვენი სტუდენტები Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი“, – ამის სესახებ ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ენერგეტიკის ფაკულტეტზე განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სწავლება-სწავლისა და კვლევის პროცესს აძლიერებს. კერძოდ, განახლდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა 3 სალექციო აუდიტორია. ელექტროტექნიკის და ელექტრონიკის დეპარტამენტში საბაკალავრო პროგრამისთვის – “ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია”, მოეწყო ელექტრომაგნეტიზმის ახალი ლაბორატორია.

როგორც ენერგეტიკის ფაკულტეტის ახლადარჩეული დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე აცხადებს ენერგეტიკის სფეროს მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება იმ ფონზე, როცა სახეზეა გლობალური კლიმატური გამოწვევები და როცა მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოება, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება. დეკანის თქმით, ამ საკვანძო საკითხების გადაჭრაში დიდი წვლილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს მიუძღვის, იმედანად, რამდენადაც ფაკულტეტი უკვე 103 წელია წარმატებით ასრულებს თავის ისტორიულ მისიას, მოამზადოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო და სამეცნიერო კადრები.

„ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანად არჩევა ჩემთვის არის არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ პასუხისმგებლობა სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და მთლიანად უნივერსიტეტის წინაშე. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ენერგეტიკის ფაკულტეტის ყოფილ დეკანის, პროფესორ ლენა შატაკიშვილს მიმართ, რომლის ხელმძღვანელობით და რაც მთავარია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ფაკულტეტმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც სასწავლო პროცესის, ისე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიმართულებით. მადლობას ვუხდი ფაკულტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამშრომლებს, სტუდენტებს, ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისა და გამოხატული ნდობისთვის. როგორც ახლადარჩეული დეკანი, ჩემი ხედვა ეფუძნება შემდეგ პრიორიტეტებს: 1. აკადემიური და კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება — ხელს შევუწყობ ინოვაციური კვლევითი პროექტების განვითარებას, ლაბორატორიული ბაზის გაუმჯობესებასა და სტუდენტთა კვლევით საქმიანობაში ინტეგრაციას; 2. საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება — ფაკულტეტი უნდა ჩაერთოს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ქსელებში, რაც განაპირობებს ცოდნის ტრანსფერს და თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას; 3. ახალგაზრდა კადრების მხარდაჭერა და პროფესიული განვითარება — განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერას, მათ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, რექტორის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი კიდევ უფრო განიმტკიცებს საკუთარ პოზიციებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე“, – აცხადებს დეკანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები საქკაბელის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები კომპანია „საქკაბელის“ მმართველ დირექტორს დავით კაპანაძეს, ასევე მარკეტინგის სპეციალისტებს - ნათია სამხარაძესა და ბარბარე ჯანანაშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრა, რომლის ორგანიზატორიც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებაა, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ გახსნა.როგორც დეკანმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტების პროფესიული განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და კერძო სექტორთან დაახლოების პროცესში. მისი თქმით, ენერგეტიკის სფეროში დასაქმების პერსპექტივებისა და რეალური სამუშაო გარემოს უკეთ გასაცნობად უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.„ენერგეტიკის სფერო მუდმივად ვითარდება და დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა სწავლის პროცესშივე მიიღონ ინფორმაცია ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების, ტექნოლოგიური სიახლეებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. სწორედ ასეთი შეხვედრები აძლიერებს უნივერსიტეტსა და ბიზნესს შორის კავშირს და სტუდენტებს აძლევს რეალურ წარმოდგენას მათი მომავალი პროფესიის შესახებ“, - აღნიშნა დეკანმა.სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია კომპანია „საქკაბელის“ საქმიანობის, ენერგეტიკული ინდუსტრიის თანამედროვე გამოწვევებისა და ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ. ასოცირებულ პროფესორ ნატო ქათამაძის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელზეც სტუდენტებმა კითხვები დასვეს და ამომწურავი პასუხები კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღეს.„ჩვენი მიზანია სტუდენტებს შევუქმნათ შესაძლებლობა, რომ სწავლის პერიოდში მაქსიმალურად ახლოს იყვნენ რეალურ სამუშაო გარემოსთან. ასეთი შეხვედრები არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა სტუდენტებს ეხმარება უკეთ დაინახონ საკუთარი შესაძლებლობები და მომავალი კარიერული განვითარების გზები,“ - აცხადებს ნატო ქათამაძე.სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტების კარიერული ორიენტაციის მხარდაჭერასა და მათი პროფესიული უნარების განვითარებას.

გია ვოლსკი – ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს, ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ, რასაც აღარც მალავენ

ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან იმაზე, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს. ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ და ამას აღარც მალავენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ოპოზიციის ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, ზოგადად, პოლიტიკაში კარდაკარ სიარული მისაღებია, მაგრამ ოპოზიციას ამის რესურსი არ აქვს.„ოპოზიციაში დაპირისპირება იქნება, რადგან მათ რიგებში ისეთი ადამიანები არ არიან, ვისაც შეუძლიათ, ერთად იყონ. მათ შორის დაპირისპირების მიზეზია ლიდერობაც. ყველას უნდა, პატრონებს თავი დაანახოს, რომ ყველაზე ქმედითია, ვინც უფრო მეტად უნდა დაფინანსდეს და ვისაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს. ვიღაცის წინაშე გაპრანჭვა და კეკლუცობა ჩვეულებრივი ამბავია. ეს ხალხი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. მათ შიგნით ფუთფუთი მათ ხასიათს გამოხატავს, მაგრამ შინაარსს არ ცვლის. ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს – ეს არის თემა, რის გამოც ერთმანეთს უპირისპირდებიან. პოლიტიკაში კარდაკარი მისაღები პრაქტიკაა, მაგრამ მათ რესურსი არ აქვთ, კარდაკარ იარონ. კარდაკარ ადამიანებს ვერ დაარწმუნებენ, რომ საქართველო ცეცხლში უნდა იყოს გახვეული და დესტაბილიზაცია სწორია. ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ და ამას აღარც მალავენ. თავადაც და მათი პატრონები ხან ეკონომიკურ სანქციებს ითხოვენ, ხან რუსეთთან შეჯახებაზე საუბრობენ. ეს ადამიანები პატარა პაიკები არიან, რომლებიც სკამდასკამ დადიან, ბაღებსა და ქუჩებში ელაპარაკებიან. ფაქტია, ეს ხალხი არის მავნებელთა ჯგუფი, ვინც თავის აქტივობას კარდაკარს არქმევს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენ არასდროს განგვიხილავს და არც განვიხილავთ სომხეთში 300 000 აზერბაიჯანელის ჩასახლების საკითხს

ჩვენ არასდროს განგვიხილავს და არც განვიხილავთ სომხეთში 300 000 აზერბაიჯანელის ჩასახლების საკითხს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს უკვე დიდი ხანია, არ განუხილავთ სომხების ყარაბაღში, ბაქოში ან სხვა ადგილებში დაბრუნება.ფაშინიანმა დასძინა, რომ ასეთი საკითხის ორივე მხარეს შორის განხილვა პროვოკაციულია და ზრდის დაძაბულობას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში.ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ ორივე საკითხს პოლიტიკურ დღის წესრიგში ერთი და იგივე ძალები აყენებენ და ამას იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა.სომხური მედიის შეფასებით, ნიკოლ ფაშინიანი აგრძელებს აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიის ყოველდღიური პროპაგანდის „იგნორირებას“, „მიმდინარე დიდი დაბრუნების“ შესახებ, მათ შორის ე.წ. „დასავლეთ აზერბაიჯანში“.

ირაკლი ჩიქოვანი – თავდაცვის ძალების დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს მომავალს – იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს, რომლებიც ქართულ ჯარს კიდევ უფრო აძლიერებენ

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. დღევანდელი საზეიმო განწყობა განსაკუთრებულია იმ 800 ახალწვეულისათვის, ვინც ქვეყნისა და ერის წინაშე დღეს დადო სამხედრო ფიცი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების 35 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ძალების დიდი ოჯახის მომავალზე და პროფესიული დღე განსაკუთრებით მიულოცა იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს.„თავდაცვის ძალების იუბილეს ვულოცავ ჩვენი მომავლის იმედს – ახალგაზრდა იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს – ყველას, ვინც აძლიერებს საქართველოს თავდაცვის ძალებს“, – აღნიშნა მან.ირაკლი ჩიქოვანმა მადლიერება გამოხატა სამხედროების ოჯახების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ მათ.„სწორედ, ოჯახია ის მტკიცე და საიმედო საყრდენი, რომელიც ამაგრებს ჩვენს ჯარისკაცებს ამ რთულ და ღირსეულ პროფესიაში. მტკიცე და მზრუნველი ოჯახი ჯარისკაცისთვის არის მისი რწმენის, სიმტკიცისა და გამძლეობის ყველაზე დიდი წყარო“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია

ჩვენ გვაქვს უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს – სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურება ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს ქვეყნის თავდაცვის ძალები ინსტიტუციურად ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.„დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას. მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია. ამავდროულად, ქართული ჯარი ყოველთვის მზად არის, დაიცვას ჩვენი მიწა-წყალი და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. თქვენი სიმტკიცისა და პროფესიონალიზმის იმედი მუდამ აქვს ჩვენს სახელმწიფოს.ძვირფასო წვევამდელებო, თქვენ მიერ დღეს დადებული ფიცი არის იმ დიდი პასუხისმგებლობის დასტური, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვისთვის იკისრეთ. მჯერა, თქვენი სამსახური გახდება იმ ურყევი მშვიდობის საფუძველი, რომელიც აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოს წინსვლისა და ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისათვის.კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს და 35 წლის იუბილეს. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები