შაბათი, მარტი 15, 2025

სტუდენტი ნინო გოგია – ჩვენთვის უცნობია, რასთან დაკავშირებით მივიღეთ გაფრთხილება, შევიტანეთ განცხადება, რომ მივიღოთ დასაბუთება, მანამდე არ ვაპირებთ თუნდაც ლექციებზე შესვლას

განათლების მინისტრის ბრძანებით, ეთიკის კომისია არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სტუდენტების დისციპლინარული პასუხისმგებლობის თაობაზე, – ამის შესახებ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნინო გოგიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პირველ რიგში, ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ ეს არის“, – განაცხადა გოგიამ.

მისი თქმით, როდესაც სტუდენტებს ელექტრონულ ფოსტაზე წერილი დაეგზავნათ, სადაც ნახსენები იყო, რომ იმართებოდა კომისიის სხდომა, რაზეც განიხილებოდა შეწამვლის საკითხი, დაკონკრეტებული არ იყო, ვის ეხებოდა და რა შეიძლებოდა ამ ყველაფერს მოჰყოლოდა, რომ მათ სტატუსი შეწყვეტოდათ და ა.შ.

„გარდა ამისა, დაახლოებით საღამოს რვა საათისთვის მოვიდა ეს მეილი და ჩვენ დრო გვქონდა დილის 10:00 საათამდე, რაც გონივრული ვადა ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, მათ მიერ გამოგზავნილ მეილში არ არის დაკონკრეტებული, რომელმა ჩვენგანმა რა კოდექსი დავარღვიეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვეთ არაერთხელ და, მათ შორის, დღეს შევიტანეთ განცხადება, რომ მივიღოთ დასაბუთება, რას გვედავებიან კონკრეტულად. იმიტომ, რომ ამ განცხადების მერე რომ სტატუსი აღარ გვიწყდება, ამ განცხადებაში წერია ასევე ისიც, რომ მივიღეთ გაფრთხილება, თუმცა რასთან დაკავშირებით მივიღეთ ეს გაფრთხილება, დღემდე უცნობია ჩვენთვის და დღემდე ველოდებით უნივერსიტეტისგან, რომ ეს ყველაფერი მივიღოთ“, – განაცხადა გოგიამ.

„დასაბუთებას ვიდრე არ მივიღებთ, მანამდე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, თუნდაც ლექციებზე შევიდეთ, რადგან ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, კანონს და, მეორე რიგში, ჩვენს მორალს, რაც ყველაზე მაღლა დგას“, – განაცხადა გოგიამ.

ნინო გოგიამ ასევე განაცხადა, რომ სოლიდარობას უცხადებს სინდისის ყველა პატიმარს.

მისი თქმით, უნივერსიტეტში მომუშავე არაერთი ადამიანი მათ პროტესტს ყოველ ჯერზე უშლიდა ხელს.

„თუნდაც პირველივე დღეებში, როდესაც გიორგი შალუტაშვილს ველოდებოდით, რომ მოსულიყო და კომუნიკაცია ჰქონოდა ჩვენთან, მოვიდა დილის 06:00 საათზე და გარეთ რამდენიმე ადამიანი, ჩვენი სტუდენტი რომ იმყოფებოდა, ის ამბობდა, რომ ეს არის ულტიმატუმი და არ შემოვუშვებო. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვეუბნებოდით, გარეთ იყინებიან ეს ბავშვები-თქო. ამის შემდეგ იყო შემთხვევა, როცა გვინდოდა, გამათბობლები შემოგვეტანა, რადგან უნივერსიტეტი არ რთავდა გათბობას და გვითხრეს ისიც, რომ ამით ფულს ზოგავენ ეს ადამიანები და ჩვენი გამათბობლების შემოტანის უფლებასაც არ გვაძლევდნენ. გიორგი ფხაკაძე იყო ის ადამიანი, რომელმაც თქვა, თქვენ პროტესტიც გინდათ და გათბობაც, ეს ყველაფერი ერთად ვერ იქნებაო“, – განაცხადა გოგიამ.

სტუდენტმა ასევე განაცხადა, რომ მათთვის საჭმლის მიწოდებაც პრობლემა იყო.

„ბანერები როცა ჩამოვკიდეთ, იყო შემთხვევა, როცა ჩაკეტეს კარი. მე და თემო შიგნით ვიყავით მაგ პერიოდში, დაახლოებით 72 ან 70 საათი და საჭმლის შემოწოდებაზე გვითხრეს, რომ ამის უფლებას არ მოგვცემდნენ და არც ერთმანეთის ჩანაცვლების უფლებას არ მოგვცემდნენ. გვითხრეს, ზუსტად ვციტირებ, ღრიჭოდან შემოგაწვდით საჭმელსო, კარის ღრიჭოზე იყო საუბარი“, – განაცხადა გოგიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, როგორ მთავრდება, ვიცოდით ისიც, როდის აფენენ და იღებენ წითელ ხალიჩებს

ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, როგორ მთავრდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილი ამგვარად გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ნორმალური იქნებოდა, თუ ომი შეწყდებოდა და ევროპა როგორღაც ნაბიჯ-ნაბიჯ და ამერიკა ნაბიჯ-ნაბიჯ აღადგენდა ნორმალურ ურთიერთობებს რუსეთთან, მაგრამ ჩვენ ჯერ აბსოლუტურად არ ვართ იქ“.„ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, თუ როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, თუ როგორ მთავრდება. ისიც ვიცოდით, როდის აფენენ წითელ ხალიჩებს და როდის იღებენ. „რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება. არაფერია მზის ქვეშ ახალი“ (ეკლესიასტე 1:9)“, – წერს პაპუაშვილი.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ლიეტუვა მზად არის, ქვეყანაში ნატო-ს ბირთვული იარაღის განთავსების საკითხი განიხილოს

ლიეტუვა მზად არის, ქვეყანაში ნატო-ს ბირთვული იარაღი განათავსოს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ლიეტუვა მზადაა, განიხილოს კონსტიტუციის ცვლილების შესაძლებლობა, თუ ნატო-ს მოკავშირეები მის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შეთავაზებით გამოვლენ.„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა შევაფასოთ რესპუბლიკის კონსტიტუციის 137-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობები, თუ ჩვენი მოკავშირეები შემოგვთავაზებენ გარკვეულ რეალურ გეგმებს ლიეტუვაში ბირთვული იარაღის ან მისი კომპონენტების განთავსების შესახებ, ასევე გადავხედოთ სხვა ვალდებულებებს“, – აცხადებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დოვილე შაკალენე.ლიეტუვის კონსტიტუციის 137-ე მუხლი კრძალავს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღისა და უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებას. ამასთან, ბირთვული იარაღის განთავსება ვილნიუსისთვის ჯერჯერობით არავის შეუთავაზებია.ცნობისთვის, მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში ვაშინგტონს მოუწოდა, აღმოსავლეთ ევროპაში განათავსოს ბირთვული იარაღი. „ნატო-ს საზღვრები აღმოსავლეთისკენ გადაადგილდა 1999 წელს, ამიტომ 26 წლის შემდეგ ასევე უნდა მოხდეს ნატო-ს ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთისკენ გადატანა. ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ დრო დადგა, არამედ უფრო უსაფრთხოც იქნებოდა, თუ ეს იარაღი უკვე აქ განლაგდებოდა“, – განაცხადა დუდამ.დუდამ ასევე აღნიშნა, რომ უკვე განიხილა ეს საკითხი რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან.

ცნობილია, წუხელ ჭავჭავაძის გამზირზე მოკლულის მამაკაცის ვინაობა – “ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა”

გა­სულ ღა­მეს ვა­კე­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მოკ­ლუ­ლია ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის ძმა, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე.არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლეს.არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე დღით იყო ჩა­მო­სუ­ლი და ის დაც­ვის თან­ხლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.მოკ­ლუ­ლი ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე 58 წლის იყო. ის იყო ბიზ­ნეს­მე­ნი და ძი­რი­თა­დი ბიზ­ნე­სი რუ­სეთ­ში ჰქონ­და.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, დაზვერვის სისტემიდან ინფორმაციის გაჟონვასთან ბრძოლა გამკაცრდება

როგორც „ფოქს ნიუსი“ წერს, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ დაზვერვის სისტემიდან ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა გამკაცრდება.„ჩვენი ქვეყნის დაზვერვის სამსახურები მთლიანად ეროვნული უსაფრთხოების მისიაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებულნი. პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ინფორმაციის გავრცელება ძირს უთხრის როგორც ეროვნულ უსაფრთხოებას, ისე ამერიკელი ხალხის ნდობას. ამგვარი ქმედება არ იქნება შეწყნარებული“, – აღნიშნულია გაბარდის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.მისივე თქმით, ამგვარი ინფორმაციის გაჟონვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რასაც წარსულში არც გამოძიება მოჰყოლია და არც ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა.„ეს დღეიდან შეიცვლება. ჩვენთვის ცნობილია დაზვერვის სისტემიდან ინფორმაციის გამჟღავნებაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ და აქტიურად ვმუშაობთ მათ გამოსავლენად. ყველა მათგანს პასუხი მოეთხოვება“, – აღნიშნავს გაბარდი.აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ასევე ჩამოთვალა დაზვერვის სისტემიდან ინფორმაციის გავრცელების რამდენიმე შემთხვევა, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის განთავსება ისეთი მედიასაშუალებებისთვის, როგორებიცაა Huffington Post-ი, Washington Post-ი და NBC.მისივე განცხადებით, დაზვერვის სისტემიდან გავრცელებული ინფორმაცია მოიცავს ცნობებს ისრაელისა და ირანისა და აშშ-რუსეთის ურთიერთობების შესახებ.გაბარდის თქმით, საიდუმლო ინფორმაციის უნებართვო გავრცელება კანონის დარღვევაა და ამგვარი ქმედება შესაბამისად დაისჯება.

დონალდ ტრამპი კითხვაზე, რატომ ამბობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებდა – ვამბობდი გარკვეული სარკაზმით

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჰკითხეს, რატომ ამბობდა, რომ რუსეთისა და უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებდა.„ვამბობდი გარკვეული სარკაზმით“, – უპასუხა ტრამპმა.წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპი არაერთხელ აცხადებდა, რომ შეძლებდა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის 24 საათში დასრულებას.პროგრამა Full Measure-ის წამყვანმა, შერილ ატკისონმა ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს პირადად ჰკითხა.„კი, მე მაშინ ვამბობდი ამას გარკვეული სარკაზმით. რეალურად რასაც ვგულისხმობ, არის ის, რომ მინდა ეს გადაწყდეს. ვფიქრობ, რომ გამომივა“, – განაცხადა ტრამპმა საპასუხოდ.ინტერვიუს ფრაგმენტში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ტრამპმა თქვა, რომ ჯერჯერობით რუსეთთან მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შედარებით კარგად მიმდინარეობს.„ცოტა მეტს გავიგებთ ორშაბათს და იმედი მაქვს, რომ საქმე კარგად იქნება“, – დასძინა ტრამპმა განმარტების გარეშე, თუ რას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები