შაბათი, მარტი 15, 2025

სტუდენტი თემურ ვაჭარაძე – პროტესტის ფორმებზე ცალსახად ვერ ვისაუბრებთ, არ ვაპირებთ გაჩერებას, პროცესები თვითონ მიგვანიშნებს, როგორ წარვმართოთ, ჩვენი მიზანია, უსამართლობა არ გახდეს ნორმალიზებული

პროტესტის ფორმებზე ასე ცალსახად ვერ ვისაუბრებთ, უბრალოდ, არ ვაპირებთ გაჩერებას და პროცესები თვითონ მიგვანიშნებს, როგორ უნდა წარვმართოთ ის, – ასე უპასუხა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, თემურ ვაჭარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა ფორმით აპირებენ სტუდენტები პროტესტის გაგრძელებას.

„ჩვენთვის მთავარი არის, რომ გვაქვს მიზანი და ეს მიზანია, ამ ქვეყანაში უსამართლობა არ გახდეს ნორმალიზებული და ის ყველა უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი იყოს თავისუფალი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი“, – განაცხადა ვაჭარაძემ.

თემურ ვაჭარაძემ ასევე განაცხადა, რომ სოლიდარობას უცხადებს ყველა ნაწამებ, აქციებზე უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანს და მათთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ.

სტუდენტმა ასევე განაცხადა, რომ მათი უნივერსიტეტში დაბრუნებით ვინმეს თუ ჰგონია, რომ პრობლემა აღმოფხვრილია და ამის გამო ისინი რამეს არ გააპროტესტებენ, ბოდიშს მოიხდიან, ან გაფრთხილებას მიიღებენ იმაზე, რაც არ ჩაუდენიათ, ძალიან ცდება.

სტუდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კარის გაღების პრობლემა არ იყო იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტები გავიდოდნენ, მაგრამ იმაზე, რომ ჩანაცვლებოდნენ, ვინმე შესულიყო, ან საჭმელი შეეწოდებინათ, ამაზე პრობლემა იყო.

ამასთან, სტუდენტმა თქვა, რომ როდესაც დაცვის უფროსს ეკითხებოდნენ, ვისი დავალება იყო, რომ ჩანაცვლება და საჭმლის შეწოდება არ მომხდარიყო, ის ეუბნებოდა, რომ ეს რექტორის დავალებით იყო.

„პოლიცია როდესაც გამოიძახეს გარედან, შემოვიდა პოლიცია, ვკითხეთ და გვითხრა, რომ ეს რექტორის გადაწყვეტილებაა, სხვა ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ამიტომ, რომ იძახის, მე ეს გადაწყვეტილება არ მიმიღიაო, ეგეც არის სიცრუე“, – განაცხადა ვაჭარაძემ.

მისივე თქმით, რექტორს არ უზრუნია იმაზე, რომ სტუდენტებსა და მას შორის რაღაცნაირად, პრობლემები მოგვარებულიყო.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფების შემდეგ არანაირი სურვილი არ გვქონდა მასთან საუბრის. იმ ყველაფრის შემდეგ, როდესაც რექტორი საჭმლის შეწოდებაზე უარს გეუბნება, ჩანაცვლებაზე უარს გეუბნება, გათბობას არ გირთავს და გეუბნება, გათბობას ვერ ჩაგირთავთ, რადგან სპექტაკლების გამო ფული უნდა დავზოგოო, როცა ცალკე არის სპექტაკლების თანხა ბიუჯეტში და ცალკე გათბობის თანხა, კი ბატონო, ეგ არ არის არანაირი პრობლემა, მაგრამ როდესაც შენს გათბობას, შენს ნივთს არ გატანინებს, რომ გათბე დეკემბერში და იანვარში, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ სურვილი არ გვქონდა, რომ გვესაუბრა“, – განაცხადა ვაჭარაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გაგრძელდეს მათი ურთიერთობა, როგორ უნდა მოხდეს კომუნიკაცია, რომლის პრობლემაც ფაქტია, დგას და როგორ უნდა მოხდეს ისე, რომ ეს მოცემულობა აკადემიურ სივრცეს დაუბრუნდეს, სტუდენტმა განაცხადა, რომ ისინი სწავლის პროცესს და აკადემიურ პროცესს აქამდე, 83 დღის განმავლობაში, რაც უნივერსიტეტში იყვნენ, ხელს არ უშლიდნენ.

შეკითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებს სირცხვილის დერეფნებთან დაკავშირებით, რომელიც როგორც რექტორმა გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, სხვა სტუდენტებს მოუწყვეს, რის გამოც დანარჩენი სტუდენტები უხერხულობას გრძნობენ, თემურ ვაჭარაძემ თქვა, რომ მსგავსი ფაქტი არ არსებობს.

„თუ ამბობს, რომ ასე იყო, მაშინ მოიყვანოს არგუმენტი, ან ფაქტი, როდესაც ჩვენ რომელიმე სტუდენტი სირცხვილის კორიდორში გავატარეთ. ჩვენ ყველა სტუდენტთან გვქონდა კომუნიკაცია, ჩვენი მეგობრები არიან, ძალიან პატარა უნივერსიტეტი გვაქვს, ასე თუ ისე, ყველას ვიცნობთ და ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონდა, რომ ისინი შესულიყვნენ და ესწავლათ“, – განაცხადა თემურ ვაჭარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, როგორ მთავრდება, ვიცოდით ისიც, როდის აფენენ და იღებენ წითელ ხალიჩებს

ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, როგორ მთავრდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილი ამგვარად გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ნორმალური იქნებოდა, თუ ომი შეწყდებოდა და ევროპა როგორღაც ნაბიჯ-ნაბიჯ და ამერიკა ნაბიჯ-ნაბიჯ აღადგენდა ნორმალურ ურთიერთობებს რუსეთთან, მაგრამ ჩვენ ჯერ აბსოლუტურად არ ვართ იქ“.„ჩვენ ვიცოდით არა მხოლოდ ის, თუ როგორ იწყება ასეთი ომები, არამედ ისიც, თუ როგორ მთავრდება. ისიც ვიცოდით, როდის აფენენ წითელ ხალიჩებს და როდის იღებენ. „რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება. არაფერია მზის ქვეშ ახალი“ (ეკლესიასტე 1:9)“, – წერს პაპუაშვილი.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ლიეტუვა მზად არის, ქვეყანაში ნატო-ს ბირთვული იარაღის განთავსების საკითხი განიხილოს

ლიეტუვა მზად არის, ქვეყანაში ნატო-ს ბირთვული იარაღი განათავსოს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ლიეტუვა მზადაა, განიხილოს კონსტიტუციის ცვლილების შესაძლებლობა, თუ ნატო-ს მოკავშირეები მის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შეთავაზებით გამოვლენ.„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა შევაფასოთ რესპუბლიკის კონსტიტუციის 137-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობები, თუ ჩვენი მოკავშირეები შემოგვთავაზებენ გარკვეულ რეალურ გეგმებს ლიეტუვაში ბირთვული იარაღის ან მისი კომპონენტების განთავსების შესახებ, ასევე გადავხედოთ სხვა ვალდებულებებს“, – აცხადებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დოვილე შაკალენე.ლიეტუვის კონსტიტუციის 137-ე მუხლი კრძალავს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღისა და უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებას. ამასთან, ბირთვული იარაღის განთავსება ვილნიუსისთვის ჯერჯერობით არავის შეუთავაზებია.ცნობისთვის, მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში ვაშინგტონს მოუწოდა, აღმოსავლეთ ევროპაში განათავსოს ბირთვული იარაღი. „ნატო-ს საზღვრები აღმოსავლეთისკენ გადაადგილდა 1999 წელს, ამიტომ 26 წლის შემდეგ ასევე უნდა მოხდეს ნატო-ს ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთისკენ გადატანა. ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ დრო დადგა, არამედ უფრო უსაფრთხოც იქნებოდა, თუ ეს იარაღი უკვე აქ განლაგდებოდა“, – განაცხადა დუდამ.დუდამ ასევე აღნიშნა, რომ უკვე განიხილა ეს საკითხი რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან.

ცნობილია, წუხელ ჭავჭავაძის გამზირზე მოკლულის მამაკაცის ვინაობა – “ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა”

გა­სულ ღა­მეს ვა­კე­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მოკ­ლუ­ლია ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის ძმა, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე.არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლეს.არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე დღით იყო ჩა­მო­სუ­ლი და ის დაც­ვის თან­ხლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.მოკ­ლუ­ლი ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე 58 წლის იყო. ის იყო ბიზ­ნეს­მე­ნი და ძი­რი­თა­დი ბიზ­ნე­სი რუ­სეთ­ში ჰქონ­და.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, დაზვერვის სისტემიდან ინფორმაციის გაჟონვასთან ბრძოლა გამკაცრდება

როგორც „ფოქს ნიუსი“ წერს, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ დაზვერვის სისტემიდან ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა გამკაცრდება.„ჩვენი ქვეყნის დაზვერვის სამსახურები მთლიანად ეროვნული უსაფრთხოების მისიაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებულნი. პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ინფორმაციის გავრცელება ძირს უთხრის როგორც ეროვნულ უსაფრთხოებას, ისე ამერიკელი ხალხის ნდობას. ამგვარი ქმედება არ იქნება შეწყნარებული“, – აღნიშნულია გაბარდის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.მისივე თქმით, ამგვარი ინფორმაციის გაჟონვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რასაც წარსულში არც გამოძიება მოჰყოლია და არც ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა.„ეს დღეიდან შეიცვლება. ჩვენთვის ცნობილია დაზვერვის სისტემიდან ინფორმაციის გამჟღავნებაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ და აქტიურად ვმუშაობთ მათ გამოსავლენად. ყველა მათგანს პასუხი მოეთხოვება“, – აღნიშნავს გაბარდი.აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ასევე ჩამოთვალა დაზვერვის სისტემიდან ინფორმაციის გავრცელების რამდენიმე შემთხვევა, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის განთავსება ისეთი მედიასაშუალებებისთვის, როგორებიცაა Huffington Post-ი, Washington Post-ი და NBC.მისივე განცხადებით, დაზვერვის სისტემიდან გავრცელებული ინფორმაცია მოიცავს ცნობებს ისრაელისა და ირანისა და აშშ-რუსეთის ურთიერთობების შესახებ.გაბარდის თქმით, საიდუმლო ინფორმაციის უნებართვო გავრცელება კანონის დარღვევაა და ამგვარი ქმედება შესაბამისად დაისჯება.

დონალდ ტრამპი კითხვაზე, რატომ ამბობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებდა – ვამბობდი გარკვეული სარკაზმით

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჰკითხეს, რატომ ამბობდა, რომ რუსეთისა და უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებდა.„ვამბობდი გარკვეული სარკაზმით“, – უპასუხა ტრამპმა.წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპი არაერთხელ აცხადებდა, რომ შეძლებდა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის 24 საათში დასრულებას.პროგრამა Full Measure-ის წამყვანმა, შერილ ატკისონმა ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს პირადად ჰკითხა.„კი, მე მაშინ ვამბობდი ამას გარკვეული სარკაზმით. რეალურად რასაც ვგულისხმობ, არის ის, რომ მინდა ეს გადაწყდეს. ვფიქრობ, რომ გამომივა“, – განაცხადა ტრამპმა საპასუხოდ.ინტერვიუს ფრაგმენტში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ტრამპმა თქვა, რომ ჯერჯერობით რუსეთთან მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შედარებით კარგად მიმდინარეობს.„ცოტა მეტს გავიგებთ ორშაბათს და იმედი მაქვს, რომ საქმე კარგად იქნება“, – დასძინა ტრამპმა განმარტების გარეშე, თუ რას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები