”სტუდენტები სოციალური მეწარმეობისთვის” -ასე ჰქვია კონკურსს, რომლის პრეზენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მასშტაბით, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. კონკურსში რეგისტრაციის ვადა (საიტზე http://segeorgia.org )13 მარტს იწურება.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების აქტიური ჩართვა სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში. გამარჯვებული გუნდის წევრებს, სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, სამოგზაურო გრანტი გადაეცემათ.
პროცესში ჩართულ სტუდენტებს შეეძლებათ იმუშაონ, როგორც სოციალურ მეწარმეებთან ასევე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
2018 წელს კონკურის საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება, ფინანსური მხარდამჭერი კი ევროკავშირია.