სტოლტენბერგი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეთანხმებაზე: ავტორიტარული სახელმწიფოები ერთიანდებიან

Read Time:35 Second

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მიერ ხელმოწერილი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა აჩვენებს იმ ფაქტს, რომ ავტორიტარული სახელმწიფოები ერთიანდებიან. ამის შესახებ მან კანადაში ოფიციალური ვიზიტის დროს გამართულ პანელზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის ფედერაციას „უზარმაზარი საბრძოლო მასალა“ მიაწოდა, ხოლო ჩინეთი და ირანი მხარს უჭერენ მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში.

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ავტორიტარული სახელმწიფოები სულ უფრო მეტად ერთიანდებიან. ისინი ერთმანეთს ისე უჭერენ მხარს, როგორიც აქამდე არ გვინახავს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასა და აზიის სხვა ქვეყნებს შორის მზარდი დაახლოება ნიშნავს, რომ NATO-სთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ რეგიონში მოკავშირეებთან თანამშრომლობა.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მდინარე ლიახვში მოზარდის ცხედარი იპოვეს
Next post დღეს საქართველოს ნაკრები არავისთვისაა ხელწამოსაკრავი გუნდი. ეს დამტკიცდა თურქეთთან და დარწმუნებული ვარ, ამას ჩეხეთიც იაზრებს და პორტუგალიაც – გიორგი გველესიანი