ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026

სტამბოლის სანაპიროსთან ორი მიწისძვრა მოხდა

მარმარილოს ზღვაში, სტამბოლის სანაპიროსთან დღის განმავლობაში ორი მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 08:07 საათზე დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდა იყო. ბიძგების ეპიცენტრი 12,4 კილომეტრი სიღრმეზე მდებარეობდა.

უწყების ცნობით, მეორე მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:22 საათზე მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 3,2 მაგნიტუდა შეადგინა და ეპიცენტრი 9,62 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პენიტენციურ სამსახურში „კატეგორიულად უარყოფენ“ საბა სხვიტარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში „სრული სიმშვიდეა“

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში „კატეგორიულად უარყოფენ“ მსჯავრდებულ საბა სხვიტარიძის გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა.„კატეგორიულად უარვყოფთ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, არანაირი ვენების გადაჭრა, შიმშილობა და ა.შ. დაწესებულებაში არის სრული სიმშვიდე. სრული სიცრუეა მის პოსტში მოყვანილი ფაქტები და დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა“, - აღნიშნავენ პენიტენციურ სამსახურში.„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, საბა სხვიტარიძემ საპატიმროდან გავრცელებულ წერილში განაცხადა, რომ მეექვსე „მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში“ ვითარება დაძაბულია. სხვიტარიძის თქმით, პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და სასჯელს 10-12 წელს უმატებენ. ამასთან, მისი თქმით, „პატიმარმა ვენები გადაიჭრა“.„გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა. პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები. პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ასევე, სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან! ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“, - წერს საბა სხვიტარიძე.

ირაკლი ქადაგიშვილი – კარგია, როდესაც ადამიანები ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და სახელმწიფოს სასჯელის შემსუბუქებისთვის მიმართავენ, სახელმწიფო მათ მიმართ ლოიალური იქნება

კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და სახელმწიფოს სასჯელის შემსუბუქებისთვის მიმართავენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, თავიდანვე ითქვა, რომ ვინც გააცნობიერებს, რომ მისი ქმედება ანტისახელმწიფოებრივი იყო, სახელმწიფო მის მიმართ ლოიალური იქნება.„ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის წინააღმდეგ 4 ოქტომბრის პროვოკაციამ სრული ფიასკო განიცადა. ის დასრულდა ისე, როგორც ქართველ ხალხს და არა მარტო ქართულ სახელმწიფოს უნდოდა. კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და სახელმწიფოს სასჯელის შემსუბუქებისათვის მიმართავენ. თავიდანვე ვამბობდით, ვინც გააცნობიერებს, რომ მისი ქმედება ანტისახელმწიფოებრივი იყო, სახელმწიფო მის მიმართ ლოიალური იქნება. უკვე ბევრმა ისარგებლა ამით. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს, საკითხის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს. ყველასათვის ეს უნდა იყოს მანიშნებელი, რომ ქვეყანაში, მით უმეტეს გარედან დაკვეთით ჩატარებული ფერადი რევოლუციების დრო დამთავრდა. ყველამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ამა თუ იმ პოზიციას ან ქვეყანაში გარკვეულ ცვლილებებს უნდა მიაღწიოს ქართველ ხალხთან, ამომრჩეველნთან პოლიტიკური საქმიანობით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმის უპერსპექტივობას, რაც ერთი წლის წინ, 4 ოქტომბერს მოხდა საქართველოში, რასაც მხარი დაუჭირა ოფიციალირად ევროკავშირის წარმომადგენელმა და დადგა არა საქართველოს კონსტიტუციის, დემოკრატიისა და არჩევნების მხარეს, არამედ რევოლუციის მხარეს. და დღეს, ერთი წლის თავზე, ეს ყველაფერი ნელ-ნელა წარსულს რომ ბარდება და ადამიანები ამას ათვითცნობიერებენ, ძალიან კარგია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.კითხვაზე, რამდენად რეალური და დროულია აღიარება იმ ადამიანისგან, რომელიც მოუწოდებდა ხალხს მშვიდობიანი დამხობისკენ, ირაკლი ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ „როდესაც ადამიანი აღიარებს, აცნობიერებს შეცდომას, ეს ყოველთვის დროულია“.„სახელმწიფოს გააჩნია ჰუმანური მიდგომა და უკვე ბევრმა ადამიანმა ამ ჰუმანური მიდგომით იხელმძღვანელა და თავისუფლებაზე არის. ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, ყველა დეტალი სასამართლოში გაირკვევა, სახელმწიფო იქნება ამ პოლიტიკის მომხრე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.

საბა სხვიტარიძე – №6 მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია, პატიმარმა ვენები გადაიჭრა, გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს – ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ითხოვენ გავრცელებულ კადრებში...

„მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია - გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.როგორც საბა სხვიტარიძის წერილშია აღნიშნული, პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, ხოლო ნაწილი დეესკალაციის ოთახშია გადაყვანილი.„მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ.პატიმარმა ვენები გადაიჭრაგუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა.პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები.პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!ასევე სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან!ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“, - წერს საბა სხვიტარიძე.

არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი შავ ჭირთან დაკავშირებით – რას წერს გიორგი ფხაკაძე

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომელი, 28 წლის ქალი, შავი ჭირით გარდაიცვალა.როგორც ფხაკაძე „ფეისბუკში“ წერს, რუსეთის ოფიციალური უწყება ამ ეტაპზეშავ ჭირს არ ადასტურებს და სიკვდილის მიზეზად „უცნობი ეტიოლოგიისპნევმონიას“ ასახელებს. მისივე თქმით, „ამჟამად ფართო ეპიდაფეთქებისმტკიცებულება არ არსებობს და პანიკის საფუძველი არ არის“.„შავი ჭირი რუსეთში? – ირკუტსკში 28 წლის ლაბორანტი გარდაიცვალა მძიმე პნევმონიით. ის მუშაობდა შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში. მედიის ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ ქალი Yersinia pestis-ით დაინფიცირდა. დაახლოებით 200 კონტაქტი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა.რუსეთის ოფიციალური უწყება ამ ეტაპზე შავ ჭირს არ ადასტურებს და სიკვდილის მიზეზად „უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიას“ ასახელებს.ამჟამად ფართო ეპიდაფეთქების მტკიცებულება არ არსებობს და პანიკის საფუძველი არ არის. სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ იმსხვერპლა. საუბარია ბაქტერია Yersinia pestis-ზე, რომელიც მე-14 საუკუნის მომაკვდინებელი პანდემიის მიზეზი გახდა.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ ამერიკული ბომბდამშენების ბრიტანული საჰაერო ბაზიდან გაყვანასა და ირანის სავარაუდო შეთქმულებას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკული ბომბდამშენების ბრიტანული საჰაერო ბაზიდან გაყვანასა და ირანის სავარაუდო შეთქმულებას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.„ომის დეპარტამენტი მუდმივად ანაწილებს რესურსებს იქ, სადაც მათი არსებობა საჭიროა. ასევე ხდება რეგულარული როტაციები“, – აღნიშნავს მარკო რუბიო.მისივე განმარტებით, ტექნიკის სხვადასხვა რეგიონში გადაადგილება სწავლებებისა და ხელახალი განლაგების გამო უჩვეულო არ არის.„ეკიპაჟები მუდმივად იცვლებიან“, – განმარტავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.ჟურნალისტმა რუბიოს  ჰკითხა, კვლავ ენდობა თუ არა აშშ ბრიტანულ უსაფრთხოებას ამ ბაზაზე და, ასევე ზოგადად.აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ ენდობა თავისი ყველა ბაზის უსაფრთხოებას.„თეორიულად, ყველა ბაზას ნებისმიერ დროს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. სწორედ ამიტომ არის მათ გარშემო ასეთი ძლიერი უსაფრთხოების სისტემა“, – განაცხადა მარკო რუბიომ..ბომბდამშენები დიდ ბრიტანეთში მდებარე RAF Fairford-ის ავიაბაზაზე იყო განლაგებული. ისინი ბოლო დროს ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის გამოიყენეს. გასულ კვირას ბაზის მახლობლად ხუთი ბრიტანელი მამაკაცი დააკავეს, მათ ტერორისტული აქტების მომზადებაში ედებათ ბრალი. „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აღნიშნული ბაზა მანამდე სამიზნედ დაასახელეს.

ბოლო სიახლეები