ოთხშაბათი, ოქტომბერი 30, 2024

სროლა დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე – დაშავებულია ტრამპი

პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო, დონალდ ტრამპი დაშავებულია.

როგორც მედია წერს, სროლის ხმა იმ დროს გაისმა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავდა.

მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ტრამპი სახის არეში დაშავდა.

როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სროლის შესახებ ინფორმირებული არ არის.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მეთიუ მილერი: ამერიკის მორიგი ნაბიჯები მთლიანად საქართველოს ქმედებაზე იქნება დამოკიდებული

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ამერიკის სამომავლო ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებით, მთლიანად იქნება დამოკიდებული საქართველოს ქმედებებზე. "ჩვენს პასუხებს საქართველოს მოქმედებები განსაზღვრავს. უკვე რამდენიმე თვეა საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს. ჩვენ უკვე შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის და ჩვენ სხვა დახმარება გვაქვს, რომელიც განხილვის პროცესშია", - განაცხადა მეთიუ მილერმა. მან ამავე ბრიფინგზე მან თქვა, რომ არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების კურსი არ შეიცვლება და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, კარგად გაიაზრონ რა ტიპის პოლიტიკის წარმოება სურთ და ამ გადაწყვეტილებისას, საქართველოს მოსახლეობის ნებაც გაითვალისწინონ: "ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ოფიციალურ პირებს, ისეთი პოლიტიკის გაძლიერების ნაცვლად, რომელსაც ავტორიტარები აქებენ, განიხილონ ურთიერთობა, რომლის ქონაც ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან სურთ. საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს, რომ ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირში იხილოს. საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც მოქმედი მთავრობის მიერაა წარმოდგენილი და მიღებული, ხაზს უსვამს ამ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებას. ყველა მხარე ემხრობოდა ამ მიზანს, მაგრამ მმართველმა პარტიამ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც შეუთავსებელია ამ კურსთან". მან ისაუბრა საარჩევნო პროცესზე: "ქართველები შაბათს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, სადაც საარჩევნო გარემო განპირობებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკით, მათ შორის, საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვით და ამომრჩეველთა დაშინებით. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო არათანაბარი სათამაშო მოედნის შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ". მან გაიმეორა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოწოდება, საარჩევნო დარღვევების გამოძიების აუცილებლობასთან დაკავშირებით: "ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, საარჩევნო დარღვევების სრული გამოძიების მოთხოვნაში. ასევე მოვუწოდებთ, პატივი სცენ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტურ უფლებას". მილერის თქმით, საქართველოს ჯერ არ დაუკარგავს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების შანსი და ამისთვის რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. "საქართველოს მთავრობას შეუძლია თავიდან დაბრუნდეს ევროატლანტიკურ, დემოკრატიულ გზას - კანონის უზენაესობის პატივისცემით, საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული პრობლემების გადაჭრით, არადემოკრატიული კანონმდებლობის უკან გაწვევით და ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეკომენდაციების ზედმიწევნით კარგად შესრულებით. ამ წლის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, შეეწყვიტა ანტიდემოკრატიული ქმედებები და დაბრუნდებოდა თავის ევროატლანტიკურ გზას". შეკითხვაზე პასუხად, აღიარებს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, მილერმა თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს სურს საარჩევნო დარღვევების გამოძიება მოხდეს. საარჩევნო დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე მილერმა დააკონკრეტა: "მე არ მითქვამს, რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ ეს გამოძიება. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან და განვიხილავთ რომელმა უწყებამ შესაძლოა რომ ეს გამოძიება ჩაატაროს". შეკითხვაზე პასუხად, ხედავს თუ არა რუსეთის ჩართულობას საქართველოს არჩევნებში, მილერმა თქვა, რომ ამაზე პასუხი, ამ ეტაპზე, არ აქვს და გამოძიებას დაელოდება. თუმცა, მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ქმედებებს. "ამ ეტაპზე შეფასება არ მაქვს. რუსეთის ჩარევის შესახებ განცხადებების მიღმაც კი, ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველი პარტია დგამდა ნაბიჯებს, რომელიც ზღუდავდა ქართველების უფლებას მონაწილეობა მიეღოთ სრულიად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ ხმების ყიდვა, ჩვენ ვნახეთ დარბევა და რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ჩარევისგან ცალკე საკითხია. ვიტყვი, რომ ჩვენ გვინახავს წლების განმავლობაში როგორ ერეოდა რუსეთი მისი მეზობლების არჩევნებში, ვნახეთ მისი ჩარევა ჩვენს არჩევნებში. ყურადღებით დაკვირვებას ვაგრძელებთ, მაგრამ ამ არჩევნებთან დაკავშირებით შეფასება არ მაქვს", - განაცხადა მეთიუ მილერმა.

გიორგი კალანდარიშვილი: მოსახლეობის რაოდენობისა და საარჩევნო სიის რაღაც ჭრილში დაკავშირება დაუშვებელი და დეზინფორმაციულია

ცესკოს ხელმძღვანელმა გიორგი კალანდარიშვილმა "იმედთან" საუბრისას, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული საქსტატის მიერ აღწერილ რეგისტრირებულ მოქალაქესა და საარჩევნო სიების ერთმანეთთან დაკავშირება არასწორი და დეზინფორმაციულია. "ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, ეს არის ძალიან დიდი დეზინფორმაცია. დღეს ძალიან ბევრი დაინტერესებული პირისგან ვრცელდება ინფორმაცია. ჯერ იყო სხვაობა ამომრჩეველსა და რეგისტრირებულ მოქალაქეებს შორის, მერე გაჩნდა რაღაც ცხრილები, რომლის თანახმადაც მოსახლეობის რაოდენობიდან იყო გამოყვანილი რაღაც მონაცემები, რაც არის აბსოლუტურად დეზინფორმაციული და მანიპულაციური, რადგან მოსახლეობის აღწერას აქვს თავისი სტანდარტი. ისინი აღწერენ ნებისმიერი ასაკის პირს, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე ერთ წელზე მეტი ვადით. მოგეხსენებათ, ამომრჩეველთა სიებში შეყვანა ხდება 18 წელს ზემოთ, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, ასევე საზღვარგარეთ მყოფი პირები. შესაბამისად ეს ორი მონაცემი აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთთან და მისი  რამენაირად დაკავშირება საარჩევნო სიებთან, განსაკუთრებით რეგიონულ ჭრილში ჩაშლა არის რა თქმა უნდა არასწორი", -განაცხადა კალანდარიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი: ტყუილია, თითქოს სიები ჩახსნეს, ან შეუძლიათ, ახლა ჩახსნან – პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ პარტიას შეუძლია, ჩახსნას მხოლოდ მათი სია, ვინც ვერ მოხვდა...

ტყუილია, თითქოს სიები ჩახსნეს ან შეუძლიათ, ახლა ჩახსნან, სინამდვილეში, არანაირი ჩახსნა არ შეიძლება და პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერაფერს ვერავინ ჩახსნის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი  თქმით, პირველი სხდომის შემდეგ პარტიას შეუძლია, ჩახსნას მხოლოდ ის სია, რომელიც არის დეპუტატების მიღმა სია, ის, ვინც ვერ მოხვდა პარლამენტში. „პარტია ვერ ჩახსნის მათ სიას, ვინც გახდნენ დეპუტატები. თუ მოითხოვს დეპუტატი მანდატის შეწყვეტას, აქაც თავად პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას. ეს კინო ნანახი გვაქვს 2020-2021 წლებში. მაშინ თქვეს, ჩავხსენით სიებიო, რაც იყო ტყუილი, პარლამენტი შეიკრიბა და ვცნეთ უფლებამოსილება. მერე თქვეს, არ გვინდა, შეგვიწყვიტეთო. ბოლოს შემოვიდა ყველა პარლამენტში. გვეხვეწებოდნენ, რომ კანონი შეგვეცვალა, რომ შემოსულიყვნენ სხვები. პირველი სხდომა იმართება ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. ეს გახლავთ ვალდებულება. პარლამენტი ვალდებულია, რომ როცა იქნება შემაჯამებელი ოქმი, არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში შეიკრიბოს სხდომაზე. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი და ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე არ აპირებს, რომ ჩანიშნოს. მე-10 დღეს პარლამენტი ვალდებული იქნება, რომ შეიკრიბოს, ამიტომ, თუ არ დანიშნავს, მაინც შეიკრიბება. ერთი კენჭისყრა ტარდება, 150 დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი და ამით იქნება პარლამენტი უფლებამოსილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოებამ დაიცვა მმართველი გუნდი, მმართველი გუნდი დაიცავს საზოგადოების ხმებს. ორივე ერთად კი საქართველოს ინტერესების მხარეს იდგება, რისი გათვალისწინებაც მოუწევს ყველას!

პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ოპოზიციაც ელოდა საარჩევნოდ ამ შედეგს და სწორედ ამიტომ საარჩევნო კამპანია მიატოვა და არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება დაისახა მიზნად“- წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ახლადარჩეულ მთავრობას ქვეყნის გარედან თავს ესხმიან, მოსახლეობა კი ნდობას უცხადებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პარლამენტის წევრმა განმარტა, რომ ოპოზიცია არჩევნების ამ,გვარ შედეგს ელოდა, რის გამოც საარჩევნო კამპანია დაასრულა და არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას ცდილობს. მისი თქმით, არჩევნებში ოპოზიციის შედეგიო ელექტრონული აპარატების გარდა, ეუთო/ოდირისა და ISFED-ის ანგარიშებშიც აისახა. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოება და მმართველი გუნდი საქართველოს ინტერესების დაცვას გააგრძელებს და ამასთან შეგუება მოუწევს ყველას. „საქართველოს ხელახლად არჩეულ მთავრობას ქვეყნის გარედან თავს ესხმიან და ცდილობენ შეცვლას, შიგნიდან კი მას საზოგადოება არ ცვლის და ნდობას უცხადებს. ის, რაც დღეს საქართველოს მიმართ ხდება, მოსალოდნელი იყო და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ოპოზიციაც ელოდა საარჩევნოდ ამ შედეგს და სწორედ ამიტომ საარჩევნო კამპანია მიატოვა და არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება დაისახა მიზნად. ის ხმები, რაც ოპოზიციამ არჩევნებში მოაგროვა იკითხება ელექტრონულ აპარატებშიც და ეტყობა ქუჩასაც. ეტყობა ISFED-ის "გაყუსულობასაც" და ეუთო/ოდირის პრესკონფერენციასაც. საზოგადოებამ დაიცვა მმართველი გუნდი, მმართველი გუნდი დაიცავს საზოგადოების ხმებს. ორივე ერთად კი საქართველოს ინტერესების მხარეს იდგება, რისი გათვალისწინებაც მოუწევს ყველას!“- წერს დიმიტრი ხუნდაძე.

შალვა პაპუაშვილი: მიმდინარეობს დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე, 2020 წელს რაც ვნახეთ, იგივე სცენარი მეორდება, რომელიც უკვე გაწერილია მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში

მიმდინარეობს დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე, 2020 წელს რაც ვნახეთ, იგივე სცენარი მეორდება, რომელიც უკვე გაწერილია მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პირდაპირ მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშშია გაწერილი. „გუშინ ვიხილეთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ჯგუფის განცხადება. მათ შორის რამდენიმე, როგორც მოგეხსენებათ, ცნობილ იქნა საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად და ამის შესახებ ანტიკორუფციულმა ბიურომ მტკიცებულებები წარმოადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა, რომ, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აქვს საარჩევნო მიზნები, რაც ისედაც ჩანდა. ამ ორგანიზაციებმა 20 ოქტომბერს უცხოური დაფინანსებით თბილისის ცენტრში მოაწყვეს საარჩევნო ღონისძიება, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს დარღვევას, მაგრამ შევხედოთ, რა იყო გუშინ. ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ განცხადებები გაყალბებასთან დაკავშირებით, ბატონ თენგოს უნდა აეხსნა ჩვენთვის, მაგრამ, ვინაიდან ვერ აგვიხსნა, რა იყო ეს გაყალბების საშუალებები, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწიათ საუბარი. გუშინ ვნახეთ მათი ბრიფინგი, სადაც იყო ციფრების თუ რიცხვების ბრახაბრუხი, 300 000 ხმა, რაღაც მტკიცებულებები, ფოტო-ვიდეო მასალა, ითხოვენ 180 უბნის გაუქმებას. ჩვენ ვნახეთ, რა ატვირთეს, დავაკვირდით, რაც იყო შესაძლებელი დროში. მართლაც სამარცხვინოა, როდესაც ასეთი სახის ფსევდომტკიცებულებებით ცდილობენ ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას. დეზინფორმაციული შტურმია საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო შეტევა საქართველოს დემოკრატიაზე. რაც ვნახეთ 2020 წელს, ზუსტად იგივე სცენარი მეორდება, სხვათა შორის, ეს სცენარი უკვე გაწერილია მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდა. პირდაპირ მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც იქ არის გაწერილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები