ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025

სროლა ბათუმში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ბათუმში, სასტუმრო „ლონდონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო.

დაჭრილია ერთი ადამიანი.

ამ წუთებში, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. სასტუმრო „ლონდონთან“, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, ქუჩა გადაკეტილია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და უწყების სხვა თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და უწყების სხვა თანამშრომლები, სამსახურის 31 წლის იუბილეზე დააჯილდოვა.მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თანამშრომლებსა და ვეტერანებს, ერთგული და კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი, პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს გადასცა.სახელმწიფოს ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო -„ღირსების მედალი“ გადაეცა უწყების ოთხ თანამშრომელს,  მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედულებისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ გადაეცა უწყების ხუთ თანამშრომელს.პრეზიდენტის განცხადებით, ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი, სახელმწიფო  სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში.„თქვენ გაკისრიათ უმნიშვნელოვანესი, საპატიო და ამავდროულად ურთულესი მისია – დაიცვათ სახელმწიფოს უსაფრთხოება და იყოთ ეროვნული სიმშვიდის გარანტი. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ თითოეული თქვენგანი ამ მისიას თავს წარმატებით ართმევთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცვლილებების თანახმად, სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს

ცვლილებების თანახმად, სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს. ამ მიმართულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტი, რომლის მიხედვით, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით დაიშვებოდა, დაკორექტირდა.ამასთან, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის და ინიციატორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, სასამართლოს შესაძლებლობა ექნება შესაბამისი კადრები თავად გაავრცელოს.„გააჩნია მედიას - პოლიტიკურად მართული და პოლიტიზებული მედიის წარმომადგენლების მთავარი მიზანი სწორედ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევაა და არამხოლოდ. ყველა ცდილობს, შოუ დაიდგას და სასამართლო სხდომები არ ჩატარდეს. მთავარი, რისთვისაც სასამართლო არსებობს, ეს არის, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს და ადამიანებს თავისუფლად ჰქონდეს შესაძლებლობა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე თავიანთი უფლებები დაიცვან, სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და იმუშაოს მშვიდ გარემოში.ამის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილია ცვლილებები, რომელიც ამბობს, რომ დაუშვებელია ფოტო/ვიდეო გადაღება სასამართლო მიმდინარეობისას, ხოლო ასეთი დაშვების შესაძლებლობა არსებობს თუ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საზოგადოების ინფორმირებულობას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. სასამართლოს შესაძლებლობა ექნება თავად გაავრცელოს შესაბამისი კადრები, ხოლო თუ მედიას აქვს სურვილი, რომ კონკრეტულ მხარეებთან ინტერვიუ ჩაწეროს - ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი და სხდომათა დარბაზი არ და ვერ შეიძლება იყოს შოუს დადგმის ადგილი”, - განაცხადა გორდულაძემ.გორდულაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონსტიტუციური ვალდებულება აქვს, რომ სასამართლოს ორგანიზებასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ვერანაირად ვერ იქნება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.ცნობისთვის, „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში თავდაპირველად დაინიცირებულ ვარიანტით, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით დაიშვებოდა.ამასთან, კანონის პროექტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს მის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება.

„კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, შესაძლოა, ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის საკითხი კენჭისყრაზე დადგეს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული სკანდალის გამო უნდობლობის გამოცხადების თაობაზე კენჭისყრის წინაშე დგას. ამის შესახებ სტატიას „ფაინენშელ თაიმსი“ აქვეყნებს.გამოცემის თანახმად, ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენე კანონმდებლები აცხადებენ, რომ მათ საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვეს მთელი კომისიის გადადგომის შუამდგომლობისთვის მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სასამართლომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ფარმაცევტული კომპანიის, „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორთან პირადი შეტყობინებების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.„ფაინენშელ თაიმსის“ მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენი, სავარაუდოდ, გადაურჩება მომავალი თვისთვის დაგეგმილ კენჭისყრას, თუმცა, შესაძლოა, იგი იძულებული გახდეს, მეტ კომპრომისზე წავიდეს როგორც მემარცხენეებთან, ასევე მემარჯვენეებთან მიმართებით, მათი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.რუმინელმა ულტრამემარჯვენე ევროპარლამენტარმა, გეორგე პიპერეამ გამოცემას განუცხადა, რომ ის შუამდგომლობას 26 ივნისს წარადგენს, საჭირო 72-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვების შემდეგ. პიპერეას განცხადებით, მის ინიციატივას მხარს უჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის საკუთარი, მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ზოგიერთი წევრი.დეპუტატის თქმით, წარმატების შანსები მცირეა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „შესაძლებლობას იძლევა ურუსლა ფონ დერ ლაიენის მიმართ კონსტრუქციული და დასაბუთებული კრიტიკისთვის“. პიპერეამ ასევე განაცხადა, რომ ეს კომისიას ავალდებულებს, განიხილოს შეშფოთება და წარმოადგინოს დასაბუთებები.„ფაინენშელ თაიმსი“ წერს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ პიპერეას შუამდგომლობა ე.წ. ფაიზერგეითის სასამართლო საქმეს ეფუძნება, თუმცა ასევე აკრიტიკებს მის დამოკიდებულებას პარლამენტის მიმართ. ეს არის საჩივარი, რომელსაც იზიარებენ ცენტრისტები და მემარცხენე ევროპარლამენტარები, რომლებიც აცხადებენ, რომ ის ხშირად გვერდს უვლის ბლოკის ერთადერთ პირდაპირ არჩეულ ინსტიტუტს და ზედმეტად კეთილგანწყობილია ევროკავშირის მთავრობების მიმართ.მიუხედავად იმისა, რომ უნდობლობის ვოტუმის დაწყების ზღვარი დაბალია, ურსულა ფონ დერ ლაიენის და მისი კომისიის გადაყენებას ევროპარლამენტარების ხმათა ორ მესამედზე მეტი დასჭირდება. ასამბლეა 720 წევრისგან შედგება და ერთი წლის წინ მის პრეზიდენტად არჩევას 401-მა წევრმა დაუჭირა მხარი.ცნობისთვის, ევროკავშირის სასამართლომ მაისში კომისიის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება ურსულა ფონ დერ ლაიენსა და „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორს, ალბერტ ბურლას შორის ტექსტური შეტყობინებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ დავაზე. „ნიუ იორკ თაიმსმა“ საქმე მას შემდეგ წამოიწყო, რაც ურსულა ფონ დერ ლაიენის გუნდმა შეტყობინებების გამჟღავნებაზე უარი განაცხადა. სასამართლომ უარყო კომისიის არგუმენტი, რომ მას არ შეეძლო შეტყობინებების პოვნა.

შალვა პაპუაშვილი – სამ ათწლეულზე მეტია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მაღალი პროფესიონალიზმით, სიმამაცით, თავდადებით ემსახურებიან ქვეყანას, იცავენ კონსტიტუციურ წესრიგს

გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31-ე წლისთავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში. გარდა იმისა, რომ სამსახურმა წლების განმავლობაში განავითარა მართვის წარმატებული სისტემა, ასევე, ფეხი აუწყო ცვალებად და გამოწვევებით აღსავსე სამყაროში მიმდინარე პროცესებს, დანერგა პროგრესული ცვლილებები, ახალი ტექნოლოგიები, გადამზადების პროგრამები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამ ათწლეულზე მეტია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მაღალი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და თავდადებით ემსახურებიან ქვეყანას, იცავენ სახელმწიფოებრიობას, კონსტიტუციურ წესრიგს, ქართველ და საქართველოში მყოფ უცხოელ მაღალი თანამდებობის პირებს.„უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებით გასული წლის ბოლოს, ჩვენი ქვეყანა საზოგადოებრივი წესრიგის სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ძალადობრივი ჯგუფებისგან ვიხილეთ შეტევები პარლამენტის შენობაზეც. ამ გამოწვევების პირობებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მყარად იდექით პარლამენტის დაცვის სადარაჯოზე, თქვენ დაიცავით არა მხოლოდ პარლამენტის სასახლე, არამედ პარლამენტი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი. დიდი რისკების ფონზე, მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედებდით. მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი იმ საფრთხეების აღკვეთაში, რომლებიც დემოკრატიულ პროცესებს ემუქრება. სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებით მათ, ვინც სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა იმ რთულ დღეებში, დიდ მადლობას გიხდით. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის. მინდა, პატივი მივაგო იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ. ეს ადამიანები ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებენ სამსახურის ისტორიასა და ჩვენს მეხსიერებაში. საქართველოს პარლამენტის სახელით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ და ყოფილ წევრებს, კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ 31-ე წლისთავს და გიდასტურებთ ჩემს დიდ პატივისცემასა და მხარდაჭერას. გისურვებთ მხნეობას, სიმტკიცეს, გამძლეობას, შემდგომ წარმატებას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პროფესიონალიზმი, სამშობლოსადმი ერთგულება ქმნის მყარ საფუძველს სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ძლიერ და თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი, საქმისა და სამშობლოსადმი ერთგულება ქმნის მყარ საფუძველს სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს, სამსახურის პირად შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს პროფესიული დღე მიულოცა.ირაკლი კობახიძემ ისაუბრა მათი საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.„თქვენი მისიის ჭეშმარიტი არსია, იზრუნოთ არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების უსაფრთხოებაზე, არამედ განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ მისიებზე. თქვენ იცავთ ინსტიტუტებს, რომლებზეც ჩვენი სახელმწიფო დგას და იცავთ თავად ქართულ სახელმწიფოებრიობას – ჩვენს სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წესრიგს და უსაფრთხოებას. სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ძლიერ და თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. სამსახურის 13 სტრუქტურული ერთეული სრულყოფილად ფარავს უსაფრთხოების ყველა ასპექტს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურაში ასრულებს მუდმივად მზარდ როლს და ამ ყველაფერში მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო ბატონი ანზორ ჩუბინიძის პირადი წვლილი. ჩვენ ყველა ვხედავთ, ყოველდღიურ რეჟიმში როგორ ზრუნავს ის სახელმწიფო დაცვის სამსახურის გაძლიერებაზე, რაც არის აუცილებელი პირობა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება სათანადოდ იყოს დაცული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ანზორ ჩუბინიძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. სახელმწიფო ჯილდო – მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ გადაეცათ გრიგორი ურიდიას, ჯაბა გამჯაშვილს, თორნიკე ჯანელიძეს, ზურაბ დარბაისელს და ალექსანდრე ქურდაძეს. ღირსების მედლით პრეზიდენტმა დააჯილდოვა ილია შუბითიძე, ლევან ცეცხლაძე, ირაკლი ნათენაძე და გიორგი ნატრაძე.

ბოლო სიახლეები