„ქართული ოცნების“ დელეგატმა სამგორის რაიონში ვარლამ ლიპარტელიანმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ვეტერანებთან შეხვედრა გამართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა ვარკეთილში ე.წ. სამხედრო დასახლებაში არსებული საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო ომში დაღუპულ გმირებს.
ვარლამ ლიპარტელიანმა მადლობა გადაუხადა ვეტერანებს იმისთვის, რომ მათ ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე დადეს სამსხვერპლოზე სამშობლოსათვის და აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამხელა ფასი აქვს მშვიდობას.
„დელეგატმა ხაზი გაუსვა მმართველი გუნდის პოლიტიკას, რომელიც სწორედ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაზე გადის და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერს ქართული საზოგადოება უნდა გაერთიანდეს გამარჯვებისთვის, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი კობა კობალაძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.