ორშაბათი, ივნისი 8, 2026

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ვეტერანებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ დელეგატმა სამგორის რაიონში ვარლამ ლიპარტელიანმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ვეტერანებთან შეხვედრა გამართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა ვარკეთილში ე.წ. სამხედრო დასახლებაში არსებული საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო ომში დაღუპულ გმირებს.

ვარლამ ლიპარტელიანმა მადლობა გადაუხადა ვეტერანებს იმისთვის, რომ მათ ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე დადეს სამსხვერპლოზე სამშობლოსათვის და აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამხელა ფასი აქვს მშვიდობას.

„დელეგატმა ხაზი გაუსვა მმართველი გუნდის პოლიტიკას, რომელიც სწორედ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაზე გადის და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერს ქართული საზოგადოება უნდა გაერთიანდეს გამარჯვებისთვის, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი კობა კობალაძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ელჩი: დღეს ჩვენი ძალა უკვე მთელმა მსოფლიომ დაინახა-„ლომს კუდზე მხოლოდ სულელები აბიჯებენ“

,,2023 წლის აპრილში, ქაბულში მივლინების დროს, ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში, თალიბანის მთავრობის თავდაცვის მინისტრის მოადგილესა და ოფიციალურ წარმომადგენელთან საუბრისას, ერთი მნიშვნელოვანი აზრი გამოვთქვი, რომელიც დღემდე მახსოვს. მე მას ვუთხარი: „ირანის ისლამურ რესპუბლიკას გააჩნია მნიშვნელოვანი თავდაცვითი და შეკავების შესაძლებლობები და მალე თავადაც იხილავთ, რომ ამ რეალობას დიდი სახელმწიფოებიც კი აღიარებენ.“ მისი პასუხი მოკლე, მაგრამ საგულისხმო იყო: „ჩვენ ეს გზავნილი მივიღეთ.“ როგორც ჩანს, წუხანდელმა მოვლენებმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის შეკავებისა და თავდაცვის ოპერაციის დაწყებამ აჩვენა, რომ ეს გზავნილი მხოლოდ იმ პერიოდითა და იმ საუბრით არ შემოფარგულა. დღეს ის კარგად გაიგო მრავალმა რეგიონულმა და საერთაშორისო აქტორმა, მათ შორის ისრაელმაც. დღევანდელ არასტაბილურ და მღელვარე მსოფლიოში, შეკავების ძალა მხოლოდ სამხედრო ინსტრუმენტი არ არის; ეს არის ენა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და ურთიერთპატივისცემას. ლომს კუდზე მხოლოდ სულელები აბიჯებენ!''-ინფორმაციას ამის შესახებ ირანის ელჩი ალი მოჯანი წერს

შალვა პაპუაშვილი – ვიზალიბერალიზაციას კონკრეტული წინაპირობები ჰქონდა და აქვს, რომელსაც საქართველო ყოველთვის აკმაყოფილებდა და აკმაყოფილებს

ვიზალიბერალიზაციას კონკრეტული წინაპირობები ჰქონდა და აქვს, რომელსაც საქართველო ყოველთვის აკმაყოფილებდა და აკმაყოფილებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გამოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, როგორიცაა ის, საქართველომ რა კანონები მიიღოს და რა არ მიიღოს.„ეს ვიზალიბერალიზაციასთან რა კავშირშია, ვერავინ ხსნის. მაგალითად, საქართველომ უნდა დაუშვას ევროკავშირის ფარული დაფინანსება. არ ვიცი, რა წესია, რომ ჩვენ გვთხოვენ, რომ იმ მარწყვისთვის, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია, ჩვენი სუვერენიტეტი უნდა შევიზღუდოთ და დავუშვათ, რომ აქ ბრიუსელმა ფარულად აფინანსოს პოლიტიკური ჯგუფები. სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება. როცა გეუბნებიან, შენ არ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ მოსთხოვო ბრიუსელს, გაასაჯაროოს დაფინანსებები, რათა გქონდეს ვიზალიბერალიზაცია, ეს არის სწორედ მარწყვის სანაცვლოდ სუვერენიტეტის დათმობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობილია ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი ცოლ-ქმრის ვინაობა

სოფელ დიდგორთან ავარიას 5 ახალგაზრდა ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის 2 ცოლ-ქმარი და ერთი გოგონაა.როგორც სოციალურ ქსელში ახლობლები და მეგობრები წერენ, ერთ-ერთი გარდაცვლილი ცოლ-ქმარი ალექსანდრე ჩხეიძე და ნათია ჯანაძეა.„ჩვენი სანდრო და ნათია აღარ გვყავს Alexander Chkheidze @ Natia Janadze. პანაშვიდი 8,9,10 ივნისი . მისამართი . დიდი დიღომი .მეოთხე მიკრორაიონი. მეთორმეტე კორპუსი . მეორე სადარბაზო. მეშვიდე სართული. გასვენება ხუთშაბათს 11 ივნისს დიდუბის ეკლესიიდან“-  წერს ახლობელი.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

2019 წლის შემდეგ პირველად ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.ჩინეთის პრეზიდენტს ფხენიანში საზეიმო ვითარებაში, წითელი ხალიჩითა და სამხედრო აღლუმით დახვდნენ. სი ძინპინს აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და მისი მეუღლე, რი სოლ ჯუ დახვდნენ.„ეს ვიზიტი იმ დროს ხდება, როდესაც პეკინი ცდილობს, ხელახლა დაიბრუნოს გავლენა სტრატეგიულად მნიშვნელოვან, მაგრამ ღრმად არაპროგნოზირებად პარტნიორზე, რომელიც რუსეთს დაუახლოვდა“, – წერს „ბიბისი“.როგორც „ბიბისი“ წერს, სი ძინპინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის დღის წესრიგში შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების, აშშ-თან ურთიერთობების, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები იყოს.ცნობისთვის, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი აპრილში ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა, რომლის დროსაც კიმ ჩენ ინმა პეკინთან კომუნიკაციის გაძლიერების სურვილი გამოთქვა.

პეტრე-პავლობის მარხვაში წასაკითხი ლოცვა

ლოცვა წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მიმართ, რომელიც უნდა ვიკითხოთ პეტრე – პავლობის მარხვაში.ჰოჲ ძლიერნო! თავს იდეთ უძლურებანი ჩუენნი, სულითა ნუ განგუეშორებით ჩუენ, და ნუ განვეშორებით სიყუარულსა ღმრთისასა, არამედ მეოხებითა თქუენითა დაგჳფარენით ჩუენ, ჰოჲ შეგჳწყალეთ ჩუენ ყოველნი, ლოცუათა თქუენთა გამო, ეგრეთ განხეთქოს ხელითწერილი აურაცხელთა ცოდვათა ჩუენთანი, და ღირსგუყვნეს ყოველთა წმიდათა თანა სუფევასა სანატრელსა და ქორწილსა კრავისა თჳსისასა, რომელსა ჰშუენის პატივი და დიდება და მადლობა და თაყუანისცემა, საუკუნეთა უკუნისამდე, ამინვინაიდან პეტრე – პავლობის მარხვის ბოლო დღეებია  დარჩენილი, მარხვაში კი განსაკუთრებული ძალა აქ ლოცვას, მარხვა არის ლოცვის და მოწყალების პერიოდი, ამიტომ ჯანმრთელობის, სავედრებელ, სამადლობელი.

ბოლო სიახლეები