კვირა, დეკემბერი 21, 2025

სოფო კილაძე – ბავშვის დახმარების ცხელი ხაზის ნომერი 111, პირველი ივნისიდან სრული დატვირთვით ამოქმედდა

 

ჩვენს ძვირფას ბავშვებს მინდა მივულოცო ბავშვთა დაცვის დღე და ვუსურვო ლაღი, ბედნიერი ბავშვობა, ძალიან ბევრი წარმატება მათ, მათ ოჯახებს, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დავისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე.
სოფო კილაძემ იმ სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რომელთან დაკავშირებით გასული ორი თვის მანძილზე „ქართული ოცნების“ გუნდმა და გაერო-ს ბავშვთა ფონდმა იმუშავა. მისი ინფორმაციით, ინიციატივა მომზადდა სწორედ ბავშვის უფლებათა კოდექსისა და Covid19-თან ბრძოლის ფარგლებში.
„მინდა, წარმოგიდგინოთ ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი ნომრით – 111. ყველამ ვიცით, რომ ბავშვიანი ოჯახები მრავალი მიმართულებით არიან მოწყვლადი, ამიტომ „ქართული ოცნების“ გუნდმა გადაწყვიტა, შეექმნა კოორდინაციის კარგი მექანიზმი სახელმწიფო სერვისებსა და ბავშვიან ოჯახებს შორის“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
მისი ინფორმაციით, ცხელი ხაზი ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს და მასში თავმოყრილია ყველა სერვისი, რომელიც ქვეყანაში მუშაობს – სოციალური, განათლების, ჯანდაცვის, ძალადობის წინააღმდეგ და ა. შ.
მისი თქმით, კომიტეტი ზედამხედველობას უწევს, რომ ამ სახელმწიფო სერვისების თითოეული სიკეთე კონკრეტულ ბავშვამდე და ოჯახამდე მივიდეს.
სოფო კილაძის განცხადებით, ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი 1 მაისიდან მოქმედებს სატესტო რეჟიმში, დღეიდან ის სრული დატვირთვით ამოქმედდება.
„ჩვენ დავაჯამეთ ცხელი ხაზის სატესტო რეჟიმის შედეგები: ეს არის 471 დახმარების თხოვნა, აქედან 229 ოჯახს უკვე გაეწია დახმარება, 242 შემთხვევა არის მიმდინარე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებსაც დავეხმაროთ“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სოფო კილაძემ ასევე დააანონსა სიახლე, რომელიც აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
„აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე, ასევე ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს შეეძლებათ ცხელი ხაზის 111-ის დახმარებით უფასო დახმარება მიიღონ ფსიქოლოგთან. კონსულტაცია შეიძლება მიიღონ ამ ბავშვების მშობლებმა და ახლობლებმაც. ყველამ ვიცით, რამდენი ოჯახის პრობლემაა აზარტული თამაშები და ნარკოტიკების მოხმარება. დარწმუნებული ვარ , რომ ამ სერვისით ბევრ ოჯახს დავეხმარებით. ჩვენ იუნისეფთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვამზადებთ ამ პროექტს და ამოქმედების შესახებ უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ,“ – განაცხადა სოფო კილაძემ.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს, ღასან ხალილს და მთელ მის გუნდს, რომელმაც ბავშვის დახმარების ცენტრი მთლიანად დააფინანსა, მადლობა გადაუხადა ასევე ჯანდაცვის სამინისტროს გუნდსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტს და მის აპარატს, რომლებმაც მისივე ინფორმაციით, ააწყვეს და უზრუნველყვეს ცხელი ხაზის გამართული მუშაობა.
დღესვე, ბრიფინგზე ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა, ღასან ხალილმა.
„დიდი პატივია ჩემთვის ვიმყოფებოდე საქართველოს პარლამენტში და თქვენთან ერთად აღვნიშნავდე ბავშვთა უფლებების დაცვის ამ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენ განსაკუთრებულად ვფიქრობთ ბავშვებზე და მათ ოჯახებზე, რომლებზეც იმოქმედა კორონავირუსის პანდემიამ. ზოგ ოჯახს სჭირდება ინტერნეტი ბავშვის სწავლისთვის, მაგრამ არ აქვთ. ყველა ჩვენგანს აქვს სპეციალური საჭიროებები, მაგრამ ყველას არ აქვს ამის საშუალება“, – აღნიშნა ღასან ხალილმა, მისი თქმით, ასეთი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა პარლამენტისგან, მთავრობისგან, იუნისეფისგან.
მისივე განცხადებით, პარლამენტმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეტეხის ტაძრის წინამძღვარი მამა აკაკი გარდაიცვალა

თბი­ლი­სის მე­ტე­ხის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი აკა­კი (მე­ლი­ქი­ძე) გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია რუს­თა­ვის სი­ო­ნის გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა."სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია გარ­და­იც­ვა­ლა თბი­ლი­სის მე­ტე­ხის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი აკა­კი (მე­ლი­ქი­ძე). ღმერ­თმა აცხო­ნოს მამა აკა­კის სული და და­ა­წე­სოს იქ სა­და­ცა მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯახს, ახ­ლობ­ლებს და მის სამ­რევ­ლოს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. გთხოვთ მო­იხ­სე­ნი­ოთ ლოც­ვებ­ში ახ­ლად­შეს­ვე­ნე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზი აკა­კი "- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ლადო ასათიანის უცნობი სასიყვარულო ისტორია

ლადო ასათიანის სიყვარულზე საუბრობს მისი ქალიშვილი.1938 წლიდან ლადო თბილისში გადავიდა. – როგორ წარიმართა ლადო ასათიანის თბილისური ცხოვრება? – ლადო ასათიანმა მუშაობა დაიწყო გაზეთ „ნორჩი ლენინელის“ რედაქციაში, რომელიც ოპერის მოპირდაპირედ მდებარეობდა. ერთხელ სამსახურიდან გამოსვლისას ლადომ ერთი გოგონა შენიშნა. მათ, სრულიად მოულოდნელად, თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს. – ვინ იყო ეს ახალგაზრდა ქალბატონი? – ეს გახლდათ ანიკო ვაჩნაძე – დედაჩემი. ამ პერიოდში იგი მწერალთა კავშირში მუშაობდა და ისიც ლადოსავით სამსახურიდან ბრუნდებოდა. ანიკო ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. ამ შეხვედრიდან მეორე დღეს, ისევ დაუგეგმავად და მოულოდნელად შეხვდნენ ერთმანეთს დედაჩემი და მისი მეგობარი – ლადოსა და მის მეგობარ ნიკა აგიაშვილს. ნიკა და ანიკო ერთმანეთს იცნობდნენ. მან დედას გააცნო ლადო: გაიცანი, ეს ლადო ასათიანია – ქუთაისიდან ჩამოსული ახალგაზრდა პოეტიო. ანიკოს კი თავისი მეგობრისთვის წარუდგენია ეს ახალგაზრდა პოეტი. მეორე დღეს ლადოს ნიკას ხელით წერილი გადაუცია ანიკოსთვის. სამწუხაროდ, ეს წერილი დედამ დახია და ამას სიკვდილამდე ნანობდა. ძალიან ლამაზი წერილი ყოფილა. ამ წერილში ლადო ასათიანი სიყვარულს უხსნიდა და ცოლობას სთხოვდა ანიკო ვაჩნაძეს. – როგორც ცნობილია, ლადო ასათიანისა და ანიკო ვაჩნაძის სიყვარულის ისტორია ძალიან ლამაზი და რომანტიკული ყოფილა. ყველა აღიარებს, რომ ანიკო მართლაც განუმეორებელი იყო თავისი გარეგნობით. – ამას ყველა ამბობს, ალბათ თვითონ ლადოს სიტყვებიც გახსოვთ: „ხომ ლამაზია, ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...“ ლადოს და ანიკოს გაცნობის შემდეგ, სახლში მისულ ანიკოსთვის ბებიაჩემს უთქვამს: ოჰ, ერთი შენი თავი გამათხოვებინაო. დედას გაუცინია, – ხვალვე მოგიყვან სასიძოს და თუ მოგეწონება, ცოლადაც გავყვებიო. ამის შემდეგ, ლადო ასათიანი, მეგობართან ლევან კიკნაძესთან ერთად, ვაჩნაძეებს ესტუმრა. – ეს სტუმრობა შემთხვევითი იყო? – არა. სტუმრებისთვის ბებიას საგანგებოდ სადილი მოუმზადებია. სადილობისას სამზარეულოში გასულ ბებიას, დედაც უკან გაჰყოლია და უკითხავს: მოგეწონა თუ არაო? კიო, – უპასუხია ბებიას, მაგრამ თურმე ლევან კიკნაძეს გულისხმობდა. არა, ეგ არა მეორეზე გეკითხებიო, – უთქვამს დედას. მაგასაც არა უშავს, გაჰყევიო, – ურჩევია ბებიაჩემს დედაჩემისთვის. ამის შემდეგ ანიკო ვაჩნაძემ და ლადო ასათიანმა მალე მოაწერეს ხელი. – სად დაბინავდნენ ახლად შეუღლებულები? – პირველ ხანს ანიკოს მშობლებთან ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ყოფილი ძერჟინსკის ქუჩაზე გადავიდნენ ერთ პატარა უფანჯრო ოთახში, რომლის ფართი სულ 14 კვადრატული მეტრი იყო. ოთახს კარზე ჰქონდა მინა ჩასმული და დღის სინათლე იქიდან შედიოდა შიგნით. ამ დროს ცოლ-ქმარი მწერალთა კავშირში მუშაობდა. ეს ომისა და გაჭირვების პერიოდია. – როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან ცოლ-ქმარს? – ლადო ასათიანსა და ანიკო ვაჩნაძეს ერთმანეთი ძალიან რომ უყვარდათ, ეს ლადოს პოეზიიდანაც ჩანს. თურმე, დედას სადილი საუკეთესოდ, რომ მოემზადებინა და ღვინო არ ჰქონოდა, ლადო არაფრად ჩაუთვლიდა, ხოლო, თუ ღვინო იყო, სადილი ყოველთვის დიასახლისისადმი ქათინაურით მთავრდებოდა.ესაუბრა ეკა სალაღაიაალბომიდან (ა.ვაჩნაძეს)რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რამ დამავიწყოს ეს ალუბლები! იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, ამ სიყვარულზე ვესაუბრები. ვეტყვი, თუ როგორ გვიყვარდა ძველად ჩვენ ტრფიალება წრეგადასული, თუ როგორ გაქრა ოცნება ყველა და მოგონებად დარჩა წარსული. ვეტყვი, თუ როგორ გვიყვარდა გულით ფიროსმანი და თბილისის ღამე, ლაჟვარდოვანი მტკვარის დუდუნი და მარტოობის მკაცრი სიამე. ვეტყვი: რა მწვავდა, რა სატკივარი, მაღალ მთებს რისთვის გამოვექეცი, როგორ გაგანდე, ძვირფასო, ჯავრი და კაცი ლექსად როგორ ვიქეცი, ან შენს სახელზე ბერდანის ტყვიით როგორ დავკოდე ნადირი მხარში, რომ არ ვიცოდი მაცდური ტყვილი, რომ შეშლილივით მიყვარდი მაშინ. ო…მასაც ვეტყვი, ვეტყვი ყველაფერს, რა კარგი იყავ და რარიგ ნაზი, რომ მხოლოდ შენთვის ავაფერადე ჩემი სიმღერა და მუხამბაზი! ო… მასაც ვეტყვი, ძვირფასო, ცირა, როგორ გვდევნიდა ბედი ტიალი, როგორ გვიყვარდა შავი ზღვის პირას გასეირნება და ხეტიალი. როგორ გვათრობდა ტალღების ნანა და სიყვარულით როგორ ვიწოდით… და ეს შარბათზე უტკბესი ხანა რომ გაქრებოდა, რად არ ვიცოდით?! ვეტყვი, რა იყო ის გაზაფხული, როდესაც შეგხვდი და შემიყვარდი, ოპერის ბაღში სიზმრად ნახული, აკაკის ძეგლთან გაშლილი ვარდი. რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რამ დამავიწყოს ეს ალუბლები? იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, ამ სიყვარულზე ვესაუბრები!ლ.ასათიანი* * * ჩემო ანიკო! წაიკითხე ახლა ეს წერილი და გაიგე, ერთხელ და სამუდამოდ, როგორ არის საქმე და როგორ უნდა მოიქცე. რომ მწერ, ზამთარში მანდ დარჩიო, ზამთარში აქ ძალიან მკაცრი სიცივე იცის, საჭიროა კარგი თბილი ოთახი, შეშა, ნავთი, საჭმელი, ესენი კი ზამთარში აქ ძალიან ძნელი საშოვნელია, ბაზარი იხურება, სურსათი თითქმის არ იშოვნება, შეშა არ არის. ტყეები რომაა, ხომ არ გგონია, აქ ბევრი შეშა იყოს? ოჯახები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, აქედანვე იმარაგებენ შეშას, სურსათს და ყველაფერს. ჩემსავით მარტოკაცის ცხოვრება აქ ზამთარში შეუძლებელია. ასე მირჩია ყველამ, ექიმებმაც და სხვებმაც, მერე მე, კიდევაც რომ მქონდეს ეს პირობები, ხომ იცი, რანაირი კაციცა ვარ, ჩემი თავის მოვლაც როგორ შემიძლია, ხომ იცი?! აქ ზამთარში მხოლოდ ისეთი ოჯახები არიან, რომლებიც საკმაოდ შეძლებულნი არიან და რამდენიმე წელია ცხოვრობენ. ზამთარში აქ ამდენი ხალხი კი არ არის, ერთი დუქანია და მეტი არაფერი, მერე, სხვას რომ თავი დავანებოთ, სამსახურზე აქ ერთი ამბავია, ერთი ადგილის განთავისუფლებას ოცი კაცი შეჰყურებს… როგორც ხედავ, მე აქ ზამთარში ასე ვერ დავრჩები. თუ შენ შეგიძლია მოაწყო ეს ყველაფერი, ოთახიც იშოვნო, შეშაც, სამსახურიც, ფულიც და სურსათიც, დიდი სიამოვნებით, მაგრამ… ვერც შენ და ვერც მე ამას ვერ შევძლებთ. თბილისში უნდა დავბრუნდე. უნდა ვიმუშაო სადმე და რეჟიმით უნდა ვიცხოვრო. ასე კი არ კვდება ხალხი, ექიმობს და ცოცხლობს. ნამეტან ახსნა-განმარტებებს და მსჯელობებს თავი დაანებე, მე შენზე უფრო მინდა ყველაფერი. უკვე აღარ შემიძლია წერა, ისე მომეშალა ნერვები. თბილისში დავბრუნდები, დავწყნარდები და სადაც დაწყნარებულად ვიქნები, იქ უკეთესია ჩემთვის და ჩემი ავადმყოფობისათვის. რა ვქნა, შენ ძალიან შეწუხდები, ფეხმძიმედ ხარ, საერთოდ ხალხის შეწუხება კიდევ სირცხვილია. და ამიტომ თბილისში ეცადე ისევ ბინის შოვნას. მოვრჩები, ნუ გეშინია. არჩილმა კიდევ გამსინჯა და უკეთესი მდგომარეობააო, მერე ჩემი ავადმყოფობა, ხომ იცი, სხვანაირია, ნელ-ნელა მიდის. ჩემი გამოგზავნილი ამანათი თუ მიიღე. ფული არ მაქვს 5 მანეთის მეტი და ფეხსაცმელიც დამეხა. ასე, ჩემო ანიკო, მე უშენოდ ერთ თვესაც ვერ გავჩერდები, გინდა აქ იყოს და გინდა სხვაგან, ასეა ეს! შენი ლადო 1940. აბასთუმანი.ლადო ასათიანი 1943 წლის 23 ივნისს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით. გარდაცვალებამდე ის კონსტანტინე გამსახურდიამაც მოინახულა. სიცოცხლის ბოლო წუთებში პოეტი შვილს ეალერსებოდა. ლადო ასათიანი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1968 წლის 24 აპრილს პოეტის ნეშტი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს. ანიკო ვაჩნაძე საყვარელ მეუღლეს უკანასკნელ წუთებამდე არ მოშორებია და დარჩენილი ცხოვრება მისი ერთგული დარჩა.

ეთერ ლიპარტელიანი – შევეცდები, 2028 წელს საუკეთესო ფორმაში შევხვდე და მოვიპოვო ნანატრი ოქროს მედალი ოლიმპიურ თამაშებზე

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, 2025 წლის საუკეთესო ქართველმა სპორტსმენმა, ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონმა ოლიმპიურ კომიტეტს მადლობა გადაუხადა აღიარებისთვის და აღნიშნა, რომ 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.„მინდა, მადლობა გადავუხადო ოლიმპიურ კომიტეტს ამ აღიარებისთვის. ეს არ არის მხოლოდ პირადი წარმატება, ეს არის იმ შრომის შედეგი, რომელიც ჩემ უკან დგას. მაშინაც კი, როცა შედეგები არ მქონდა, ბატონი ლერი (ხაბელოვი) ყოველთვის მამხნევებდა, მას ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ ამ სპორტში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევდი.შევეცდები, 2028 წელს საუკეთესო ფორმაში შევხვდე და მოვიპოვო ნანატრი ოქროს მედალი ოლიმპიურ თამაშებზე. თავდაუზოგავად ვიშრომებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 2028 წელი ისეთივე წარმატებული იყოს ჩემთვის, როგორიც ეს წელი იყო“, – აღნიშნა ლიპარტელიანმა.ეთერ ლიპარტელიანთან ერთად, წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება მოფარიკავე სანდრო ბაზაძემაც მიიღო.

Pantone-მა 2026 წლის ფერი დაასახელა

ამერიკულმა კომპანია Pantone-მა 2026 წლის მთავარი ფერი დაასახელა.დაარსებიდან, 1999 წლიდან, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა Pantone-მა წლის მთავარ ფერად თეთრი ტონალობა შეარჩია.„PANTONE  Cloud Dancer“ - ეს არის ნეიტრალური თეთრი ფერი, რომელსაც მოაქვს სიმშვიდე და სისუფთავე ხმაურიან სამყაროში“, - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.უკვე 20 წელზე მეტია, რაც Pantone წლის ფერს ასახელებს. ფერის შესარჩევად ტენდენციების პროგნოზიორები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ, იკვლევენ მოდისა და დიზაინის სფეროს. წელიწადში ორჯერ კი, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების საიდუმლო შეხვედრა იმართება, სადაც, ორდღიანი დებატების შემდეგ, მომდევნო წლის ფერს ავლენენ.1963 წელს Pantone-მა ფერების საკუთარი სისტემა შექმნა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოიყენება, მათ შორის, ბეჭდვაში, გრაფიკულ დიზაინსა და მოდაში.

მეცნიერებმა სისხლძარღვების ფარული დამაზიანებელი აღმოაჩინეს

ქალაქის ჰაერი უარყოფითად მოქმედებს სისხლძარღვებზე.ქალაქის ჰაერის ხანგრძლივი ზემოქმედება, დაბინძურების თუნდაც შედარებით დაბალი დონის დროს, დაკავშირებულია კორონარული არტერიების უფრო მძიმე დაავადებასთან. ეს არის დასკვნა, რომელიც ტორონტოს უნივერსიტეტის რადიოლოგებმა გააკეთეს.მკვლევარებმა გააანალიზეს 11 000-ზე მეტი ზრდასრული ადამიანის კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემები, შეადარეს მათი საცხოვრებელი მისამართები ჰაერის დაბინძურების მათ 10-წლიან ისტორიას. მათ შეაფასეს გულ-სისხლძარღვთა რისკის სამი ძირითადი მარკერი:არტერიული კალციფიკაცია, ათეროსკლეროზული ფოლაქების საერთო მოცულობ, სისხლძარღვების შევიწროების ხარისხი. შედეგებმა აჩვენა, რომ წვრილი შეწონილი ნაწილაკების PM2.5 კონცენტრაციის მხოლოდ 1 მიკროგრამით /კუბურ მეტრზე ზრდამ გამოიწვია კალციუმის ინდექსის 11 პროცენტით ზრდა. ათეროსკლეროზის ალბათობა გაიზარდა 13 პროცენტით, ხოლო კორონარული არტერიების მნიშვნელოვანი შევიწროების რისკი თითქმის მეოთხედით. განაგრძეთ კითხვა...

ბოლო სიახლეები