ოთხშაბათი, იანვარი 22, 2025

„სოფლიდან კალოშით ჩამოვდიოდი…ვფიქრობდი საქართველოდან წავიდე თუ დავრჩე, წავიდე თუ დავრჩე…როგორ დაიწყო ბიზნესი 600 ლარით დიანა დრიაევამ, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ფრჩხილების მოსაწესრიგებლად დადის

სოციალურ ქსელებში ცნობილია ახალგაზრდა ქალი, დიანა დრიაევა, რომელიც ნეილ-არტისტია და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს. ამით ის კვალიფიკაციას იმაღლებს და უცხოურ გამოცდილებას იღებს. შემდეგ კი ამას საკუთარ მომხმარებლებთან იყენებს.

როგორც თავად ამბობს, მიზნის მისაღწევად რთული გზა გაიარა, არ დანებდა და დღეს თავის სფეროში საკმაოდ წარმატებული ადამიანია.

„სოფლიდან კალოშით ჩამოვდიოდი, ცივი წყლით მიწევდა ბანაობა, მაღალი სიცხე მქონდა…“ – იხსენებს ახალგაზრდა ქალი.
ვრცლად ↓

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაცია თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი საამაყო კოლეგის, „გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ქირურგის ვიტალი სავანელის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ვიტალი სავანელი 30 წელზე მეტი ერთგულად ემსახურებოდა თავის პროფესიას. ამ ხნის განმავლობაში საქმისადმი თავდადებით, პროფესიონალიზმითა და გულისხმიერებით გორელი ხალხის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მის სახელს უკავშირდება უამრავი გადარჩენილი სიცოცხლე და გამოჯანმრთელებული პაციენტი. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს. ვიტალი სავანელი ძალიან დააკლდება ჩვენს კლინიკას, მთელს სამედიცინო საზოგადოებას და ქალაქს“, – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

ბრიტანული გამოცემა Capital Finance International-ი – საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ეფექტურ მონეტარულ პოლიტიკას და უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას

ბრიტანული გამოცემა Capital Finance International-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე წერს და სტატიაში ეროვნული ბანკის საქმიანობას „ძლიერება სტაბილურობაშია“ სიტყვებით აფასებს. „საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ეფექტურ მონეტარულ პოლიტიკას და უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას. სებ-მა ეფექტური მონეტარული პოლიტიკა გაატარა და საპროცენტო განაკვეთების დროული კორექტირება უზრუნველყო, რითიც წარმატებით მართა ინფლაციური მოლოდინები და ხელი შეუწყო ბიზნესისა და მომხმარებელთა ნდობის ხელსაყრელი გარემოს შექმნას“, – ვკითხულობთ სტატიაში. ჟურნალისტი, გლობალური ინფლაციური წნეხის მიუხედავად, საქართველოში ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას, რაც, მისი შეფასებით, სებ-ის პროაქტიული მიდგომის შედეგია და აღნიშნავს, რომ სებ-ის „ძლიერება სტაბილურობაშია“. „გლობალური ინფლაციური წნეხის მიუხედავად, საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელი 2022 წლის საშუალოდ 11.9 პროცენტიდან 2023 წელს – 2.5 პროცენტამდე, ხოლო 2024 წელს 1.1 პროცენტამდე შემცირდა. 2023 წლის მარტიდან ინფლაცია სამპროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა ნარჩუნდება, რაც სებ-ის პროაქტიული მიდგომის დასტურია“, – წერს სტატიის ავტორი. სტატიაში ასევე ხაზგასმულია ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რამაც ფინანსური სტაბილურობის განმტკიცება უზრუნველყო და ქვეყანაში მდგრადი, ლიკვიდური და კარგად კაპიტალიზებული საბანკო სექტორი ჩამოაყალიბა. Capital Finance International-ი ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასებისას საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ქართული ფინანსური ინსტიტუტები აშშ-ისა და სხვა შესაბამისი მხარეების მიერ რუსეთის ფედერაციის/ბელარუსის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების მოთხოვნათა სრული დაცვით მოქმედებენ. CFI.co ყოველკვარტალური ბეჭდური ჟურნალი და ონლაინ რესურსია, რომელიც აქტიურად აშუქებს ბიზნესის, ეკონომიკის და ფინანსების საკითხებს. CFI.co-ის სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს და გამოცდილი სარედაქციო გუნდითაა დაკომპლექტებული. ყოველკვარტალურად მის ბეჭდურ გამოცემას, საშუალოდ, 186 000 მკითხველი ეცნობა, ონლაინ კი ყოველთვიურად 410 000 ნახვა აქვს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინი ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს თუ არ მოისურვებს, ტრამპმა უნდა გამოიყენოს სანქციები და უკრაინას გადასცეს ყველა იარაღი, რასაც მოითხოვს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი თუ არ მოისურვებს ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა გამოიყენოს სანქციები და უკრაინას გადასცეს ყველა იარაღი, რასაც მოითხოვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დავოსში, საერთაშორისო მედიასაბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის დაუსვეს კითხვა, „როგორი ზეწოლა უნდა განახორციელოს დონალდ ტრამპმა რუსეთზე, რათა ვლადიმერ პუტინი რეალურად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან?“. „ტრამპს შეუძლია, რეალურად გამოიყენოს სანქციები. მან იცის, როგორ უნდა გააკეთოს ეს, ის ბიზნესმენია. ის ამაში ძალიან კარგად ერკვევა. ამოიღოს მაქსიმალური მოცულობა ენერგეტიკიდან, შეამციროს მსოფლიო ფასი (ენერგორესურსებზე) და ის ამას გააკეთებს ყოველგვარი შეთავაზების გარეშე. ის თვითონ გააკეთებს ამას“, – განაცხადა ზელენსკიმ. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპმა უნდა უთხრას პუტინს, რომ „ის თუ არ შეწყვეტს ომს, გადასცემს უკრაინას ყველა იარაღს, რასაც უკრაინა მოითხოვს“. „რა თქმა უნდა, არა ბირთვულს“, – დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ნანუკა ჟორჟლიანი-ირაკლი რუხაძის არის ლიბერთი ბანკი,ლიბერთი ბანკი კი ის ბანკია, პენსიონრებს სესხს რომ პროცენტში აძლევს

ნანუკა ჟორჟლიანი ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: "ირაკლი რუხაძის არის ლიბერთი ბანკი. ლიბერთი ბანკში მისი პარტნიორია ბიძინა ივანიშვილი. ლიბერთი ბანკი კი ის ბანკია, პენსიონრებს სესხს რომ პროცენტში აძლევს. იმ პენსიონრებს, წამლის და საჭმლის ფული რომ არ აქვთ, მაგრამ აქვთ ლიბერთის სესხი. საკუთარი პენსიას რომ იღებენ წინასწარ, რომელშიც პროცენტს ახდევინებენ. რა იმედი, რა პროპაგანდა, როცა რუხაძეზე ლაპარაკს დაიწყებთ, გახსოვდეთ რომ მისი შემოსავალი პენსიონრების ხარჯზე იზრდება." - წერს ნანუკა ჟორჟლიანი

დონალდ ტრამპი ევროკავშირსა და ჩინეთს ტარიფებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას აპირებს და აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ჩინეთიდან იმპორტზე 10%-იანი გადასახადის დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას განაცხადა. ამასთან, დონალდ ტრამპმა ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. „ევროკავშირი ძალიან ცუდად გვექცევა. ამიტომ ისინი მზად უნდა იყვნენ ტარიფებისთვის. ეს არის ერთადერთი გზა, რომ მიაღწიო სამართლიანობას“, – აღნიშნა ტრამპმა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ჩინეთიდან იმპორტზე 10 პროცენტიანი გადასახადის დაწესებას პირველი თებერვლიდან განიხილავს. ამის მიზეზად მან ჩინეთიდან მექსიკისა და კანადის გავლით აშშ-ში სინთეტიკური ნარკოტიკის, ფენტანილის კონტრაბანდა დაასახელა. მანამდე ტრამპმა კანადისა და მექსიკისთვის იმპორტის გადახდის დაწესების გეგმაზე ისაუბრა, ვიდრე ისინი უკანონო მიგრაციასა და ფენტალინის კონტრაბანდას არ აღკვეთენ. ტარიფების მოსალოდნელ დაწესებასთა დაკავშირებით CNBC-თან კომენტარი გააკეთა სავაჭრო საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, პიტერ ნავარომ. „მიზეზი, რის გამოც ტრამპი განიხილავს 10 თუ 25%იანი ტარიფების დაწესებას კანადისთვის, მექსიკისთვის და ჩინეთისთვის, არის, რომ ყოველდღიურად 300 ამერიკელი იღუპება (ფენტანილის ზედოზირებით)“, – განაცხადა ნავარომ.

ბოლო სიახლეები