პარასკევი, ივნისი 6, 2025

სოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს

სოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს, – ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, დაზარალებული ოჯახი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა გამოიყვანეს.

„მცირეწლოვანი ბავშვი და მისი ოჯახი გამოყვანილია. ყველა მათგანი უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს“, – განაცხადეს რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა

ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.როგორც დოლიძე წერს, ახლა დროა, პარტია „ხალხისთვის“ დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს.„მეგობრებო, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავიდეთ კოალიცია „ძლიერი საქართველოდან” და დავუბრუნდეთ დამოუკიდებელ საქმიანობას.დიდი მადლობა ნდობისთვის ყველა ადამიანს, ვინც არჩევნებში ხმა მისცა პარტიას „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და ამავე დროს ენდო „ძლიერ საქართველოს“.ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არ მიგვეცა საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის, მოეპარა თქვენი ხმები და დაეზიანებინა საქართველოს ევროპული კურსი. ამ მიზნით გვერდით გადავდეთ ჩვენი ამბიციები და ჩვენი მიზნები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ინტერესები და სიყვარული.ამავე დროს, ჩვენ შევქმენით კოალიციური თანამშრომლობის მშვენიერი ტრადიცია, რასაც აუცილებლად დავნერგავთ და გავაგრძელებთ მომავალშიც, რაც ასე ჭირს ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. თუმცა ახლა დრო არის, რომ პარტია „ხალხისთვის“ დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს. ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა „ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ და ეს თანამშრომლობა გადის ახალ ეტაპზე, ვინაიდან გვაქვს ამბიცია, გავხდეთ „ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დამკვირვებელი წევრი.ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად განვითარდეს პარტია „ხალხისთვის“, განაგრძოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მნიშვნელოვნად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ არჩევანს“, – წერს ანა დოლიძე.

გთხოვთ, მოითხოვეთ ახალი ეფექტური სანქციები, მკვლელობებისა და დარტყმების შეწყვეტის მიზნით – ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს, ევროპასა და სხვა ქვეყნებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს აშშ-ს, ევროპასა და სხვა ქვეყნებს, გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა.ზელენსკის თქმით, გასულ ღამეს უკრაინაზე თავდასხმა 400-ზე მეტი დრონითა და 40 რაკეტით განხორციელდა.„გთხოვთ, მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ყველა იმ ძალისხმევას, რომ რუსეთზე სამართლიანი ზეწოლა განხორციელდეს. მხარი დაუჭირეთ დიპლომატიას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას. გთხოვთ, მოითხოვეთ ახალი ეფექტური სანქციები რუსეთისა და მათი რეჟიმის წინააღმდეგ მკვლელობებისა და დარტყმების შეწყვეტის მიზნით, ნამდვილი მშვიდობის მიღწევის მიზნით“, – განაცხადა ზელენსკიმ.შეგახსენებთ, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. იერიში მიიტანეს დედაქალაქ კიევზე, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 27 დაშავდა. დრონებითა და რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ლუცკზეც, სადაც ხუთი ადამიანი დაშავდა.

ნანუკა გულუა მესამე შვილის დედა გახდა – რა დაარქვეს ახალშობილს

ტელეწამყვანი, ნანუკა გულუა, მესამე შვილის დედა გახდა."მადლობა ჩემო კეთილო ადამიანებო! ულამაზესი კირა კაშია დაიბადა",-წერს ნანუკა გულუა.

იაგო ხვიჩია – ნაცვლად შემოკრებისა, „ლელოს“ იქით გაურბის ხალხი წინასაარჩევნო პერიოდში, მგონი, ცოტა წუწკად ხარჯავენ ფულს და ამის ბრალია

ნაცვლად შემოკრებისა, „ლელოს“ იქეთ გაურბის ხალხი ამ წინასაარჩევნო პერიოდში. მგონი, ცოტა წუწკად ხარჯავენ ფულს „ლელოში“ და ამის ბრალია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.ხვიჩიას თქმით, ოპოზიციას ახლა ყველაზე ცუდი ტაქტიკა აქვს არჩეული.„ვფიქრობ, ახლა ოპოზიციას ყველაზე ცუდი ტაქტიკა აქვს არჩეული, რომ ორმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა და ორმა, ვინც მონაწილეობს, იმათ აგინოს. მგონი, ეს ყველაზე უარესი ამბავია. მეხუთე პრეზიდენტი თუ მართლა გულწრფელად არის მომხრე, რომ  არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა გავიდეს არჩევნებზე, უფრო ომახიანი უნდა იყოს მოწოდებაში და უფრო კატეგორიულად უნდა მოსთხოვოს „ლელოს“, ნუ დაარღვევს ძვირფას ოპოზიციურ ერთობას. დარწმუნებული ვარ, „ლელოს“ მთავარი სტიმულატორი არის ის, რომ არჩევნებზე „ლელო“ გავიდეს საპატიო მეორე ადგილზე, თუმცა ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამის მიმართ. ნაცვლად შემოკრებისა, „ლელოს“ იქით გაურბის ხალხი ამ წინასაარჩევნო პერიოდში. მგონი, ცოტა წუწკად ხარჯავენ ფულს „ლელოში“ და ამის ბრალია. ამ ტაქტიკით ვერ მიაღწევენ მიზანს, რაც არ უნდა მიზანი ჰქონდეთ. ჩემი აზრით, მეტი უნდა დახარჯონ, უფრო ხელგაშლილი უნდა იყოს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტია, რომელსაც ბევრი ფული აქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.კითხვაზე, როგორ ფიქრობს, რატომ შეიცვალა „ლელომ“ პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ხვიჩიამ აღნიშნა:„ჩვენ პარტიაში გვაქვს განსხვავებული აზრი, სულ ორი ვერსია შეიძლება, იყოს. ეს მოგდის მაშინ, როცა ან სულელი ხარ ან მოსყიდული. „ლელოს“ შემთხვევაში რთულია, ცალსახად თქმა, რადგან ფული თავისიც აქვს „ლელოს“, მაგრამ მეორე არგუმენტს, ან ერთი ან მეორე, ან მესამე ვერ დაემატება, გამორიცხულია. ზოგადად, ქართული პოლიტიკური სპექტრის პრობლემა ის არის, რომ ერთმანეთს როდესაც შორდებიან პოლიტიკური კოალიციები თუ პარტიები, ამის მიზეზებზე არ ლაპარაკობენ. გეგონება, ეს იყოს პირადი დაშორება და არა პოლიტიკური და არ იყოს ვალდებულება, რომ საზოგადოებას აუხსნა, რა გქონდა ადრე საერთო, რამ გაგყო ახლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს, როცა ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ, საერთო ოპოზიციურ კანდიდატს ვამზადებდეთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ, დიდ ქალაქებში მაინც“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თეა წულუკიანი – მინდა, მოვუწოდო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვალერი შოშიაშვილის მსგავს სიტუაციაში მყოფ ყველა ბიზნესმენს, მოგვმართეთ, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო

მინდა, მოვუწოდო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვალერი შოშიაშვილის მსგავს სიტუაციაში მყოფ ყველა ბიზნესმენს, მოგვმართეთ, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.მისი თქმით, აუქციონის გზით ბიზნესმენებს ნანგრევების შეძენას დიდ თანხად ავალებდნენ. თეა წულუკიანის თქმით, ამ მეთოდის კვლევა უნდა გაღრმავდეს.„რამდენიმე განცხადებაა შემოსული და მინდა, ბატონი ვალერი შოშიაშვილის მსგავს სიტუაციაში მყოფ ყველა ბიზნესმენს მოვუწოდო, რომ ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, მოგვმართეთ. კახეთი, სადაც ზურაბ ადეიშვილს ჰქონდა „შეფობა“ აღებული და ითვლებოდა კახეთის აღმშენებლად იმ მეთოდით, რაც ბატონმა ვალერმა აღწერა; ახალციხე, რომელზეც მეორე ბოსი იყო ვანო მერაბიშვილი. სწორედ ასეთი მეთოდებით აუქციონებზე ნანგრევებს შეაძენინებდნენ ბიზნესმენებს დიდ თანხად, შემდეგ, როგორც თავად ამბობდნენ, ამ თანხებს რეგიონების აღსაშენებლად იყენებდნენ. განცხადების სახით ამის რამდენიმე მაგალითია შემოსული. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ თანხებს სხვა რაღაცაში იყენებდნენ. რაბათის მშენებლობისთვის რომც გამოეყენებინათ, რითიც იმართლებდა ხოლმე თავს ბატონი ვანო მერაბიშვილი, ეს არ არის ის მეთოდი, რომლითაც სახელმწიფო უნდა აშენებდეს ძეგლს თუ ობიექტს. ჩვენ უნდა გავაღრმაოთ ასეთი მეთოდის კვლევა. ეს პირველი მაგალითია, რაც საჯაროდ გამოვიდა და კიდევ მეტად შემზარავია, ვიდრე ნოტარიუს ციური ბერიძესთან სტუმრობა, რომელიც პატრიოტებს ვერ იგერიებდა, როგორც თავად ბრძანა, და სახელმწიფოზე ქონებებს ღამით აფორმებდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბოლო სიახლეები