სოფელ ძველ აბაშიში, ფონდ ქართუს მხარდაჭერით, კონსტანტინე გამსახურდია სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია და სამუზეუმო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 3 მილინი ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს პირველი პრეზიდენტის შვილები გიორგი და კონსტანტინე გამსახურდიები, ,,ქართული ოცნების” აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელიასთან და აბბაშის მერთან ერთად გაეცნენ.
“დღეს ალეკოსთან ერთად, მე და კოკომ ბაბუაჩვენის მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები მოვინახულეთ. დიდი პროექტია, რომელიც, სრულად, ფონდი ,,ქართუს“ მხარდაჭერით ხორციელდება. სწორედ ესაა ისტორიაზე და ქვეყნის სიყვარულზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი ხედვა, რომელიც ბ.ივანიშვილის აშკარად გააჩნია,” წერს სოციალურ ქსელ Twitter”-ში გიორგი გამსახურდია.