პარასკევი, მაისი 15, 2026

სოფელ ასურეთის ახალი საბავშო ბაღი სამ სოფელს მოემსახურება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში 70 აღსაზრდელზე გათვლილი, ახალი საბავშო ბაღი აშენდა, რომელიც 3 სოფელს მოემსახურება (ასურეთი, შავსაყდარი, ენაგეთი). ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

წლების განმავლობაში სოფლებს ბაღის შენობა არ ჰქონდა და ბავშვები ნაქირავებ სახლში, არასათანადო პირობებში იყვნენ. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ბაღი აღჭურვილია თანამედროვე, ახალი ინვენტარით.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 374 303 ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 348 415 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 25 888 ლარი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს გავუზიარეთ ცვლილებების პროექტი, მთავარი ამოცანაა, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები

ჩვენ შევხვდით სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ მიღებული იყოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხი, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები.„ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა მათთან. მათი მხრიდან გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ სექტორის წარმომადგენლებს გავუზიარეთ ცვლილებების პროექტი, რომლებიც გააჯანსაღებს სექტორში ვითარებას. არის საკითხები ფასებთან და ინდექსაციასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხი, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები. ამასთან ერთად, გვინდა, რომ გავაძლიეროთ მაქსიმალურად კომპანიები, კონკრეტულად ქართული კომპანიები. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორედ ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც წარვუდგინეთ დღეს სექტორში ჩართულ კომპანიებს. მათი მხრიდან არსებითად დაიმსახურა ამ ცვლილებებმა მოწონება. ასევე, გამოვთქვით სრული მზაობა, რომ მომავალშიც მაქსიმალური კონსულტაციების რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა შესაბამის კომპანიებთან. სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ უნდა მივაღწიოთ მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურას და სათანადო ფასებს. ეს არის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს, დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა

მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს, ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ევროპარლამენტმა.„ვხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები პრაქტიკულად სრულად კარგავენ სახეს. მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება. რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ახლა ევროპარლამენტმა. ეს არის სრულიად სამარცხვინო, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს. მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს. ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება. აბსოლუტურად საბჭოური მიდგომაა, რასაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები. არ გვიკვირს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთი ინიციატივებით გამოდიან, სარგებლობენ ძალიან საეჭვო რეპუტაციით, მათ აქვთ საეჭვო წარსული. ევროპარლამენტში რასაც ვხედავთ, ეს მთლიან დეგრადაციაზე მეტყველებს“, – განაცხადა პრემიერმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად გრიგოლ ლილუაშვილი ესწრება.დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა გააკეთა."იკითხებიან სასამართლოში ის ადამიანები, რომლებიც დაადასტურებენ, მათ შორის, გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობას. რა თქმა უნდა, აქ არ არის ასეთი მოცემულობა, რომ ყველა ბრალად წარდგენილ ქმედებასთან მიმართებით გვყავს ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე ყველა დეტალზე საუბრობს - ლოგიკურია, ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. ზოგადად, ჩვენი პროფესიის და საქმის სირთულეც ის არის, რომ ყველა მოწმეს თავის ფარგლებში აქვს ინფორმაცია. ეს ყველაფერი შემდგომ უნდა შევაჯეროთ, გავაანალიზოთ და ზუსტად ამის საფუძველზე უნდა მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება," - აცხადებს საქმის პროკურორიშეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძე 26 მაისის აქციაზე – ოპოზიციას იმის რესურსიც კი არ აქვს, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდა

26 მაისს რაც შეეხება და აქ ოპოზიციის ინიციატივებს, იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ - 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნებისმიერი მცდელობა სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული.„26 მაისს რაც შეეხება, აქ ოპოზიციის ინიციატივებს, იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მათი მცდელობა არის სრული წარუმატებლობისთვის განწირული, ამას დაინახავს საზოგადოება. 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე“,- აღნიშნა პრემიერმა.

დონალდ ტრამპი – ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია გაგრძელდება

ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია გაგრძელდება, –  ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი გააკრიტიკა.„როდესაც პრეზიდენტმა სი ძინპინმა ​ძალიან ელეგანტურად აღნიშნა, რომ შესაძლოა, შეერთებული შტატები დაღმასვლის გზაზე მდგომი ქვეყანა იყოს, ის გულისხმობდა იმ უზარმაზარ ზიანს, რომელიც ჩვენ მივიღეთ „მძინარე ჯო ბაიდენის“ და ბაიდენის ადმინისტრაციის ოთხწლიანი მმართველობის პერიოდში – და ამ მხრივ ის 100%-ით მართალი იყო. ჩვენი ქვეყანა უზომოდ დაზარალდა ღია საზღვრების, მაღალი გადასახადების, „ტრანსგენდერი ყველასთვის“ პოლიტიკის, კაცების ქალთა სპორტში მონაწილეობის, DEI-ს, საშინელი სავაჭრო შეთანხმებების, ფართოდ გავრცელებული დანაშაულისა და კიდევ მრავალი სხვა მიზეზის გამო.პრეზიდენტი სი არ გულისხმობდა იმ წარმოუდგენელ აღმასვლას, რომელიც შეერთებულმა შტატებმა აჩვენა მსოფლიოს ტრამპის ადმინისტრაციის 16 შესანიშნავი თვის განმავლობაში – რაც მოიცავს ისტორიულ მაქსიმუმზე მყოფ საფონდო ბაზრებს, სამხედრო გამარჯვებას, ვენესუელასთან წარმატებულ ურთიერთობას, ირანის სამხედრო ძალების განადგურებას (გაგრძელება იქნება!) – მსოფლიოში ყველაზე ძლიერ არმიას დიდი უპირატესობით, ძლიერ ეკონომიკას, რეკორდულ 18 ტრილიონი დოლარის ინვესტიციებს, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან შედის აშშ-ში, ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო სამუშაო ბაზარს, სადაც ახლა უფრო მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე ოდესმე, ქვეყნისთვის დამანგრეველი DEI-ს დასრულებას და კიდევ ბევრ სხვა მიღწევას, რომელთა ჩამოთვლაც პრაქტიკულად შეუძლებელია.პრეზიდენტმა სიმ ასეთ მოკლე დროში არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება მომილოცა. ორი წლის წინ ჩვენ ნამდვილად ვიყავით დაღმასვლის გზაზე მდგომი ქვეყანა და ამაში სრულად ვეთანხმები პრეზიდენტ სი-ს. თუმცა ახლა შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე „ცხელი“ ქვეყანაა და იმედი მაქვს, ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან უფრო ძლიერი და უკეთესი იქნება, ვიდრე ოდესმე“, – წერს ტრამპი.

ბოლო სიახლეები