ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026

სომხური მედიის ცნობით, აშშ-მა TRIPP-ის პროექტის ფონდის დაფინანსება 402 მილიონ დოლარამდე გაზარდა

აშშ-ის მთავრობამ TRIPP+ Enterprise Fund-ის დაფინანსება გააორმაგა და 201 მილიონი დოლარიდან 402 მილიონ დოლარამდე გაზარდა.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ ხარჯვით ბაზაში USAspending.gov, აღნიშნული თანხების გამოყენების ძირითად ადგილად სომხეთია მითითებული.

დაფინანსება უკავშირდება TRIPP-ის ინიციატივას („ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“), რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ სომხეთის გავლით სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას, რათა სამხრეთ კავკასია ტრანსკასპიურ სატრანსპორტო კორიდორს დაუკავშირდეს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიურომ 2026 წლის 30 იანვარს TRIPP+ Enterprise Fund-ს 201 მილიონი დოლარის გრანტი გამოუყო. პროგრამის განხორციელების ვადად 2036 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. 16 ივლისს გრანტის პირობები შეიცვალა და დაფინანსება 402 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა პროგრამის დასრულების თარიღი უცვლელი დარჩა.

მედიის ცნობით, HigherGov-ის მონაცემებით, 402 მილიონივე დოლარი უკვე გამოყოფილია აღნიშნული პროგრამისთვის.

ამასთან, TRIPP+ Enterprise Fund 2026 წლის 26 იანვარს შეიქმნა – ორი კვირის შემდეგ, რაც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სამხრეთ სომხეთში TRIPP-ის ინფრასტრუქტურის განვითარების და განხორციელების მიზნით შეიქმნება TRIPP Development Company. კომპანიის 26%-ს სომხეთის რესპუბლიკა, ხოლო 74%-ს აშშ ფლობს.

როგორც „არმენპრესი“ წერს, TRIPP+ Enterprise Fund და TRIPP Development Company ერთმანეთისგან განსხვავებული სტრუქტურებია. TRIPP Development Company უშუალოდ ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარებასა და განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ეგიდით იმუშავებს.

ამისგან განსხვავებით, TRIPP+ Enterprise Fund დამოუკიდებელი საინვესტიციო ფონდია. მის ხელმძღვანელად ბიზნესმენი კონსტანტინ სოკოლოვი დაინიშნა. წყაროს ინფორმაციით, ფონდი დელავერის შტატის კომპანიების ოფიციალურ რეესტრში „ტრანსკასპიური საწარმოთა ფონდის“ სახელითაც არის რეგისტრირებული.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსების გაზრდა იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ვაშინგტონი ცდილობს, გააფართოოს თავისი მონაწილეობა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში, ასევე ხელი შეუწყოს პროექტებს, რომლებიც რეგიონს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანთან დააკავშირებს.

ინიციატივის ავტორთა შეფასებით, TRIPP-ის მარშრუტის განხორციელებამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ რეგიონულ ვაჭრობასა და ლოგისტიკაზე, არამედ სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ გარემოზეც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დაღუპულია 4 ადამიანი – გომის მთაზე მომხდარი მძიმე ავარიის ახალი დეტალები

გომის მთის გზაზე მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. სამგზავრო მიკროავტობუსი რომელიც გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა, გზიდან გადავარდა. როგორც ცნობილია, მიკროავტობუსს გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით ტურისტები გადაჰყავდა.ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

სად ჯარიმდებიან ქართველი მძღოლები ყველაზე ხშირად – შსს-ს სტატისტიკა

საქართველოს გზებზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის ყოველწლიურად საშუალოდ, 3.3 მილიონი ვიდეოჯარიმა იწერება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2026 წლის 3 თვეში (იანვარ-მარტი) უკვე გამოწერილია 927 189 ვიდეოჯარიმა, საიდანაც 46.5% დედაქალაქზე მოდის.საქართველოში ვიდეოჯარიმები სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო იწერება, მათ შორისაა: სიჩქარის გადაჭარბება, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (კამერები ავტომატურად ამოწმებენ ბაზაში, აქვს თუ არა ავტომობილს გავლილი სავალდებულო ტექდათვალიერება), შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა, „ბასლაინში“ ავტომობილით მოძრაობაზე და ა.შ.აღსანიშნავია, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებს შორის სიჩქარის ლიმიტის დარღვევა დაფიქსირებული ვიდეოჯარიმების რაოდენობით ყოველწლიურად ლიდერობს. მაგალითად, წელს 3 თვეში 15კმ-საათზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებაზე თითქმის 531 ათასი ჯარიმა გამოიწერა. ეს კი გამოწერილი ვიდეოჯარიმების 57%-ზე მეტია.რაც შეეხება კონკრეტულად რეგიონებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე მეტი ვიდეოჯარიმა დედაქალაქშია გამოწერილი, მას მოსდევს იმერეთი, სამეულშია აჭარა.„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ვიდეოჯარიმა გამოწერა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში საქართველოს რეგიონების მიხედვით: (ცნობისთვის, ამ ეტაპზე შსს-ს მიერ გამოქვეყნებულია მხოლოდ პირველი კვარტლის ოფიციალური სტატისტიკა)თბილისი - 431 866 იმერეთი - 143 486 აჭარა - 129 289 შიდა ქართლი - 48 943 ქვემო ქართლი - 44 069 სამეგრელო-ზემო სვანეთი - 43 313 გურია - 33 717 კახეთი - 20 739 სამცხე-ჯავახეთი - 19 160 მცხეთა-მთიანეთი - 12 577 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33ამავე საანგარიშო პერიოდში, ვიდეოჯარიმებზე დარიცხული თანხის მოცულობამ 616.2 მილიონ ლარს გადააჭარბაშეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის ერთ-ერთი მთავარ მიმართულებად გზებზე სიჩქარის გადაჭარბების შემცირება სახელდება. სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მთავრობა გეგმავს ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში მძღოლებისთვის მართვის მოწმობით მინიჭებული ქულების შემცირების სისტემის დანერგვას.

10 ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა ინსულინ-რეზისტენტული იყოთ

ექიმი გიორგი ღოღობერიძე მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებს, რომელიც ინსულინზე რეზისტენტულობას ეხება.„10 ნიშანი, რომ ბევრ ნახშირწყალს იღებთ და შეიძლება იყოთ ინსულინზე რეზისტენტული.1. კანის გამუქება სხვადასხვა ადგილებში, სადაც ხახუნი მეტია. კისრის, იღლიების, იდაყვების და მუხლების არეში. ეს ყველაზე ადრეული და მკაფიო ნიშანია იმისა, რომ თქვენი ორგანიზმი დახმარებას საჭიროებს.2. კიდევ ერთი ნიშანია, იღლიების, კისრის არეში გაჩენილი რბილი, პაპილომების მსგავსი წანაზარდები. როდესაც ინსულინი მეტია, კანზე წანაზარდები მეტია.3. მუცლის არეში სიმსუქნე. საქართველოში ამას ღიპს ეძახიან. აუცილებელია ამ დროს ექიმის დახმარება, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო არ გაგირთულდეთ. როდესაც ინსულინი ბევრია, მაშინ ცხიმის წვა არ ხდება და პირიქით გროვდება.4. სახის შეშუპება. როდესაც ინსულინი ბევრია, სწორედ ამ დროს იჩენს თავს ეს სიმპტომი.5. აკნე და ცხიმიანი კანი. ეს სიმპტომები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჭარბ ინსულინთან.6. იწყება თმის ცვენა, ან პირიქით ჭარბთმიანობა.7. ჭრილობის ნელი შეხორცება. გაიჭერით თითი და მალე არ ხორცდება. ის ნიშანია იმისა, რომ სხეულში ბევრი გლუკოზაა.8. წითელი წერტილები კანზე. მანიშნებელია იმისა, რომ იწყება ახალი სისხლძარღვების ფორმირება.9. შეშუპებული კოჭები. ჭარბი ინსულინის გამო, წყალი ქვედა კიდურებში იწყებს დაგროვებას.10. თვალბუდეების შეშუპება.ეს არის სწორედ ის ათი ნიშანი, რომელიც მანიშნებელია იმისა, რომ შესაძლოა თქვენ იყოთ ინსულინზე რეზისტენტული“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ირაკლი კობახიძე – ანწუხელიძის წამება და მკვლელობა ახალი მომხდარი იყო და სააკაშვილი და მერაბიშვილი ხელგაშლილი ესაუბრებოდნენ რუს ტურისტებს და ბიზნესმენებს

მთელი არსი უცხოელი აგენტების არის ის, რომ უცხოელ აგენტს რასაც ავალებენ, იმას აკეთებს, მაშინ პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას დამატებითი ეკონომიკური პრობლემები არ შეჰქმნოდა, მისცეს მარტივი დირექტივა, რომ სააკაშვილი უნდა დახვედროდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს ლარსის გამშვებ პუნქტზე, ახლა აქვთ განსხვავებული დავალება, იმიტომ რომ ახლა პირიქით, „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, უცხოური აგენტურა გამოიყენოს საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.მისივე თქმით, მაშინ კონკრეტული ადამიანები გამოდიოდნენ ტექსტებით იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო რუსი ტურისტი, რუსული ფული საქართველოში, მიესალმებოდნენ ამ ყველაფერს და დღეს ეს ადამიანები არიან დანიშნულები მთავარ რუსოფობებად საქართველოში.„მთელი არსი უცხოელი აგენტების არის ის, რომ უცხოელ აგენტს რასაც ავალებენ, იმას აკეთებს. და მაშინ სააკაშვილს დავალებული ჰქონდა რუსებისთვის კარის გაღება, რუსი ტურისტებისთვის კარის გაღება, რომ დახვედროდა მათ ლარსის გამშვებ პუნქტზე და ა.შ. ეს იყო დავალება, ეს იყო მაშინ „დიფ სთეითის“ ხაზი. ერთ-ერთი მიზანი რა იყო – აგენტურა ჰყავდათ ხელისუფლებაში, მაშინ ისედაც უამრავი პრობლემა იყო 2008 წლის ომის შემდეგ, 2009 წლის ეკონომიკური ვარდნა და ა.შ. და მაშინ პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას დამატებითი ეკონომიკური პრობლემები არ შეჰქმნოდა. აქედან გამომდინარე, მისცეს მარტივი დირექტივა, რომ სააკაშვილი უნდა დახვედროდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს ლარსის გამშვებ პუნქტზე. ახლა აქვთ განსხვავებული დავალება, იმიტომ რომ ახლა პირიქით, „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, უცხოური აგენტურა გამოიყენოს საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად. მაშინ იყო საპირისპირო ინტერესი, საპირისპირო მიზანი. „დიფ სთეითს“ უნდოდა, რომ არ შეჰქმნოდა დამატებითი ეკონომიკური სირთულეები მის აგენტურას, როცა ის იყო ხელისუფლებაში, ახლა „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, რომ საქართველოს შეექმნას თუნდაც მცირე ეკონომიკური სირთულეები. ამიტომ მაშინ მიიღო სხვა დავალება აგენტურამ და დღეს მიიღო სხვა.სააკაშვილი მიესალმებოდა 2009-2010-2011 წლებში რუს ტურისტებს, როცა ერთი, ორი და სამი წლის მომხდარი იყო აგვისტოს ომი. როდესაც ახალი დაღუპულები იყვნენ ჩვენი სამხედროები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 30 000 ადამიანს დაატოვებინეს სახლ-კარი. ახალი მომხდარი იყო ეს ყველაფერი და ანწუხელიძის წამება და მკვლელობაც ახალი მომხდარი იყო და მაშინ ხელგაშლილი ესაუბრებოდა რუსებს, რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს სააკაშვილი და მერაბიშვილი. თქვენ იცით, ვინ არიან დღეს დანიშნული მთავარ რუსოფობებად გარედან უცხოურ აგენტურაში, ეს არის ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე ფორმულას დამფუძნებელი და მაშინ ეს ადამიანები გამოდიოდნენ პირდაპირ ტექსტებით იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო რუსი ტურისტი, რუსული ფული საქართველოში, მიესალმებოდნენ ამ ყველაფერს. დღეს ეს ადამიანები არიან დანიშნულები მთავარ რუსოფობებად საქართველოში. ერთ-ერთი მათგანი, ფორმულას დამფუძნებელი რუსებზე ყიდის ბინას და თან რუსოფობად არის დანიშნული. ამ ყველაფრიდან ხომ ჩანს, რომ სინამდვილეში ესენი არიან უცხოელი აგენტები, რასაც დაავალებენ გარე ინტერესების მიხედვით, იმას გააკეთებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – 2008 წლის ომის შემდეგ რუსოფობიური განწყობები არ ჩამოყალიბებულა, რაც „დიფ სთეითის“ დავალებით მოხდა, ისევე როგორც ის, რომ აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა...

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა და საქართველოს ისტორიული კუთხეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის ეს ავანტიურა იყო „დიფ სთეითის“ პირდაპირი დავალება, რომლის მთავარი ხელწერაც საერთაშორისო დონეზე ქვეყნების დაპირისპირება და ერთმანეთთან ომში ჩაბმა, ქვეყნების შიგნით კი საზოგადოების რადიკალიზაცია და ერთმანეთს წაკიდებაა.„საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი ტრაგედიიდან, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან უკვე 18 წელი გავიდა, თუმცა იმ დღეების ტკივილი და მძიმე კვალი დღემდე მოუშუშებელია. აგვისტოს ომმა ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათიათასობით მოქალაქე საკუთარ სახლ-კარს მოსწყვიტა და საქართველო ტერიტორიების ოკუპაციის კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე დააყენა. მიუხედავად გასული წლებისა, ომის შედეგები კვლავ იგრძნობა, ხოლო დაღუპულთა ხსოვნა და იძულებით გადაადგილებული ადამიანების ტკივილი ჩვენი საზოგადოების საერთო მეხსიერებისა და პასუხისმგებლობის განუყოფელ ნაწილად რჩება.„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა და საქართველოს ისტორიული კუთხეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებიც საქართველოში „დიფ სთეითის“ აგენტურას წარმოადგენენ, რაიმე ნაბიჯს დგამდნენ ან დგამენ დამოუკიდებლად. რეალურად, სააკაშვილის ეს ავანტიურა იყო „დიფ სთეითის“ პირდაპირი დავალება, რომლის მთავარი ხელწერაც საერთაშორისო დონეზე ქვეყნების დაპირისპირება და ერთმანეთთან ომში ჩაბმა, ქვეყნების შიგნით კი საზოგადოების რადიკალიზაცია და ერთმანეთს წაკიდებაა.შედეგად, მივიღეთ „დიფ სთეითისთვის“ სასურველი, ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის კი ტრაგიკული მოცემულობა – ჩვენი გმირი სამხედროების, პოლიციელებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა, 30 ათასამდე იძულებით გადაადგილებული ჩვენი მოქალაქე, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ასზე მეტი ქართული დასახლება, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ერებს შორის გაღვივებული შუღლი.მიუხედავად ამისა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ ჩამოყალიბებულა, რაც, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითის“ დავალებით მოხდა, ისევე, როგორც ის, რომ ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ გამოავლინა. როგორც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში აღვნიშნე, გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები