ორშაბათი, ივნისი 15, 2026

სომხეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

ვაჰაგნ ხაჩატურიანი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას და მზადყოფნას, ითანამშრომლოს სომხურ-ქართული ტრადიციულად ძმური ურთიერთობების სასარგებლოდ.

„ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. გამოვხატავ სრულ მხარდაჭერას და მზადყოფნას, ვითანამშრომლო სომხურ-ქართული ტრადიციულად ძმური ურთიერთობების სასარგებლოდ. პრეზიდენტს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებ“, – დაწერა სომხეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარტა კოსი აცხადებს, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადება მარტა კოსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.კოსს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ევროკავშირი უკრაინისთვის წევრობის დასაწყისში ვეტოს შეზღუდვას, რასაც ევროკომისარმა უპასუხა, რომ აუცილებელია იმ ვითარებამდე მისვლა, როდესაც მოხდება უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ შეთანხმების გაფორმება. მან დაამატა, რომ აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ ახალი წევრი სახელმწიფოები ევროპულ წესებს დაიცავენ გაწევრიანებიდან 5,10 ან 15 წლის შემდეგაც.„ახლა ჩვენ ვართ მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ შეთანხმების მომზადების პროცესში, ამიტომ გავა კიდევ გარკვეული დრო, ვიდრე ჩვენ დავინახავთ, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. მაგრამ, ის რაც დღეს ვიცით არის, რომ იქნება ევროკავშირში გაწევრიანების ახალი თაობის შეთანხმებები იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვექნება ახალი დამცავები, რაც უზრუნველყოფს იმას, რაც თქვენ ახსენეთ“, – განაცხადა ევროკომისარმა.ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია და ლუქსემბურგი მოუწოდებენ ევროკავშირს, განიხილოს ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ხმის უფლების დროებითი შეზღუდვის შესაძლებლობა და იმ გარანტიების შემუშავება, რაც ახალი წევრი სახელმწიფოების მიერ კანონის უზენაესობის დაცვას უზრუნველყოფს.

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო – პროცესი 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათიდან დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.„რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - registration.emis.ge. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე). მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე)“- ნათქვამია ინფორმაციაში.შეგახსენებთ, რომ სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

ილია თოფურია თეთრ სახლში, ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა

ილია თოფურია თეთრ სახლში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე დამარცხდა.ქართველმა მებრძოლმა UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი ჯასტინ გეიჯისთან წააგო და შესაბამისად, ჩემპიონის ქამარიც დაკარგა.ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც UFC-ის ღონისძიება თეთრ სახლში ჩატარდა. გადაწყვეტილება აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს ემსახურებოდა.

მედიის ცნობით, აშშ-თან შეთანხმებული მემორანდუმი ირანის 14-პუნქტიან წინადადებას ეფუძნება

აშშ-თან შეთანხმებული მემორანდუმი ირანის 14-პუნქტიან წინადადებას ეფუძნება, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, IRNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ვრცელდება დოკუმენტის სავარაუდო შინაარსიც.მედიის მიხედვით, შეთანხმება ომის დასრულებას ითვალისწინებს ყველა ფრონტზე, ლიბანის ჩათვლით. კერძოდ, აშშ იღებს ვალდებულებას, „ისრაელს აიძულოს“, ბეირუთში საომარი მოქმედებები შეწყვიტოს.როგორც მედია იუწყება, ბირთვულ საკითხზე ირანში აღნიშნავენ, რომ ახალ ვალდებულებებს დაუყოვნებლივ არ აიღებენ – ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები ხელმოწერიდან 60-დღიან პერიოდში დაიწყება, „ფუნდამენტური პრინციპების ფარგლებში“, მათ შორის ურანის გამდიდრების უფლების შენარჩუნებით.დოკუმენტის მიხედვით, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით თეირანი სრუტის მართვაზე კონტროლს არ დათმობს. მემორანდუმში მხოლოდ „საზღვაო მიმოსვლის ნორმალიზებასა“ და აშშ-ის ბლოკადის მოხსნაზეა საუბარი. სრუტის მართვა რეგიონულ დონეზე კოორდინირდება – აშშ ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.გაყინული აქტივების საკითხზე ირანული მედია წერს, რომ ირანი 24 მილიარდი დოლარის განბლოკვას ითხოვს, რომლის ნახევარი ხელმოწერისთანავე უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. სააგენტოს ცნობით, ირანმა „მესამე მხარეებისგან კონკრეტული გარანტიები მიიღო“ გადახდასთან დაკავშირებით.სანქციების საკითხზე ირანი ითხოვს ყველა შეზღუდვის მოხსნას 60 დღის განმავლობაში. მედიის ინფორმაციით, ამ პერიოდში აშშ ასევე იღებს ვალდებულებას, რეგიონში ახალი სამხედრო ძალები არ განათავსოს და ირანს ახალი სანქციები არ დაუწესოს.მემორანდუმის ერთ-ერთი პუნქტია სამხედრო მოქმედებებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, რომლის განხორციელების კონკრეტული მექანიზმი 60-დღიანი მოლაპარაკებების განმავლობაში შემუშავდება.რაც შეეხება ირანის სარაკეტო პროგრამას და რეგიონში მოკავშირე ჯგუფებს, ირანული მედიის ცნობით, ეს თემები დოკუმენტიდან „საბოლოოდ ამოიღეს“.

გურამ მაჭარაშვილი – ე.წ. ალიანსი თავიდანვე დაშლისთვის იყო განწირული, ოპოზიციაში დაპირისპირება გაიზრდება, ძალაუფლების მისაღწევად ერთმანეთის დაჭამენ

ე.წ. ალიანსი დაშლისთვის თავიდანვე იყო განწირული, რადგან ცხრავე პარტიამ თქვა, გაერთიანების მიუხედავად, ცალ-ცალკე გზები გვაქვსო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ოპოზიციაში დაპირისპირება გაიზრდება.„ნათელი იყო, რომ ერთმანეთს დაერეოდნენ. აქამდე თუ მივიდოდნენ, არ მეგონა. დღეს რას ვხედავთ? – „ნაცმოძრაობის“ ბუნებას. ნიკა მელიას იმპიჩმენტი მოუწყვეს; ლევან ხაბეიშვილმა მუხლმოყრით დაიფიცა, მიშას გამოვიხსნიო და ციხეში თავად შევიდა; თინა ბოკუჩავამ თქვა, პარტიას საერთაშორისო ასპარეზზე გავიყვანო და ალიანსიდან აგდებენ. როგორც ჩანს, სააკაშვილმა გადაწყვიტა, ეს ადამიანი ხაჭაპურებს და ლობიანებს მაინც აცხობს და ნანულა ჟორჟოლიანს თავმჯდომარედ ავირჩევო. ეს ადამიანი რასთან არის დაკავშირებული, კარგად გვახსოვს. ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკურ საიქიოში გააცილებს, რადგან, იმედია, საკონსტიტუციო სასამართლო მათი აკრძალვის თაობაზე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.ოპოზიციაში დაპირისპირება გაიზრდება, რადგან ძალაუფლების მისაღწევად ერთმანეთის დაჭამენ, ოღონდ მიზანს მიაღწიონ. ჩერგოლეიშვილმა თქვა, თქვენ რომ გგონიათ, „ნაცმოძრაობა“ ალიანსშია, არ არისო. ახლა მიშას მომხრეები გამოვარდნენ და „ალიანსში“ მთავარი „ნაცმოძრაობაა“, მიშამ პარტიაში რევოლუცია უნდა მოახდინოსო. ყველაზე სწორად ანი წითლიძემ თქვა, რომ „ალიანსში“ ყველაზე დიდი წარმომავლობა „ნაციონალური მოძრაობის“ არის, ვითომ დაიშალნენ, მაგრამ რეალურად ერთიანი „ნაციონალური მოძრაობაა““, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ბოლო სიახლეები