პარასკევი, მაისი 15, 2026

სოზარ სუბარი: წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ

“ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოთხი უცხოელი მინისტრის საქართველოში ვიზიტს და ანტისამთავრობო აქციებში მათ აქტიურ მონაწილეობას ეხმაურება. როგორც სუბარი აცხადებს, მსგავსი ქმედება სრულიად წარმოუდგენელი და მიუღებელია ნებისმიერი სუვერენული ქვეყნისთვის.

„წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, თან ისეთი ქვეყნების, რომლებსაც მეგობარ სახელმწიფოებად თვლიან, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ. ეს იყო მაიდანიაციის კლასიკური მცდელობა, ანუ იმის, რაც 2014 წელს მოხდა უკრაინაში. ჟიგიმანტას პავილიონისს გაცნობა არ სჭირდება – ეს არის ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც მაშინ გამაგრებული იყო ძებნილი ნიკა მელია, თავის მომხრეებთან ერთად, რომლებიც ამბობდნენ, რომ მელიას ვერ დაიჭერდა პოლიცია. ჟიგიმანტას პავილიონი კი მივიდა და თანადგომა გამოუცხადა მას.“ – განაცხადა სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რევაზ სოხაძე – უპასუხისმგებლო კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ

ტენდერებში მონაწილეობის საკითხს მხოლოდ კანონმდებლობა წყვეტს და არა რომელიმე ჩინოვნიკი. თუ კანონმდებლობით კონკრეტულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა შეზღუდული, მას შეეძლო მონაწილეობა და გამარჯვება, – აღნიშნა  ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ  ამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.მისივე თქმით, ე.წ. შავი სიის მიმართ მიდგომების გამკაცრების შედეგად უპასუხისმგებლო კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებს არ ასრულებენ, ტენდერებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ.მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული ცვლილებები ადეკვატურად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ინფრასტრუქტურის სექტორში არსებობს.„ეს ცვლილებები რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას სამშენებლო სექტორში და შექმნის სამართლიან გარემოს“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ფრიდრიხ მერცი – არ ვურჩევდი შვილებს სასწავლებლად ან სამუშაოდ აშშ-ში გამგზავრებას, იქ მოულოდნელად ჩამოყალიბდა გარკვეული სოციალური კლიმატი, ყველაზე განათლებულ ადამიანებსაც კი უჭირთ სამუშაოს პოვნა

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ამჟამად საკუთარ შვილებს არ ურჩევდა აშშ-ში გამგზავრებას. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის მეთაურმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.„დღეს მე არ ვურჩევდი ჩემს შვილებს აშშ-ში წასვლას, იქ განათლების მიღებას და მუშაობას, უბრალოდ იმიტომ, რომ იქ მოულოდნელად ჩამოყალიბდა გარკვეული სოციალური კლიმატი“, – განაცხადა მერცმა ვიურცბურგში, კათოლიკურ კონგრესზე ახალგაზრდებთან საუბრისას.მისი თქმით, სოციალური კლიმატი აშშ-ში სწრაფად შეიცვალა.„დღეს ამერიკაში ყველაზე განათლებულ ადამიანებსაც კი უჭირთ სამუშაოს პოვნა“, – აღნიშნა მერცმა.

ანდრეი სიბიგა – მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ ფართო ორმხრივი დღის წესრიგი, განვაგრძობთ გამჭვირვალე და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის სხდომაზე ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს შეხვედროდა.როგორც სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე ფართო ორმხრივი დღის წესრიგი განიხილეს.„საუბარი პირდაპირი გაგრძელება იყო ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის ბოლოდროინდელი დიალოგისა. განვიხილეთ ფართო ორმხრივი დღის წესრიგი, ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძოდ, სუამ-ში და უახლესი პოლიტიკური დინამიკა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე. განვაგრძობთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში. 

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილის სასარგებლოდ არსებობს მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პროკურატურამ და საგამოძიებო ორგანოებმა დამალეს – ეს მასალები დაცვის მხარეს არ გადმოეცა, რაც...

არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დამალულ იქნა, რაც შესაბამისი წესით გასაჩივრდება. მოწმეთა გამოკითხვის ოქმები პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოს მხრიდან იქნა დამალული, ის დაცვის მხარეს არ გადმოეცა, - ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ განაცხადა.როგორც ის განმარტავს, დაცვის მხარის ვარაუდით, მტკიცებულებები გამამართლებელი ხასიათის იყო და პროკურატურის მხრიდან მისი დამალვა, ამ მიზნებიდან გამომდინარეობდა.„არსებობს მტკიცებულებები, რომელიც დამალულ იქნა, რაც შესაბამისი წესით გასაჩივრდება. მოწმეები დასაკითხ პირთა სიაში აღმოჩნდნენ იმის გამო, რომ ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა მათ დასაკითხ პირთა სიაში ჩასმაზე. თუმცა, მათი გამოკითხვის ოქმები დამალული იქნა პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოს მხრიდან და დაცვის მხარეს არ გადმოეცა. არანაირი სხვა სახის ეპიზოდი გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებაში აღარ არსებობს, ყველა ეპიზოდი წარმოდგენილია სასამართლოში. მოწმეებზე, რომლებზეც და რომელთა გამოკითხვის ოქმებზეც დაცვის მხარე საუბრობს, დაკითხული იქნენ იმ ეპიზოდებთან მიმართებაში, რა ეპიზოდებთანაც დაკავშირებითაც სასამართლო განხილვა მიმდინარეობს. ვსაუბრობ მხოლოდ იმ დამალულ მტკიცებულებებზე, რომელიც ეხება საქმეს და რომელიც მიმდინარეა სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით“, - განაცხადა ცერცვაძემ.ის ასევე გამოეხმაურა სასამართლოში დღეს დაკითხული ორი მოწმის ჩვენებას.„დღევანდელ სასამართლო პროცესზეც იგივე სიტუაცია განმეორდა - არც ერთ მოწმეს გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით არანაირი სახის ინფორმაცია არ მოუწოდებია და არ უსაუბრია მის შემხებლობაზე რომელიმე ეპიზოდთან დაკავშირებით. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებული იქნა დაკითხული, რომლის საქმეც ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, დასახელებულმა პირმა თავის ბრალთან მიმართებაში ისაუბრა, მის ალიბზე ვერ და არ ვისაუბრებ. არც ერთ პირს, ვინც ამ დრომდე დაკითხულია სასამართლოში, გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია, იმგვარი, თითქოს, მას შემხებლობა ჰქონდეს რომელიმე ეპიზოდის დანაშაულთან, მათ შორის, ბაღების ეპიზოდთან. ამ მოწმეს ლილუაშვილი არ იცნობს, ისევე როგორც, მოწმე არ იცნობს გრიგოლ ლილუაშვილს, არც ერთს, ერთმანეთის შესახებ არც კი სმენიათ“, - განაცხადა ცერცვაძემ.მისივე თქმით, თუკი საჭიროება დადგება, ლილუაშვილი მის საქმეს სტრასბურგშიც წაიღებს.„ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი სამართლებრივ გზას ირჩევს, ბუნებრივია, ეროვნული კანონმდებლობის დონეზე გვაქვს იმედი, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდება და მისი უდანაშაულობა დადასტურდება. სამომავლოდ, საჭიროებიდან გამომდინარე, თუკი, ამის აუცილებლობა იქნება, ბუნებრივია, ნებისმიერ სამართლებრივ გზას მივმართავთ, მათ შორის, სტრასბურგს“,- განაცხადა ცერცვაძემ.ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკა გვარამია – „თვინიერ საქმეთა სიტყვაი მკვდარ არს“, გრიგოლ ხანძთელის ამ მაქსიმაზე ვარ გაზრდილი, თავის მხრივ, სახარებიდან რომ მოდის

ვისაც ჰგონია, რომ „ყველა“ = „მე ვინც მომწონს ყველა“, ან შარზეა, ან შეგნებულად დესტრუქციულია, ან ქართული ენის ზოგიერთი სიტყვის შინაარსი არასწორად ესმის, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.როგორც გვარამიამ აღნიშნა, ერთობა მისთვის უბრალო სიტყვა არ არის და საქმით ცდილობს სიტყვებისთვის საზრისის მინიჭებას.„ტვინი რომ გასხლა ბევრმა, ყველა გაერთიანდითო, ამ „ყველაში“ რას გულისხმობდით, იქნებ განმარტოთ. იგივე ადამიანები (მათ შორის, პოლიტიკოსები), რომლებიც ამბობდნენ, რომ „ლელოს“ და გახარიას გარეშე ეგ ალიანსი ყოფილი „ნაცების“ გაერთიანებააო, დღეს რაღანაირად ამბობენ, „ლელო“ და გახარიასთან დგომა როგორ შეიძლებაო?მეორე ნაწილი, უკვე არსებული ალიანსის წევრებიდან ხან ერთზე რომ ამბობენ, მანდ რა უნდა, წავიდესო და ხან მეორეზე, ეგ რაღანაირი „ყველაა“?ჩემთვის ერთობა უბრალოდ სიტყვა არაა. ზოგადად, ნებისმიერ სიტყვას ფასი აქვს ჩემთვის და არათუ საზრისს არ ვუკარგავ, არამედ საქმით ვცდილობ მის გაცოცხლებას. „თვინიერ საქმეთა სიტყვაი მკვდარ არს“, – გრიგოლ ხანძთელის ამ მაქსიმაზე ვარ გაზრდილი, თავის მხრივ, სახარებიდან რომ მოდის.ვისაც ლაქლაქი და ენის ფხანა ჰგონია საქმე, ან ვისაც სიტყვა „ყველას“ მნიშვნელობა უკიდურესად თავისებურად ესმის, ან ვინც ფიქრობს რომ ერთობით მოტანილი სირთულეები და ემოციური გაუგებრობები ვინმეს გვეხალისება, ძალიან შემცდარა.ვისაც ჰგონია, რომ „ყველა” = „მე ვინც მომწონს ყველა“, ან შარზეა, ან შეგნებულად დესტრუქციულია, ან ქართული ენის ზოგიერთი სიტყვის შინაარსი არასწორად ესმის“, – წერს გვარამია.

ბოლო სიახლეები