პარასკევი, მარტი 14, 2025

სოზარ სუბარი: ჩვენი მიზანია საქართველოს ტრადიციების, სარწმუნოების, ოჯახური ღირებულებების, ასევე ახალგაზრდების დაცვა მავნე ზეგავლენისგან და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ვინმეს ცხოვრებაში ჩარევას

„კანონმდებლობა, რომლის მიღებასაც ვგეგმავთ არის გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ის კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს ამერიკის ბევრ შტატში, მაგალითად ფლორიდაში. ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ის კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს პოლონეთში და უნგრეთში,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით ხელისუფლებას სურს დაიცვას ქვეყნის ტრადიციები, სარწმუნოება და ახალგაზრდები მავნე ზეგავლენისგან.

„კანონმდებლობა, რომლის მიღებასაც ვგეგმავთ არის გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ის კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს ამერიკის ბევრ შტატში, მაგალითად ფლორიდაში. ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ის კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს პოლონეთში და უნგრეთში. ჩვენი მიზანია საქართველოს ტრადიციების, სარწმუნოების, ოჯახური ღირებულებების, ასევე ახალგაზრდების დაცვა მავნე ზეგავლენისგან და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ვინმეს ცხოვრებაში ჩარევას. ეს კარგად იცის ოპოზიციამ და ამიტომ პერიოდულად ამბობენ, რომ დებულებები, რომელიც ჩაწერილია კანონში მიესალმებიან, მაგრამ მხარდაჭერაზე თავს იკავებენ. სავარაუდოდ დასავლეთიდან უფროსების ბრძანებას ელოდებიან,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკო რუბიო – ხალხი როდესაც მოლაპარაკებით ცდილობს ომის დასრულებას, ჩვეულებრივ, ხდება გაცემაც და მიღებაც, რა იქნება კონკრეტული დათმობები, დამოკიდებულია მაგიდასთან მყოფ მხარეებზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი „ფრთხილი ოპტიმიზმით“ აფასებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რუსეთთან გამართულ მოლაპარაკებებს.„ჩვენი აზრით, გუშინ ძალიან პოზიტიური და ნაყოფიერი კონტაქტები იყო პრეზიდენტ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის.უიტკოფი ბრუნდება აშშ-ში. როდესაც ის დაბრუნდება, იმედი მაქვს, შევიკრიბებით ამ შაბათ-კვირას. ჩვენ უფრო საფუძვლიანად შევაფასებთ რუსეთის პოზიციას. შემდეგ პრეზიდენტი შეაფასებს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები“, – განაცხადა რუბიომ პრესკონფერენციაზე, რომელიც კანადის კვებეკის პროვინციაში, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაიმართა.აშშ-ის სახელმწიფო მდივანის თქმით, „არსებობს საფუძველი ფრთხილი ოპტიმიზმისთვის, მაგრამ ეს რთული და კომპლექსური სიტუაციაა“.„ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვთვლით, რომ ახლა, სულ მცირე, რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდით ომის შეწყვეტასა და მშვიდობის დამყარებას, თუმცა, კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი“, – თქვა რუბიომ.მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკების დროს გამოიკვეთა „დადებითი დინამიკა“.„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახავთ, რისი გაკეთება სურს რუსეთს. საქმე მხოლოდ რუსეთში არ არის. რა თქმა უნდა, ეს მისაღები უნდა იყოს უკრაინისთვისაც“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა პუტინს, რუბიომ უპასუხა, რომ ეს არარელევანტური კითხვაა, რადგანაც საქმე ეხება არა ნდობას, არამედ ქმედებებს.კითხვაზე, ხომ არ ცდილობს პუტინი, დრო მოიგოს, რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკა არ მიიღებს საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იმ განცხადებების საფუძველზე, რასაც რომელიმე ქვეყნის ლიდერი აკეთებს პრესკონფერენციაზე ან სოციალურ მედიაში.რუბიომ განაცხადა, რომ „ომის დასრულების ერთადერთი გზა მოლაპარაკებების პროცესია“. მისივე თქმით, ორივე მხარე უნდა წავიდეს დათმობებზე.„ის, რისი დათმობისა და მიღებისთვისაც მზადაა თითოეული მხარე, არის ის, რაც დაასრულებს უკრაინაში ომს. ხალხი როდესაც ჯდება და მოლაპარაკებით ცდილობს ომის დასრულებას, ჩვეულებრივ ხდება გაცემაც და მიღებაც. რა იქნება ეს კონკრეტული დათმობები, დამოკიდებულია მაგიდასთან მყოფ მხარეებზე. ჩვენ არაფერს წინასწარ არ განვსაზღვრავთ, მაგრამ ეს არის ის, რაც საჭიროა ომის დასასრულებლად“, – განაცხადა რუბიომ პრესკონფერენციის დასასრულს.

პუტინი ტრამპის მოწოდებაზე: იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაეცნო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას კურსკის ოლქში ბლოკირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების დანდობაზე.„იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის კანონების შესაბამისად“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელეფონით რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, რა დროსაც მას კურსკის ოლქში ალყაში მყოფი უკრაინელი სამხედროებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება სთხოვა.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | დიმიტრი ხაჩიძე და ანრი ხოზრევანიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონები გახდნენ

ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დიმიტრი ხაჩიძემ (60კგ) და ანრი ხოზრევანიძემ (67კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.ხაჩიძემ ფინალში ისრაელის წარმომადგენელი მელქამუ ფეტენე 50 წამში 9:0 დაამარცხა, ხოლო ხოზრევანიძემ კონტინენტის პირველობის ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ გლებ მაკარანკას 3:1 სძლია.დღესვე ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს ლუკა გაბისონია (97კგ).შეგახსენებთ, გუშინ, 13 მარტს ფინალში დამარცხდა 18 წლის კობა ქარუმიძე (55 კგ) და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ტურნირზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ რომეო ბერიძე (63კგ) და საბა ჩილაშვილი (125 კგ).

შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცენტრალური ოფისის გაყიდვაზე – ალამუთის ციხე დაეცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცენტრალური ოფისის გაყიდვას ეხმაურება.„ალამუთის ციხე დაეცა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ცენტრალური ოფისის გაყიდვასთან დაკავშირებით დღეს პარტიამ განცხადება გაავრცელა. პარტიაში ცენტრალური ოფისის გაყიდვის გადაწყვეტილების მიზეზად ფინანსების მობილიზება და ამომრჩეველთან სიახლოვე დაასახელეს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კახეთის გზატკეცილზე მდებარე ცენტრალური ოფისი გაყიდა, რის მიზეზადაც ფინანსების მობილიზებას და ამომრჩეველთან სიახლოვეს ასახელებს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ცენტრალური ოფისის გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.პარტიაში ცენტრალური ოფისის გაყიდვის გადაწყვეტილების მიზეზად ფინანსების მობილიზებასა და ამომრჩეველთან სიახლოვეს ასახელებენ.როგორც განცხადებაშია განმარტებული, მნიშვნელოვანია პარტიის კონსოლიდაცია საზოგადოებასთან, რაშიც ენმ-ის ცენტრალური ოფისის დედაქალაქის ცენტრალურ ლოკაციაზე განთავსებაც შეუწყობს ხელს.„„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით გაიყიდა კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი. აღნიშნული ოფისი, რომელიც 2010 წელს აშენდა, მომსწრეა მრავალი ქარტეხილის და თავდასხმის „ნაციონალურ მოძრაობაზე“. საზოგადოებას კარგად ახსოვს მოღალატე, რუსული რეჟიმის არაერთი ძალადობრივი თავდასხმა აღნიშნულ შენობაზე, მათ შორის სპეცოპერაცია ენმ-ის იმდროინდელი თავმჯდომარის გატაცების მიზნით.ამავდროულად, ცხადია, ჩვენ კარგად გვესმის, რომ პარტია არ არის შენობა. პარტია შედგება ადამიანებისგან, რომლებიც გაერთიანებული ვართ საქართველოს ერთიანობის, სიძლიერისა და ევროპული, დემოკრატიული მომავლის იდეის და სხვა ეროვნული, პატრიოტული ღირებულებების ირგვლივ.დღეს, როდესაც ქვეყნის გადარჩენის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია, როდესაც ივანიშვილის კრიმინალური ბანდის რეპრესიული მანქანა განსაკუთრებული სისასტიკით ებრძვის განსხვავებულ აზრს და როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ რჩება რეჟიმის მთავარ სამიზნედ, რისი გამოხატულებაა პრეზიდენტი სააკაშვილის განგრძობადი პოლიტიკური ტყვეობა, ისევე როგორც არალეგიტიმურ პარლამენტში „ჩეკას“ ანალოგით შექმნილი რუსული კომისია, ყველაზე მნიშვნელოვანია პარტიის კონსოლიდაცია, ჩვენს საზოგადოებასთან მეტი კავშირი და სიახლოვე, რაშიც ენმ-ის ცენტრალური ოფისის დედაქალაქის ცენტრალურ ლოკაციაზე განთავსებაც შეუწყობს ხელს. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, პარტიის, რომელიც ყოველთვის იყო და არის ყველაზე სახალხო პარტია, განსაკუთრებით დღეს და ბრძოლის ამ გადამწყვეტ ეტაპზე, იყოს გაცილებით ხელმისაწვდომი ამომრჩევლისთვის, წევრებისთვის, პოტენციური მომხრისთვის, ახალგაზრდისთვის, აქტივისტისთვის თუ ჟურნალისტისთვის.ჩვენ უნდა შევძლოთ ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის არსებული დისტანციის შემცირებაც, ვიყოთ კიდევ უფრო გახსნილი, კიდევ უფრო ღია, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ყველასთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.განცხადების თანახმად, აუცილებელი ფინანსური რესურსის მობილიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტიის ფუნქციონირებისთვის.„ასევე აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის (საპარლამენტო მანდატებზე უარის გამო) პირობებში აუცილებელი ფინანსური რესურსის მობილიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტიის ფუნქციონირებისთვის. პარტიას უწევს არსებობა და ბრძოლა, წლების განმავლობაში მძვინვარე რუსული პროპაგანდის, ცილისმწამებლურ, ბინძურ პროპაგანდისტულ კამპანიასთან ერთად, ჩვენს პოტენციურ ფინანსურ მხარდამჭერ ბიზნესმენებზე მუდმივი ტერორის პირობებში. მიუხედავად მრავალი სტიგმისა, რომლებსაც სხვადასხვა აქტორი ქმნიდა, საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აფინანსებს არცერთი მსხვილი ან დომინანტი დონორი. უახლოეს ხანში ჩვენ ვგეგმავთ, ენმ-ის მართვის პროცესში ჩვენი წევრების მეტი უშუალო ჩართულობისა და ამავდროულად, ფინანსური მდგრადობის სისტემის ძირეულ განახლებას, სადაც თითოეულ წევრს შეეძლება, თავის წვლილი შეიტანოს პარტიის პოლიტიკური და სხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ისევე როგორც ჩვენი პარტიის ფინანსურ მხარდაჭერაში.მოღალატე კრიმინალთა რუსული რეჟიმის საპირწონე ძალისთვის მთავარია სიმართლე, პატრიოტიზმი, ეროვნული ინტერესების ერთგულება და ამასთანავე, ღიაობა, საზოგადოების წინაშე ანგარიშგება, პასუხისმგებლობა და ბრძოლისუნარიანობა ქვეყნის ინტერესებში. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისა და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ამ რთულ დროს აღნიშნული გადაწყვეტილება მოემსახურება საქართველოსა და ჩვენი გუნდის ამ საერთო და ეროვნულ ინტერესს. ჩვენ, ყველამ ერთად, უკომპრომისო, პრინციპული ბრძოლით უნდა დავამარცხოთ მოღალატე კრიმინალთა რეჟიმი და დავიხსნათ ქვეყანა რუსული მარწუხებისგან. ძალა ერთობაშია! თავისუფლება მიშას!“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები